მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა
დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა
  • ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ პრო­ექ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნია „ანა­გი“ შე­ას­რუ­ლებს
  • სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი ორი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი­თა და თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გამ­წვა­ნე­ბით 2026 წელს ჩა­ბარ­დე­ბა

დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ანა­გი“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იწყე­ბენ. პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძეა“, სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს „ანა­გი“ წარ­მარ­თავს. კომ­პა­ნია, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო-სამ­რეწ­ვე­ლო მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში 35-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, დარ­გის სრულ სპექტრს მო­ი­ცავს. შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მომ­წე­რი მხა­რე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა - სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი ხა­რის­ხის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­აა.

ირაკ­ლი აბუ­ლა­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ფი­ნან­სუ­რი და სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ანა­გი“ დღეს უკვე „მეტ­რო­პო­ლის“ პარტნი­ო­რია. მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ინ­ჟინ­რო კად­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ჩვენს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ პრო­ექტს, „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძეს“ აა­შე­ნებს.

მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ეს ის ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რა­საც ორი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ე­ფუძნა. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ, რომ ეს პარტნი­ო­რო­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა რო­გორც ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ასე­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამას პი­რა­დად გა­მოც­დი­ან ჩვე­ნი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, რო­დე­საც ბი­ნებს ჩა­ი­ბა­რე­ბენ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი უკვე ძა­ლა­შია და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ პარტნი­ო­რო­ბა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი კი, რო­მე­ლიც ორ 25-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­სა და ერთ ჰექ­ტარ­ზე მო­წყო­ბილ გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, 2026 წლის ბო­ლო­სათ­ვის დას­რულ­დე­ბა“.

მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­თა და სან­დო­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნია „ანა­გი“ ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე 1989 წელს გა­მოჩ­ნდა. გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე დაყ­რდნო­ბით და სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ექ­სკლუ­ზი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს.

უშუ­ა­ლოდ „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია მო­ნო­ლი­თუ­რი რკი­ნა­ბე­ტო­ნის, იტონ­გი­სა და პემ­ზის ბლო­კით კედ­ლე­ბის მო­წყო­ბის, ფა­სა­დის დათ­ბუ­ნე­ბი­სა და მო­პირ­კე­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს შე­ას­რუ­ლებს, მათ შო­რის ვენ­ტი­ლი­რე­ბა­დი ფა­სა­დი­საც. ამ მას­შტა­ბურ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ასე­ვე „ანა­გი“ და­ა­მონ­ტა­ჟებს ალუ­მი­ნის კარ-ფან­ჯრებ­სა და მო­ა­ჯი­რებს, მო­ა­პირ­კე­თებს ია­ტაკს, ჭერ­სა და კედ­ლებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე, გამ­ძლე და სან­დო ლიფ­ტე­ბის მონ­ტა­ჟიც. შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ჯერ ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რი შე­ა­მოწ­მებს, შემ­დეგ კი „მეტ­რო­პო­ლი“ გა­და­ი­ბა­რებს.

ირაკ­ლი გო­გო­ლიშ­ვი­ლი, შპს „ანა­გის“ დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძეს­თან“ და გვსურს, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ.

გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვენ შო­რის არ­სე­ბობს ნდო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რისი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც არის ის ფაქ­ტი, რომ ვი­წყებთ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს. კი­დევ ერთხელ და მრა­ვალ­ჯერ მზად ვართ, და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, შევ­ქმნათ კომ­ფორ­ტუ­ლი, უსაფრ­თხო და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც, ვი­მე­დოვ­ნებთ,წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­სა­წყი­სი გახ­დე­ბა“.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კომ­პა­ნია „ანა­გის“ წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ წა­რი­მარ­თე­ბა. თა­ვის მხრივ, პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ და დათ­ქმულ დროს მე­სა­კუთ­რე­ებს ბი­ნებს ჩა­ა­ბა­რებს.

„მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი 16 490 M2 ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს და მის ასა­შე­ნებ­ლად ორი წე­ლია გან­სა­ზღვრუ­ლი. ორ 25-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში სხვა­დას­ხვა ფარ­თის, ჯამ­ში, 534 ბინა გან­თავ­სდე­ბა. მათ შო­რის არის, რო­გორც ერ­თსა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი სტუ­დიო, ისე პენ­ტჰა­უ­ზი. კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ავ­ტო­სად­გო­მი კი 334 მან­ქა­ნას და­ი­ტევს.

ტე­რი­ტო­რია სრუ­ლი­ად მო­ბი­ნად­რე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და კომ­ფორ­ტს მო­ერ­გე­ბა. მო­ე­წყო­ბა სა­ფეხ­მავ­ლო და ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი, ფეხ­ბურ­თი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი. კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო ბაღი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი, ასე­ვე სა­ო­ფი­სე და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. თუმ­ცა კომ­პლექ­სის მთა­ვა­რი ხიბ­ლი და ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა ერთი ჰექ­ტა­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცეა, რო­მე­ლიც „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მცხოვ­რებ­ლებს მშვიდ და მყუდ­რო გა­რე­მოს შე­უქ­მნის.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-მდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

ინ­ფორ­მა­ცია ანა­გის შე­სა­ხებ: სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ანა­გი“ 1989 წელს და­არ­სდა და მა­ლე­ვე ქვეყ­ნის სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის ლი­დე­რი გახ­და. „ანა­გის“ ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო-სამ­რეწ­ვე­ლო მშე­ნებ­ლო­ბაა და ამ დარ­გში კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს. „ანა­გი“ ფლობს არა­ერთ ISO სერ­ტი­ფი­კატს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მარ­თვის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა „ანა­გის“ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. კომ­პა­ნი­ა­ში 3 000-მდე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და სამშენებლო კომპანია "ანაგს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა
  • ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ შეასრულებს
  • საცხოვრებელი კომპლექსი ორი მრავალსართულიანი კორპუსითა და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებით 2026 წელს ჩაბარდება

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ თანამშრომლობას იწყებენ. პირველი ერთობლივი პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძეა“, სადაც სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ წარმართავს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, რომ კომპანიებისთვის ეს თანამშრომლობა - საპასუხისმგებლო, მომხმარებლისთვის კი ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დღეს უკვე „მეტროპოლის“ პარტნიორია. მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით დაკომპლექტებული კომპანია, რომელსაც სამშენებლო სექტორში დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, „მეტროპოლ ქავთარაძეს“ ააშენებს.

მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ინოვაციური მიდგომები და პასუხისმგებლობა - ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რასაც ორი კომპანიის თანამშრომლობა დაეფუძნა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს პარტნიორობა დადებითად აისახება როგორც ბიზნესსაქმიანობაზე, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამას პირადად გამოცდიან ჩვენი მესაკუთრეები, როდესაც ბინებს ჩაიბარებენ. თანამშრომლობის დოკუმენტი უკვე ძალაშია და ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება. ჩვენი მრავალფუნქციური კომპლექსი კი, რომელიც ორ 25-სართულიან კორპუსსა და ერთ ჰექტარზე მოწყობილ გამწვანებულ ტერიტორიას გააერთიანებს, 2026 წლის ბოლოსათვის დასრულდება“.

მაღალი რეპუტაციითა და სანდოობით გამორჩეული კომპანია „ანაგი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 1989 წელს გამოჩნდა. გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით და სამშენებლო სექტორში არსებული უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით, კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურ მომსახურებას უწევს.

უშუალოდ „მეტროპოლ ქავთარაძის“ შემთხვევაში, კომპანია მონოლითური რკინაბეტონის, იტონგისა და პემზის ბლოკით კედლების მოწყობის, ფასადის დათბუნებისა და მოპირკეთების სამუშაოებს შეასრულებს, მათ შორის ვენტილირებადი ფასადისაც. ამ მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსში ასევე „ანაგი“ დაამონტაჟებს ალუმინის კარ-ფანჯრებსა და მოაჯირებს, მოაპირკეთებს იატაკს, ჭერსა და კედლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანამედროვე, გამძლე და სანდო ლიფტების მონტაჟიც. შესრულებულ სამუშაოებს ჯერ ხარისხის სამსახური შეამოწმებს, შემდეგ კი „მეტროპოლი“ გადაიბარებს.

ირაკლი გოგოლიშვილი, შპს „ანაგის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა „მეტროპოლ ქავთარაძესთან“ და გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი ღრმა პატივისცემა ამ კომპანიის მიმართ.

გვეამაყება, რომ ჩვენ შორის არსებობს ნდობის მაღალი ხარისხი, რისი გამოვლინებაც არის ის ფაქტი, რომ ვიწყებთ თბილისის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ინოვაციური მიდგომები მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე პროდუქტი, რომელიც, ვიმედოვნებთ,წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდება“.

სამშენებლო სამუშაოები, კომპანია „ანაგის“ წესების გათვალისწინებით, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება. თავის მხრივ, პროცესს მონიტორინგს გაუწევს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და დათქმულ დროს მესაკუთრეებს ბინებს ჩააბარებს.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ მასშტაბური პროექტი 16 490 M2 ფართობის მიწის ნაკვეთს მოიცავს და მის ასაშენებლად ორი წელია განსაზღვრული. ორ 25-სართულიან კორპუსში სხვადასხვა ფართის, ჯამში, 534 ბინა განთავსდება. მათ შორის არის, როგორც ერთსაძინებლიანი სტუდიო, ისე პენტჰაუზი. კეთილმოწყობილი ავტოსადგომი კი 334 მანქანას დაიტევს.

ტერიტორია სრულიად მობინადრეების საჭიროებებსა და კომფორტს მოერგება. მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები. კომპლექსის ნაწილი იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები. თუმცა კომპლექსის მთავარი ხიბლი და ექსკლუზიურობა ერთი ჰექტარი გამწვანებული სივრცეა, რომელიც „მეტროპოლ ქავთარაძის“ მცხოვრებლებს მშვიდ და მყუდრო გარემოს შეუქმნის.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-მდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

ინფორმაცია ანაგის შესახებ: საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. „ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა და ამ დარგში კომპანია მომხმარებელს სრულ სპექტრს სთავაზობს. „ანაგი“ ფლობს არაერთ ISO სერტიფიკატს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ეფექტური სისტემების დანერგვა „ანაგის“ მთავარი პრიორიტეტია. კომპანიაში 3 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

NS