ავტორი:

"საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს და სამხრეთ ოსეთს ტერიტორიები დაუბრუნოს" - ედუარდ კოკოითი ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

"საქართველომ  ბოდიში უნდა მოიხადოს და სამხრეთ ოსეთს ტერიტორიები დაუბრუნოს" - ედუარდ კოკოითი ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და "ტელეგრამის" არხზე წერს, რომ ქართულმა მხარემ "სამხრეთ ოსეთს" თავისი ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს"

  • კოკოითის თქმით, ივანიშვილის სიტყვები "მამაცი განცხადებაა", თუმცა დასძენს, რომ დარწმუნებული არ არის ქართველი მილიარდერის გულწრფელობაში.

"ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია. მე 2008 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები საერთაშორისო კრიმინალები არიან. ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მცდელობაა, რომ ყველაფერი უტვინო სააკაშვილს და აშშ-ს დააბრალონ, რეალურად პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ საქართველოს, რომელმაც დათმო დამოუკიდებლობა და გახდა აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი",- წერს კოკოითი "ტელეგრამის" არხზე.

  • კოკოითი მიიჩნევს, რომ "საქართველომ უნდა აღიაროს "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომელიც გარანტორი იქნება მშვიდობის. ასევე კოკოითის აზრით, საქართველომ უნდა "დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები"

"პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ყველა შესაბამის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც მშვიდობის გარანტიაა. ასევე საქართველომ უნდა დააყენოს მის მიერ ოკუპირებული გუდაურის და თრუსოს ხეობების საკითხი. 1920 წელს სამხრეთ ოსეთზე მიტანილი ეკონომიკური ზარალის, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც ქართველი პრემიერები საუბრობენ - არ არის საკმარისი. საქართველოსთან მშვიდობა უნდა დამყარდეს რუსეთის პირობებით, რადგან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებმა რეგიონის სტაბილურობა და მშვიდობა ვერ დააყენონ საფრთხის ქვეშ", - წერს კოკოითი.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ნახეთ ასევე: