პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან სადილზე მისვლას გეგმავენ, "ლელო“ კი ორბელიანის სასახლეში დღეს აღარ მივა
გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან სადილზე მისვლას გეგმავენ, "ლელო“ კი ორბელიანის სასახლეში დღეს აღარ მივა

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პრე­ზი­დენ­ტის მი­პა­ტი­ჟე­ბას იღებს და ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში დღეს და­გეგ­მილ სა­დილ­ზე მის­ვლის მზად­ყოფ­ნას კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.

  • რო­გორც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გეგ­მებ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

"პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე მივ­დი­ვართ, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მოწ­ვე­ვის შე­სა­ბა­მი­სად“, - გა­ნა­ცხა­დეს პარ­ტი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რამ­დე მას­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა უნდა შედ­გეს. რო­გორც ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, გა­ხა­რი­ას შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლით პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა ერთი-ერ­თზე შეხ­ვედ­რა დღეს ვერ ხერ­ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, "ლე­ლო­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ პრე­ზი­დენტს სა­დილ­ზე დღეს აღარ ეწ­ვე­ვი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გუ­შინ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და გი­ორ­გი გა­ხა­რია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვია. პრე­ზი­დენ­ტი ორი­ვე პარ­ტი­ის ლი­დე­რებს სა­დილ­ზე დღეს, 15:00 სა­ათ­ზე ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან სადილზე მისვლას გეგმავენ, "ლელო“ კი ორბელიანის სასახლეში დღეს აღარ მივა

გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან სადილზე მისვლას გეგმავენ, "ლელო“ კი ორბელიანის სასახლეში დღეს აღარ მივა

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიპატიჟებას იღებს და ორბელიანის სასახლეში დღეს დაგეგმილ სადილზე მისვლის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

  • როგორც პარტიის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, "გახარია საქართველოსთვის“ გეგმებში არაფერი შეცვლილა.

"პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივდივართ, არაფერი შეცვლილა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის მოწვევის შესაბამისად“, - განაცხადეს პარტიაში.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასსა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა უნდა შედგეს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესაბამისად, "ლელოში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვევიან.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტი ორივე პარტიის ლიდერებს სადილზე დღეს, 15:00 საათზე ელოდება.