ავტორი:

"მე მგონია, შესაძლოა ზამთარშივე დაიწყოს მოლაპარაკება" - ქართველი გენერლის ანალიზი: რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?

"მე მგონია, შესაძლოა ზამთარშივე დაიწყოს მოლაპარაკება" - ქართველი გენერლის ანალიზი: რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?

რა დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა დღეს რუსეთ-უკრაინის ფრონტის ამბები, რა შანსია იმისა, რომ ომი მოლაპარაკებაში გადაიზარდოს, და რა არის ამისთვის საჭირო, ამ საკითხებზე "ჯეოქეისის" მკვლევარს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:

- ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, რა მოხდება ფრონტის ხაზზე. ფაქტია, რუსეთმა შეამცირა ზეწოლა აღმოსავლეთ ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ კურსკის მიმართულებაზე გაზარდა. როგორც ამბობენ, სურთ პუტინის დაბადების დღისთვის გაათავისუფლონ და ა.შ., ბევრი მითქმა-მოთქმაა. ფაქტია, რუსების ამოცანაა ალყაში მოქცევის საფრთხეში მყოფი რუსული დაჯგუფების გადარჩენა. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. როდემდე და სადამდე შეუშვებენ უკრაინელებს რუსეთში? ახლა უფრო გააქტიურებულია შეტევა-კონტრშეტევა და რომ გითხრათ, ძალიან დიდი წარმატება აქვს ან ერთს, ან მეორეს-მეთქი, ტყუილი იქნება. არა, დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. ძალიან ძნელია, თქმა, რა ვითარებაა. თუმცა, ღია წყაროებით გადმოცემული ინფორმაციით, რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევა და უკრაინელებმაც კონტრშეტევითვე უპასუხეს. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაზე აქტიური მონაკვეთი მაინც კურსკის დასავლეთია და რა თქმა უნდა, კურსკის მიმართულებაა ყურადღების ცენტრში. თუმცა შეტევის ვექტორი გადაადგილებულია უფრო სამხრეთისკენ.

- დასავლეთს ეს არ უჩენს მოტივაციას, რომ უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას? ან თუნდაც გარღვევაზე იფიქროს?

- უკრაინელების აქტიურობა კურსკში და იმის ჩვენება, რომ შესწევთ ამის ძალა, ჩემი აზრით, დასავლეთისთვის ძალიან კარგი მოტივაცია იყო. ყველამ იცის, რომ კურსკს უკრაინა ვერ შეინარჩუნებს, ეს რაღაც ბუფერული ზონაა და არ არის გამორიცხული, უკრაინამ ნელ-ნელა დატოვოს კიდეც. ვგულისხმობ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლით დატოვებას და შესაბამისად, შეამციროს დაწოლა ცენტრალურ მიმართულებაზე. ჩვენ ყველაფერზე ვრეაგირებთ, - აი, უკრაინამ ერთი სოფელი აიღო, რუსეთმა ერთი დასახლება დაკარგა, მერე უკრაინამ ისევ დათმო ერთი სოფელი და ა.შ., მაგრამ ფართო სურათს რომ შევხედოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები კურსკის ეპოპეის შემდეგ არ ყოფილა...წაიკითხეთ ვრცლად