საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს" - პაატა ზაქარეიშვილი
"ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს" - პაატა ზაქარეიშვილი

2008 წელს არ და­წყე­ბუ­ლა კონ­ფლიქ­ტი და არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და როცა მხო­ლოდ ერთ ეპი­ზოდს იღებ, აშ­კა­რად ჩანს, რომ ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ და არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას­თან , - ამის შე­სა­ხებ კონ­ფლიქ­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გორ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვა.

  • რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ივა­ნიშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად "მო­აჯ­და“ რუ­სულ ნა­რა­ტივს და მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ბო­დიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, იმ­დე­ნად და­კარ­გუ­ლი აქვს კონ­ტრო­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის კონ­ტექ­სტში, რო­გორც 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ "გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლოა“ ტო­ტა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლეს და შემ­დეგ ერთ დღე­ში და­ა­ვი­წყდათ. რამ­დენ­ჯერ იყო ამის შემ­დეგ შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ველ პი­რებ­თან, არას­დროს დღის წეს­რიგ­ში აღარ ყო­ფი­ლა, არც უხ­სე­ნე­ბი­ათ. თა­ვი­სი სიმ­ძი­მით, თა­ვი­სი წინ­და­უ­ხე­და­ო­ბით, თა­ვი­სი ცი­ნიზ­მი­თაც კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო მა­ღა­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ან­გრევს სამ­შვი­დო­ბო პრო­ცესს იმი­ტომ, რომ 2008 წელს არ და­წყე­ბუ­ლა კონ­ფლიქ­ტი და არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და როცა მხო­ლოდ ერთ ეპი­ზოდს იღებ, აშ­კა­რად ჩანს, რომ ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ და არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას­თან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ ადარ­დებს კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა და­არ­ტყან, და­მარ­ხონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მას­თან ერ­თად ოპო­ზი­ცია, ამი­ტომ ეს არის სა­ში­ნე­ლი ილუსტრა­ცია იმი­სა, რამ­დე­ნად არ ადარ­დებთ კონ­ფლიქ­ტე­ბი.

ამ პრო­ცეს­ში აშ­კა­რად ჩანს, რომ მათ უნ­დათ, გა­რე­ცხონ და გა­ა­სუფ­თა­ონ რუ­სე­თის სახე. მე არ მეს­მის გო­რე­ლე­ბის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის შემ­დეგ გო­რელ­მა ხმა მის­ცეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ის ფაქ­ტი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გორ­ში ამას ამ­ბობს და გო­რე­ლე­ბი ჩუ­მად არი­ან, ცოტა გა­საკ­ვი­რია.

მე­ო­რე სა­კი­თხია, და­ვუშ­ვათ ილა­პა­რა­კა ბო­დიშ­ზე, გო­რე­ლებ­ზე რა­ტომ არ ილა­პა­რა­კა? გორ­ში ჩა­ვი­და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ხმე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ამ დროს ისი­ნი, რომ­ლებ­საც სახ­ლე­ბი და­ეწ­ვათ, უს­მე­ნენ, უყუ­რე­ბენ და ივა­ნიშ­ვი­ლი ახ­სე­ნებს ცხინ­ვალს და არ ახ­სე­ნებს გორს. ამი­ტომ, ეს იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო მე­სი­ჯი რუ­სე­თის­თვის და მსოფ­ლი­ოს­თვის, რომ აქ რუ­სეთს არ გა­უვ­ლია, რომ რუ­სე­თი იყო კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­მა და­ვი­წყეთ ომი და რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, შე­მო­სუ­ლი­ყო და გა­და­ერ­ჩი­ნა საბ­რა­ლო ოსე­ბი.

ივა­ნიშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად "მო­აჯ­და“ რუ­სულ ნა­რა­ტივს - თურ­მე, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში უნდა დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ, მტრე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნაა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს" - პაატა ზაქარეიშვილი

"ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს" - პაატა ზაქარეიშვილი

2008 წელს არ დაწყებულა კონფლიქტი და არ დამთავრებულა და როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდს იღებ, აშკარად ჩანს, რომ ეს არის შურისძიება პოლიტიკურ პარტიაზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არაფერი საერთო არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან , - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა "რეზიუმეში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

  • როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს და მისი მთავარი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადება ბოდიშთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, იმდენად დაკარგული აქვს კონტროლი "ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, როგორც 2020 წლის არჩევნების წინ "გარეჯი საქართველოა“ ტოტალურად გაავრცელეს და შემდეგ ერთ დღეში დაავიწყდათ. რამდენჯერ იყო ამის შემდეგ შეხვედრები საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან, არასდროს დღის წესრიგში აღარ ყოფილა, არც უხსენებიათ. თავისი სიმძიმით, თავისი წინდაუხედაობით, თავისი ცინიზმითაც კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო მაღალია, რადგან ადამიანების სიცოცხლეს ეხება და რაც მთავარია, ანგრევს სამშვიდობო პროცესს იმიტომ, რომ 2008 წელს არ დაწყებულა კონფლიქტი და არ დამთავრებულა და როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდს იღებ, აშკარად ჩანს, რომ ეს არის შურისძიება პოლიტიკურ პარტიაზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არაფერი საერთო არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს კონფლიქტის მოგვარება. ისინი ფიქრობენ, სადაც კი შეიძლება დაარტყან, დამარხონ "ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად ოპოზიცია, ამიტომ ეს არის საშინელი ილუსტრაცია იმისა, რამდენად არ ადარდებთ კონფლიქტები.

ამ პროცესში აშკარად ჩანს, რომ მათ უნდათ, გარეცხონ და გაასუფთაონ რუსეთის სახე. მე არ მესმის გორელების, როგორ შეიძლება ამის შემდეგ გორელმა ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას“. ის ფაქტი, რომ ივანიშვილი გორში ამას ამბობს და გორელები ჩუმად არიან, ცოტა გასაკვირია.

მეორე საკითხია, დავუშვათ ილაპარაკა ბოდიშზე, გორელებზე რატომ არ ილაპარაკა? გორში ჩავიდა ადგილობრივების ხმების მოსაპოვებლად, ამ დროს ისინი, რომლებსაც სახლები დაეწვათ, უსმენენ, უყურებენ და ივანიშვილი ახსენებს ცხინვალს და არ ახსენებს გორს. ამიტომ, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რომ აქ რუსეთს არ გაუვლია, რომ რუსეთი იყო კეთილშობილების განსახიერება, ჩვენ, ქართველებმა დავიწყეთ ომი და რუსეთი იძულებული გახდა, შემოსულიყო და გადაერჩინა საბრალო ოსები.

ივანიშვილი მთლიანად "მოაჯდა“ რუსულ ნარატივს - თურმე, ჩვენი მეგობრები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებაში უნდა დაგვხმარებოდნენ, მტრები აღმოჩნდნენ. "ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.