ავტორი:

"ვიცი, რომ ამას დავამარცხებ" - ულამაზეს იტალიელ მოდელს, ბიანკა ბალტის სიმსივნე დაუდგინდა: როგორია მისი მდგომარეობა

"ვიცი, რომ ამას დავამარცხებ" - ულამაზეს იტალიელ მოდელს, ბიანკა ბალტის სიმსივნე დაუდგინდა: როგორია მისი მდგომარეობა

ცნობილ იტალიელ მოდელ ბიანკა ბალტის საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

  • "გასულ კვირას გამოკვლევა ჩავიტარე და გავიგე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი საკვერცხის კიბოთი იყო გამოწვეული. ეს იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ სიყვარულით, იმედით და ძალით სავსე ვარ.

წინ გრძელი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ ამას დავამარცხებ. ჯერჯერობით კიბომ ის მასწავლა, რომ თითოეულ დაბრკოლებაში სილამაზე უნდა დავინახო", - წერს ბიანკა "ინსტაგრამზე" და აღნიშნავ, რომ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

2022 წლის ბოლოს ბალტიმ გენეტიკური ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია - ასეთ შემთხვევაში მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შანსი 50%-ია, ხოლო საკვერცხის 30%.

ბიანკა ბალტი ამჟამად 40 წლისაა. ის წარმატებული მოდელია, რომელიც ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შოუებზე და მოდის ინდუსტრიის მთავარ კვირეულებზე.