დასავლეთ აფრიკაში ველური გორილების საყვარელი ტროპიკული მცენარეებისა და ადგილობრივ თემებში ტრადიციული მკურნალების მიერ გამოყენებული საშუალებების შესწავლით, გაბონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს სულ ცოტა, ოთხი ახალი მცენარის სახეობა დღემდე უცნობი სამკურნალო თვისებებით.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მცენარეები შეიცავს ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვან რაოდენობას, ასევე ნივთიერებებს, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ მიკრობებთან ბრძოლა.
ერთ-ერთმა შესწავლილმა ნივთიერებამ აჩვენა ეფექტურობა ე.წ. სუპერ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მცენარეებში მნიშვნელოვანი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია, ასევე ისეთი ნივთიერებები, რომლებიც წარმატებით ებრძვიან მიკრობებს.
ერთ-ერთი გამოკვლეული ნივთიერება განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სუპერ ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცნობილია, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ, როცა სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებს მიირთმევენ. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო მედია წერდა დაჭრილ ორანგუტანგზე, რომელიც ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად მცენარეულ ნარევს იყენებდა.
ბოლო კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჯერ დაკვირვებით გამოარკვიეს, რომელი მცენარეები შედიოდა დასავლეთ დაბლობის გორილების რაციონში, რომლებიც გაბონის მუკალაბა-დუდუს ეროვნულ პარკში ცხოვრობენ. შემდეგ, ადგილობრივ მკურნალებთან საუბრის შედეგად, მათ ოთხი მცენარეული სახეობა ამოარჩიეს: ბამბის ხე (Ceiba pentandra), კროტონის ერთ-ერთი ქვესახეობა (Myrianthus arboreus), აფრიკული ტიკი (Milicia excelsa) და ლეღვის ხე (Ficus).
ამ ხეების ქერქში, რომელსაც ხალხური მედიცინა სხვადასხვა დაავადების - უშვილობიდან დაწყებული ფაღარათამდე, სამკურნალოდ იყენებს. მასში შედის მრავალი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის ფენოლები და ფლავონოიდები, რომლებსაც სამკურნალო მოქმედება გააჩნიათ.
მცენარეების ოთხივე სახეობამ აჩვენა ანტიბაქტერიული მოქმედება ერთ-ერთი სუპერბაქტერიის, მრავალმედიკამენტურ მდგრადობის მქონე ეშერიხიის კოლის შტამის წინააღმდეგ. კვლევის მიხედვით, ბამბის ხემ განსაკუთრებით კარგი შედეგები აჩვენა ყველა გამოცდილი შტამის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ გორილებმა ევოლუციის პროცესში ისწავლეს ისეთი მცენარეების ჭამა, რომლებიც მათთვის სასარგებლოა და ხაზს უსვამს ჩვენს ცოდნის ნაკლებობას ცენტრალური აფრიკის ტროპიკული ტყეების შესახებ,“ - განაცხადა დურჰამის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ანთროპოლოგიის პროფესორმა ჯოანნა სეტჩელმა, რომელმაც გაბონის მეცნიერებთან ერთად კვლევა ჩაატარა.
გაბონის ტერიტორიაზე მდებარეობს უზარმაზარი და თითქმის სრულიად გამოუკვლეველი ტროპიკული ტყეები, სადაც ბინადრობენ გარეული სპილოები, გორილები, შიმპანზეები და სხვა ცხოველები, ასევე იზრდება მრავალი მეცნიერებისთვის უცნობი მცენარე.
ბრაკონიერობისა და დაავადებების გამო, დასავლეთ დაბლობის გორილების რაოდენობა ბუნებაში მკვეთრად შემცირდა. ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში, როგორც გადაშენების პირას მყოფი.