მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტორმი "ბორისი" და "წარღვნა" ევროპაში - რა ხდება ამჟამად და რატომ აღმოჩნდა შტორმი ასეთი დამანგრეველი?
შტორმი "ბორისი" და "წარღვნა" ევროპაში - რა ხდება ამჟამად და რატომ აღმოჩნდა შტორმი ასეთი დამანგრეველი?

სტი­ქი­ურ წვი­მებს, რო­მე­ლიც შტორმ­მა "ბო­რის­მა“ გა­მო­იწ­ვია, ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი წყალ­დი­დო­ბებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად დამ­ცავ ნა­გე­ბო­ბებს ამაგ­რე­ბენ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია რვა ადა­მი­ა­ნი, ათა­სო­ბით სახ­ლი კი წყლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან რუ­მი­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ავ­სტრი­ა­ში

ავ­სტრი­ა­ში, მო­ქა­ლა­ქე­თა წყალ­დი­დო­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ის დროს, ერთი მე­ხან­ძრე და­ი­ღუ­პა, - წერს Reuters-ი. ვე­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ცხად­და, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "უპ­რე­ცე­დენ­ტო ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე“ სა­უბ­რობს.

ერთი ადა­მი­ა­ნი პო­ლო­ნეთ­ში და­ი­ღუ­პა, რის შე­სა­ხე­ბაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა კვი­რას გა­ნა­ცხა­და.

ყვე­ლა­ზე მეტი მსხვერ­პლი რუ­მი­ნეთ­შია. შა­ბათს, გა­ლა­ა­ცის რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო კვი­რას - კი­დევ ორი.

გარ­და ამი­სა, Reuters-ის ცნო­ბით, ჩეხი მაშ­ვე­ლე­ბი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ეძე­ბენ სამ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­დნილ მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჩე­ხეთ­ში წყალ­დი­დო­ბის გამო ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და. ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით 51 ათა­სამ­დე ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, - იუ­წყე­ბა ჩე­ხუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნია CEZ.

პრა­ღა­ში წყალ­დი­დო­ბის­გან დამ­ცა­ვი ნა­გე­ბო­ბე­ბი აღ­მარ­თეს

"ჩვენ კვლავ ვე­ჯა­ხე­ბით კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გებს, რაც ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე სულ უფრო მე­ტად დრა­მა­ტუ­ლი ხდე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და რუ­მი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კლა­უს იო­ჰა­ნის­მა.

რუ­მი­ნე­თის გა­ლა­ა­ცის რე­გი­ო­ნის სო­ფელ სლო­ბო­ზია-კო­ნა­კის მერ­მა, ემილ დრა­გო­მირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 700 სახ­ლი და­იტ­ბო­რა. "ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბის კა­ტას­ტრო­ფაა", - თქვა დრა­გო­მირ­მა.

პო­ლო­ნე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, ქა­ლაქ გლუ­ხო­ლა­ზი­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ მდი­ნა­რე ნა­პი­რე­ბი­დან გა­და­ვი­და და ქუ­ჩე­ბი დატ­ბო­რა. კვი­რას კი მო­სახ­ლე­ო­ბას სთხო­ვეს სახ­ლე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლია და "არა­ნა­ი­რი იმე­დი არ არ­სე­ბობს, რომ წვი­მა შე­წყდე­ბა".

პო­ლო­ნე­თის მე­ო­რე უდი­დეს ქა­ლაქ კრა­კოვ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას სი­ლით სავ­სე ტომ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რათა წყალ­დი­დო­ბის­გან სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და­ეც­ვათ.

ჩე­ხეთ­ში შა­ბათს, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში კაშ­ხა­ლი გა­ირ­ღვა. გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა, პეტრ ხლა­დიკ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლებს მო­უ­წო­და, რომ მზად იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის და­სა­ტო­ვებ­ლად.

ხლა­დი­კის თქმით, მიწა წყლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ხოლო წვი­მის წყა­ლი ზე­და­პირ­ზე რჩე­ბა, რაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი წყალ­დი­დო­ბე­ბის რისკს ზრდის. ჩე­ხეთ­ში წვი­მე­ბი სამ­შა­ბა­თამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ქვე­ყა­ნა­ში ორი უმაღ­ლე­სი სა­ფეხ­ბურ­თო ლი­გის მატ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ შა­ბათ-კვი­რას იყო და­გეგ­მი­ლი, გა­უქ­მდა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო კომ­პა­ნი­ის "უკრზა­ლიზ­ნი­ცას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, პო­ლო­ნეთ­სა და ჩე­ხეთ­ში წყალ­დი­დო­ბე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი მა­ტა­რებ­ლის რამ­დე­ნი­მე რე­ი­სი გა­უქ­მდა. უკ­რა­ი­ნი­დან პრა­ღის­კენ მი­მა­ვალ მგზავ­რებს ურ­ჩე­ვენ, და­უ­კავ­შირ­დნენ ჩე­ხურ ან პო­ლო­ნურ სარ­კი­ნიგ­ზო კომ­პა­ნი­ებს, გა­არ­კვი­ონ რე­ი­სე­ბის გან­რი­გი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ღა­მის გა­სა­თე­ვი მო­ძებ­ნონ.

ოდე­სა­ში რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა... ქუ­ჩებ­ში 48 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა და 95 გზის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­რი­გე­ობს.

  • რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა შტორ­მი ასე­თი და­მან­გრე­ვე­ლი

შტორმ­მა "ბო­რის­მა“ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ლე­ქი გა­მო­იწ­ვია ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.

ყვე­ლა­ზე მეტი ნა­ლე­ქი ჩე­ხეთ­ში და­ფიქ­სირ­და. ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით, მთებ­ში, ხუთ­შა­ბა­თი­დან 288 მმ ნა­ლე­ქი მო­ვი­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის ნორ­მას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

შტორ­მის და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი ორ ძი­რი­თად მი­ზეზს უკავ­შირ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ისაა, რომ შტორ­მი თა­ვი­სი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო ჩრდი­ლო­ე­თი­დან უფრო ცივ ჰა­ერს იზი­დავს, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლია ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის თბილ და შავი ზღვის წყლე­ბის­გან წარ­მოქ­მნილ ტე­ნი­ა­ნო­ბას­თან.

მე­ო­რე მი­ზე­ზი არის ის, რომ ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ბა­ლი წნე­ვის ზონა ნელა გა­და­ად­გილ­დე­ბა, ხოლო შტორ­მი ჩა­კე­ტი­ლია და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის მა­ღა­ლი წნე­ვის ზო­ნებს შო­რის.

ჩე­ხე­თის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ "ბო­რი­სის“ მსგავ­სი შტორ­მე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა.

მსოფ­ლიო ამინ­დის პროგ­ნო­ზი­რე­ბის ქსე­ლის დას­კვნით, ევ­რო­პა­ში მსგავ­სი ტი­პის წყალ­დი­დო­ბე­ბის შან­სი და ინ­ტენ­სი­ვო­ბა იზ­რდე­ბა კლი­მა­ტის დათ­ბო­ბის გამო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შტორმი "ბორისი" და "წარღვნა" ევროპაში - რა ხდება ამჟამად და რატომ აღმოჩნდა შტორმი ასეთი დამანგრეველი?

შტორმი "ბორისი" და "წარღვნა" ევროპაში - რა ხდება ამჟამად და რატომ აღმოჩნდა შტორმი ასეთი დამანგრეველი?

სტიქიურ წვიმებს, რომელიც შტორმმა "ბორისმა“ გამოიწვია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სამსახურები წყალდიდობებთან საბრძოლველად დამცავ ნაგებობებს ამაგრებენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია რვა ადამიანი, ათასობით სახლი კი წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

  • გარდაცვლილები არიან რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში

ავსტრიაში, მოქალაქეთა წყალდიდობისგან გადარჩენის ოპერაციის დროს, ერთი მეხანძრე დაიღუპა, - წერს Reuters-ი. ვენის მიმდებარე ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ადგილობრივი ხელისუფლება "უპრეცედენტო ექსტრემალურ სიტუაციაზე“ საუბრობს.

ერთი ადამიანი პოლონეთში დაიღუპა, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კვირას განაცხადა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი რუმინეთშია. შაბათს, გალააცის რაიონში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კვირას - კიდევ ორი.

გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, ჩეხი მაშველები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ეძებენ სამ ადამიანს, რომლებიც მდინარეში ჩავარდნილ მანქანაში იმყოფებოდნენ.

ჩეხეთში წყალდიდობის გამო ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა. ქვეყნის ჩრდილოეთით 51 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - იუწყება ჩეხური ენერგეტიკული კომპანია CEZ.

პრაღაში წყალდიდობისგან დამცავი ნაგებობები აღმართეს

"ჩვენ კვლავ ვეჯახებით კლიმატის ცვლილების შედეგებს, რაც ევროპის კონტინენტზე სულ უფრო მეტად დრამატული ხდება,“ - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.

რუმინეთის გალააცის რეგიონის სოფელ სლობოზია-კონაკის მერმა, ემილ დრაგომირმა განაცხადა, რომ 700 სახლი დაიტბორა. "ეს წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფაა", - თქვა დრაგომირმა.

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ გლუხოლაზიში, ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადავიდა და ქუჩები დატბორა. კვირას კი მოსახლეობას სთხოვეს სახლები დაეტოვებინათ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ყველა შეშინებულია და "არანაირი იმედი არ არსებობს, რომ წვიმა შეწყდება".

პოლონეთის მეორე უდიდეს ქალაქ კრაკოვში ხელისუფლებამ მოსახლეობას სილით სავსე ტომრების გამოყენება შესთავაზა, რათა წყალდიდობისგან საკუთარი სახლები დაეცვათ.

ჩეხეთში შაბათს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კაშხალი გაირღვა. გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ხლადიკმა ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონების მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ მზად იყვნენ თავიანთი სახლების დასატოვებლად.

ხლადიკის თქმით, მიწა წყლითაა გაჟღენთილი, ხოლო წვიმის წყალი ზედაპირზე რჩება, რაც მოულოდნელი წყალდიდობების რისკს ზრდის. ჩეხეთში წვიმები სამშაბათამდეა მოსალოდნელი.

ქვეყანაში ორი უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მატჩები, რომლებიც ამ შაბათ-კვირას იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

უკრაინული სარკინიგზო კომპანიის "უკრზალიზნიცას“ წარმომადგენლების ცნობით, პოლონეთსა და ჩეხეთში წყალდიდობების გამო უკრაინისკენ მიმავალი მატარებლის რამდენიმე რეისი გაუქმდა. უკრაინიდან პრაღისკენ მიმავალ მგზავრებს ურჩევენ, დაუკავშირდნენ ჩეხურ ან პოლონურ სარკინიგზო კომპანიებს, გაარკვიონ რეისების განრიგი და, საჭიროების შემთხვევაში, ღამის გასათევი მოძებნონ.

ოდესაში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა... ქუჩებში 48 ერთეული ტექნიკა და 95 გზის სამსახურის თანამშრომელი მორიგეობს.

  • რატომ აღმოჩნდა შტორმი ასეთი დამანგრეველი

შტორმმა "ბორისმა“ დიდი რაოდენობით ნალექი გამოიწვია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ყველაზე მეტი ნალექი ჩეხეთში დაფიქსირდა. ქვეყნის დასავლეთით, მთებში, ხუთშაბათიდან 288 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით სამი თვის ნორმას შეესაბამება.

შტორმის დამანგრეველი შედეგები ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება.

პირველი მიზეზი ისაა, რომ შტორმი თავისი მდებარეობის გამო ჩრდილოეთიდან უფრო ცივ ჰაერს იზიდავს, რომელიც შერეულია ხმელთაშუაზღვის თბილ და შავი ზღვის წყლებისგან წარმოქმნილ ტენიანობასთან.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ამავე ტერიტორიებზე დაბალი წნევის ზონა ნელა გადაადგილდება, ხოლო შტორმი ჩაკეტილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის მაღალი წნევის ზონებს შორის.

ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ბორისის“ მსგავსი შტორმები, დაახლოებით, 50 წელიწადში ერთხელ ხდება.

მსოფლიო ამინდის პროგნოზირების ქსელის დასკვნით, ევროპაში მსგავსი ტიპის წყალდიდობების შანსი და ინტენსივობა იზრდება კლიმატის დათბობის გამო.

წყარო