ღონისძიების ორგანიზება ადამიანებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მინიჭების ხელოვნებაა, რომელიც ყოველთვის რელევანტურობას, ინოვაციურობას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს. კორპორატიული საღამოები კომპანიებისთვის გარკვეული მიზნების მიღწევის შესაძლებლობაა, იქნება ეს გუნდის ინტეგრაცია, ახალი პროდუქტის პრომოცია თუ გაყიდვების ზრდა. შესაბამისად, ივენთკომპანიების ამოცანაა, საინტერესო და სახალისო გზებით დაეხმარონ დამკვეთს დასახული მიზნის მიღწევაში.
ივენთკომპანია RemBow , რომელსაც ღონისძიებების ორგანიზებაში თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, კომპანიებს სწორედ აღნიშნული ამოცანების შესრულებაში ეხმარება. თითოეული ღონისძიება - გალა ვახშამი, თიმბილდინგი, ნეთვორქინგი თუ თემატური საღამოები ორიენტირებულია შედეგებზე, რომელიც ორგანიზაციას განვითარებაში უწყობს ხელს.
Rembow-ს დამფუძნებლის ლევან მდინარაძის განმარტებით, კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ბევრ დეტალს მოიცავს:
„დამკვეთისგან კორპორატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღების შემდეგ ვიწყებთ ორგანიზაციის შიდა კულტურის, მათი თანამშრომლების ასაკის, საქმიანობის სფეროს, სავარაუდო ინტერესების გაცნობას. ვისახავთ მიზანს, თუ კონკრეტულად, რა პრობლემის მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი ღონისძიება და ამის მიხედვით ვმუშაობთ იდეებზე“, - განმარტავს ლევან მდინარაძე.
ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, იქნება ეს იდეების გაცვლა, დიზაინისა და კონცეფციის შექმნა, ლოგისტიკა თუ ფინანსები, ამიტომ თითოეული საღამოს ორგანიზებაზე მუშაობს Rembow-ს 10-12 სპეციალისტისგან შემდგარი გუნდი, რომელიც შედგება ტექნიკური, ფინანსური და ივენთ მენეჯერებისგან, დიზაინერებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებისგან.
ლევან მდინარაძე განმარტავს, რომ ღონისძიების ორგანიზებისას მნიშვნელოვანია, თითოეულ თანამშრომელს თავისი ფუნქცია ჰქონდეს და შეეძლოს გუნდთან ინტეგრაცია, რათა დადგენილ ვადებში, ორკესტრირებულად განხორციელდეს გეგმა. საინტერესოა, რომ RemBow-ს არცერთ თანამშრომელს წარსულში ივენთკომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, რაც როგორც ლევან მდინარაძე განმარტავს, მათ კლიშეებისა და ბაზარზე დამკვიდრებული შაბლონებისგან ათავისუფლებთ.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ღონისძიების კონცეფცია უნდა იყოს უნიკალური და არ უნდა მეორდებოდეს, მასზე მუშაობა ინოვაციურობასა და კარგ ზოგად ცოდნას მოითხოვს, რაც RemBow-ს დამფუძნებლის თქმით, საკუთარი საქმის სიყვარულთან ერთად საუკეთესო შედეგს იძლევა:
„ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე არის ის, რომ ვმუშაობთ ფოკუსირებულად, გვესმის ჩვენი დამკვეთების საჭიროებები და შეგვიძლია მათთვის რელევანტური პროდუქტის შეთავაზება, რის გამოც ჩვენი პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება. დაფუძნებიდან დღემდე დაახლოებით 300-ზე მეტ კომპანიას მოვემსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ პატარაა. ჩვენს დამკვეთებს შორის საერთაშორისო კომპანიებიც არიან: Binance, Midea, Wolt ,Canon და სხვა. მნიშვნელოვანია და მოტივაციას გვაძლევს, რომ ისინი ჩვენი პროდუქტით კმაყოფილები დარჩნენ. ღონისძიებას ყოველთვის ეტყობა, რომ ორგანიზატორებს მასთან ემოციური კავშირი აქვთ, ამ განწყობას მისი მონაწილეები აუცილებლად გრძნობენ, ვფიქრობ, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღებიც სწორედ ეს არის“.
როგორც RemBow-ს დამფუძნებელი ლევან მდინარაძე აღნიშნავს, გუნდი აქტიურად ადევნებს თვალს თანამედროვე ტენდენციებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს მოდა, საავტომობილო სფერო თუ სხვა და საინტერესო ელემენტებს ღონისძიებების ორგანიზებისას იყენებენ. RemBow თავადაც გამხდარა ტრენდის ავტორი.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება დახვეწილი და იდეალური იყოს, სწორედ ამიტომ RemBow აგრძელებს განვითარებას და უახლოეს მომავალში უცხოურ ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.
R