სერია A-ს მეოთხე ტურში "ნაპოლი“ "კალიარს" დაუპირისპირდა.
მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 0-4 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მორიგი წარმატებული თამაშში გამოდგა. ქართველმა შემტევმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ეს გოლი კვარაცხელიასთვის იტალიაში გატანილი 50-ე გოლი იყო.
მატჩის 66-ე წუთზე "კვარამ" ლუკაკუს გადაცემა გამოიყენა და გოლი გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე მან საგოლე გადაცემა გააკეთა და ლუკაკუს გაატანინა.