დღე მესამე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი კი თუ არა - მე და ჩემი გუნდი მივიტანთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ ვაპირებთ ამ 14 მილიარდის მოზიდვას თავისი მაგალითებით და კონკრეტული დასახელებებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"14 მილიარდი არის განათლების, რეგიონული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სისტემის, წარმოების, ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის. ეს 14 მილიარდი აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე ნაწილდება.
დღე მესამე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი კი თუ არა. მე და ჩემი გუნდი მივიტანთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ ვაპირებთ ამ 14 მილიარდის მოზიდვას თავისი მაგალითებით და კონკრეტული დასახელებებით. აბსოლუტურად ყველაფერი გამზადებული გვაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოდის და ხალხს ესაუბრება, ვალდებულია საზოგადოებას პასუხი გასცეს - მოდის დებატებზე თუ არა“, - განაცხადა ვაშაძემ.