მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელი ჩაჰკიდეს და ერთმანეთს აკოცეს" - რა ხდება ჯეილოსა და ბენ აფლეკს შორის: მედიაში ვარსკვლავების ახალი ფოტოები ვრცელდება - წყვილი კვლავ ერთად არის?
"ხელი ჩაჰკიდეს და ერთმანეთს აკოცეს" - რა ხდება ჯეილოსა და ბენ აფლეკს შორის: მედიაში ვარსკვლავების ახალი ფოტოები ვრცელდება - წყვილი კვლავ ერთად არის?

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი პა­პა­რა­ცებ­მა პირ­ვე­ლად გა­და­ი­ღეს ერ­თად გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ.

წყვი­ლი ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის სას­ტუმ­რო­ში ბრანჩზე მი­დი­ო­და. ბენი შვი­ლებ­თან ერ­თად იყო, მას თან ახ­ლდა 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი სე­რა­ფი­ნა, 12 წლის ვაჟი სა­მუ­ე­ლი, ჯე­ნი­ფე­რი კი 16 წლის ტყუ­პთან ერ­თად მი­ვი­და.

Page Six-თან წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ამ­ბობს, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბის შვი­ლე­ბი ცალ­კე მა­გი­დას­თან ის­ხდნენ, ხოლო 55 წლის ჯე­ნი­ფე­რი და 52 წლის ბენი არა მხო­ლოდ სა­უბ­რობ­დნენ, არა­მედ ერ­თმა­ნე­თის ხე­ლე­ბი ეჭი­რათ და ერ­თმა­ნეთს ჰკოც­ნინ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლო­პესს სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი ეკე­თა. თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ზო­გი­ერთ ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ისი­ნი ემო­ცი­უ­რად კა­მა­თო­ბენ, ჯერ სას­ტუმ­როს გა­რეთ, შემ­დეგ კი მან­ქა­ნა­ში.

  • ახლა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აინ­ტე­რე­სებთ, მარ­თლა დას­რულ­და თუ არა ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბილ წყვილს შო­რის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯე­ნი­ფერ­მა ბენ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს გა­ნა­ცხა­და.

ვარ­სკვლა­ვე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვთ: ისი­ნი 2002 წელს და­ი­ნიშ­ნენ, მაგ­რამ ნიშ­ნო­ბა გა­ა­უქ­მეს - რო­გორც მა­შინ თქვეს, მე­დი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბის გამო.

თით­ქმის 20 წლის შემ­დეგ, ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ აღად­გი­ნეს და 2022 წელს და­ქორ­წინ­დნენ. თა­ვი­დან მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რი ჩან­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ბენი მე­უღ­ლის გვერ­დით არა­სო­დეს იღი­მო­და. პა­პა­რა­ცე­ბი ასე­ვე პე­რი­ო­დუ­ლად იღებ­დნენ მე­უღ­ლე­ებს ჩხუ­ბის დროს. ცოტა ხნის წინ, ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ წყვი­ლი მალე გა­მო­ა­ცხა­დებ­და გან­ქორ­წი­ნე­ბას: და ასეც მოხ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ხელი ჩაჰკიდეს და ერთმანეთს აკოცეს" - რა ხდება ჯეილოსა და ბენ აფლეკს შორის: მედიაში ვარსკვლავების ახალი ფოტოები ვრცელდება - წყვილი კვლავ ერთად არის?

"ხელი ჩაჰკიდეს და ერთმანეთს აკოცეს" - რა ხდება ჯეილოსა და ბენ აფლეკს შორის: მედიაში ვარსკვლავების ახალი ფოტოები ვრცელდება - წყვილი კვლავ ერთად არის?

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს ერთად განქორწინების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

წყვილი ბევერლი ჰილზის სასტუმროში ბრანჩზე მიდიოდა. ბენი შვილებთან ერთად იყო, მას თან ახლდა 15 წლის ქალიშვილი სერაფინა, 12 წლის ვაჟი სამუელი, ჯენიფერი კი 16 წლის ტყუპთან ერთად მივიდა.

Page Six-თან წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ვარსკვლავების შვილები ცალკე მაგიდასთან ისხდნენ, ხოლო 55 წლის ჯენიფერი და 52 წლის ბენი არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ ერთმანეთის ხელები ეჭირათ და ერთმანეთს ჰკოცნინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლოპესს საქორწინო ბეჭედი ეკეთა. თუმცა, ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ ისინი ემოციურად კამათობენ, ჯერ სასტუმროს გარეთ, შემდეგ კი მანქანაში.

  • ახლა თაყვანისმცემლებს აინტერესებთ, მართლა დასრულდა თუ არა ყველაფერი ცნობილ წყვილს შორის. შეგახსენებთ, რომ ჯენიფერმა ბენთან განქორწინების შესახებ აგვისტოს ბოლოს განაცხადა.

ვარსკვლავების ურთიერთობას საინტერესო ისტორია აქვთ: ისინი 2002 წელს დაინიშნენ, მაგრამ ნიშნობა გააუქმეს - როგორც მაშინ თქვეს, მედიის ინტენსიური ყურადღების გამო.

თითქმის 20 წლის შემდეგ, ურთიერთობა ისევ აღადგინეს და 2022 წელს დაქორწინდნენ. თავიდან მათი ოჯახური ცხოვრება ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მოგვიანებით თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ ბენი მეუღლის გვერდით არასოდეს იღიმოდა. პაპარაცები ასევე პერიოდულად იღებდნენ მეუღლეებს ჩხუბის დროს. ცოტა ხნის წინ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ წყვილი მალე გამოაცხადებდა განქორწინებას: და ასეც მოხდა.