მერაბ დვალიშვილმა დღეს, 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
"ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ რა ღირს UFC-ის საჩემპიონო ქამარი. ფასი დაახლოებით 330 ათას დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.
ამასთანავე, დავინტერესდით, რამდენს გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი გამარჯვების შემდეგ. უცხოური მედია წერს, რომ დვალიშვილმა გამარჯვებით საბაზისო ხელფასი სავარაუდოდ 250 ათასი ამერიკული დოლარიდან 500 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.The sportster-ი წერს, რომ დვალიშვილი, სავარაუდოდ, აიღებს საბაზისო ხელფასს და დამატებით პრემიასაც...წაიკითხეთ ვრცლად