მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერსმუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მან საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა და ქამარი მოიპოვა.
ახალგაზრდულ ასაკში მან დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.
მერაბ დვალიშვილის წარსული
"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრაზა მერაბ დვალიშვილის კარიერულ გზას საუკეთესოდ აღწერს. ალბათ, აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს გმირების წარმოუდგენელი, თავგანწირული ბრძოლა დიადი მიზნებისთვის. მერაბის ისტორიაც ფილმის სცენარს ჰგავს.
2020 წელს მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა, UFC-ში მერაბის მე-5 ბრძოლის შემდეგ, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისმა ძმამ აქამდე მოსასვლელად ძნელი გზა გაიარა. მერაბმა მაშინ ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და 12 გდების შესრულებით სუპერმსუბუქ დივიზიონში რეკორდი დაამყარა... წაიკითხეთ ვრცლად