მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ ახლა უკვე მთავარი კითხვაა, ვინ იქნება მერაბის შემდეგი მეტოქე, ვისთანაც ქამრის დაცვა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ უმარი ლას ვეგასში იმყოფებოდა და შონისა და მერაბის ბრძოლას ესწრებოდა. მან ქართველს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მერაბი იმსახურებდა გამარჯვებას.
"გილოცავ, მერაბ! შენ ახლა ჩემპიონი ხარ. შენ დაიმსახურე ეს ქამარი, დატკბი. ჩვენი ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება", - წერს უმარი