საქართველოს UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს. ილია თოფურიას შემდეგ, ჩემპიონის ქამარი მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა.
ნახეთ მისი ემოციები გამარჯვების შემდეგ:
Merab Dvalishvili's raw emotions after beating Sean O'Malley#O Malley #UFC306 pic.twitter.com/ArMPukbddJ
— Saab (@fc_442) September 15, 2024
მერაბის ბრძოლისუნარიანობითა და გამძლეობით უცხოელი ფანები განსაკუთრებით აღფრთოვანებული არიან.
"დვალიშვილის ჭიდაობა და დაუნდობელი წნეხი მისი წარმატების მთავარი კომპონენტია"
"ეს ბიჭი გამარჯვებას და დიდ პატივისცმეას იმსახურებს"
"მერაბ დვალიშვილი არის დაუღლელი სპორტსმენი, მისი ენერგიის მსგავსს ვერსად ნახავთ, გამძლეობის არარეალური დონე აჩვენა"
"ეს მერაბის კარიერაში უმარტივესი მოგება იყო", - ვკითხულობთ ფანების შეფასებებს X-ზე.
Merab Dvalishvili's raw emotions after beating Sean O'Malley#O Malley #UFC306 pic.twitter.com/ArMPukbddJ
— Saab (@fc_442) September 15, 2024
33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა. დვალიშვილის ბრძოლა ქამრისთვის ლას ვეგასში, "სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარდა
გილოცავ საამაყო ერის შვილო! მერაბ თუ ღმერთი გწამს პოლიტიკას არ გაეკარო. ასე უყვარდე ერს, როგორც გაუსვრელი, ქართველი ვაჟკაცი!
უდიდესი ვაჟკაცი