მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე" - რა თქვა ივანიშვილმა გორში?
"მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე" - რა თქვა ივანიშვილმა გორში?

დღეს­დღე­ო­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­გან­გე­ბო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. ყვე­ლა­ფე­რი უკან დაგ­ვრჩე­ბა, თუ გარე დაკ­ვე­თით მოქ­მედ აგენ­ტუ­რას, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ქვეყ­ნის არე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ და მშვი­დო­ბას ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გორ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „დღეს ოპო­ზი­ცია ეწო­დე­ბა ომის პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა­ზეა ხე­ლის მომ­წე­რი, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი“.

"მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი კუ­თხის, შიდა ქარ­თლის შვი­ლებს! მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შუ­ა­გულ­ში კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნებთ ყვე­ლას ჩვენს ერ­თად დგო­მას, სიძ­ლი­ე­რეს და სიმ­რავ­ლეს.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის დღე­ვან­დელ დღემ­დე მო­ტა­ნა­ში თი­თო­ე­ულ კუ­თხეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ქარ­თლი კი ყო­ველ­თვის ყვე­ლა კუ­თხის, ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­კვრე­ლი იყო და მუ­დამ მტკი­ცედ იდგა სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. 3000-წლო­ვა­ნი უფ­ლის­ცი­ხე, ყინ­წვი­სი, ატე­ნის სი­ო­ნი, წი­ნაპ­რე­ბის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი კი­დევ უამ­რა­ვი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოდ შეგ­ვახ­სე­ნებს, თუ რამ­დე­ნი რამ შეს­ძი­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას ამ ულა­მა­ზეს­მა კუ­თხემ. მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა და ბრძო­ლა ქარ­თლე­ლი კა­ცის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო, რა­მაც მტკი­ცე ხა­სი­ა­თი ჩა­მო­გი­ყა­ლი­ბათ, ძნელ­ბე­დო­ბი­სად­მი შე­გუ­ე­ბის უფ­ლე­ბა არ მოგ­ცათ და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­ტა­რე­ბი­ნათ.

12 წლის წინ, თქვენ წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, მე დაგ­პირ­დით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შეც­ვლი­და და ეს და­პი­რე­ბა შე­ვას­რუ­ლეთ. შე­მო­ვი­ღეთ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ზარ­დეთ პენ­სია და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი, ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა დაძ­ლია სი­ღა­რი­ბე. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ გამ­ყო­ფი ხა­ზის პი­რას მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი დევ­ნი­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მათ­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და მოქ­მე­დებს რამ­დენ­ჯერ­მე გაზ­რდი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა და შე­ღა­ვა­თე­ბის პა­კე­ტი.

2012 წელს ჩვენ ვა­ცხა­დებ­დით, რომ ძლი­ე­რი სო­ფე­ლი ძლი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ფუძ­ვე­ლია და დაგ­პირ­დით, რომ ქარ­თუ­ლი სოფ­ლის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის მი­ლი­არ­დი­ან ფონდს შევ­ქმნი­დით. ამ და­პი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სოფ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა. შე­დე­გად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­მოშ­ვე­ბა გა­ორ­მაგ­და; შე­იქ­მნა 420 ახა­ლი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო და შემ­ნახ­ვე­ლი ობი­ექ­ტი; 23 ათას ჰექ­ტარ­ზე გა­შენ­და მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი; 70 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და ვე­ნა­ხე­ბის ფარ­თო­ბე­ბი და 5-ჯერ გა­ი­ზარ­და ყუ­რძნის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, 4-ჯერ გა­ი­ზარ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­მაც ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი გა­აქ­რო და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ მო­ი­ძია, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და­ვაბ­რუ­ნეთ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ახა­ლი ბაზ­რე­ბიც ავით­ვი­სეთ. დღეს ევ­რო­კავ­შირ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ჩი­ნეთ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ხილი და მრა­ვა­ლი სხვა აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი.

12 წლის წინ, თქვენ წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას ხაზ­გას­მით ვთქვი, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო, თუმ­ცა, მე­ზობ­ლებს ვერ ავარ­ჩევ­დით და ამი­ტომ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სეთ­თან პრინ­ცი­პუ­ლი, მაგ­რამ კო­რექ­ტუ­ლი პო­ზი­ცია უნდა დაგ­ვე­ჭი­რა! მე დაგ­პირ­დით, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის და დღეს თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, აღ­დგე­ნილ­მა სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნა აქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს კი იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, სწო­რედ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­პო­ვა ევ­რო­პას­თან უვი­ზოდ მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, გა­ა­ფორ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა და მი­ი­ღო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არა უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბით, არა­მედ ღირ­სე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით აგ­რძე­ლებს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს!

კარ­გად ვი­ცით, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კი­დევ ბევ­რი სა­კი­თხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და მიღ­წე­ულ­ზე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა მუდ­მი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა.

თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­გან­გე­ბო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. ყვე­ლა­ფე­რი უკან დაგ­ვრჩე­ბა, თუ გარე დაკ­ვე­თით მოქ­მედ აგენ­ტუ­რას, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ქვეყ­ნის არე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ და მშვი­დო­ბას ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. დღეს ოპო­ზი­ცია ეწო­დე­ბა ომის პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა­ზეა ხე­ლის მომ­წე­რი, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში, ჩვენს გუნდს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მყა­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს და ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბას წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა. თუმ­ცა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არა უბ­რა­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა, არა­მედ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბაა. ეს არ არის ჩვე­ნი ახი­რე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სწო­რედ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა შექ­მნის ყვე­ლა­ზე მყარ გრძელ­ვა­დი­ან გა­რან­ტი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გან­მარ­ტა რის­თვის სჭირ­დე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

„პირ­ველ რიგ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ვა­ჯან­სა­ღოთ. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნის მარ­თვის­თვის ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი იბ­რძოდ­ნენ და ისი­ნი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ანაც­ვლებ­დნენ. ვიდ­რე ოპო­ზი­ცია დამ­ნა­შა­ვე­თა ერ­თი­ა­ნო­ბას ეწო­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა ვე­რა­სო­დეს ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

დღეს ჩვენ გორ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც 1000 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რე­ბის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს სიმ­ბო­ლოდ მტკი­ცედ დგას! ქარ­თვე­ლე­ბის ენით აღუ­წე­რე­ლი გმი­რო­ბის კი­დევ ერთი, გა­სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია სწო­რედ აქ, სო­ფელ შინ­დის­თან და­ი­წე­რა, ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, თუ რო­გო­რი თავ­და­დე­ბით შე­უძ­ლია ქარ­თველს სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს დაც­ვა! ეს ქა­ლა­ქი და მთლი­ა­ნად, შიდა ქარ­თლი 2008 წლის ომის ქარ­ტე­ხი­ლის მომსწრეა. დღე­საც, 12 წლის შემ­დეგ, კვლავ აქ ვდგა­ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, ისევ იმ გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გებ­ზე მი­წევს ლა­პა­რა­კი, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და­ა­ტე­ხა თავს. იმ ავ­ბე­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი­დან უკვე 16 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა, მა­შინ მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ჯერ კი­დევ ვერ მო­ი­შუ­შა. თქვენ სა­კუ­თარ თავ­ზე ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­მოს­ცა­დეთ, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღა­ლატ­მა - ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცია, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლად ქცე­უ­ლი ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და ასო­ბით ქარ­თვე­ლის შე­წი­რუ­ლი სი­ცო­ცხლე - ეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბაა.

სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ძა­ლას, რო­მე­ლიც დღე­საც ქვე­ყა­ნას ომის­კენ ექა­ჩე­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არ უნდა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ჩვენ და­ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მისი სა­ტე­ლი­ტი მემ­კვიდ­რე პარ­ტი­ე­ბი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უმ­კაც­რე­სად უნდა გა­სა­მარ­თლდნენ ყვე­ლა იმ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მათ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­ი­დი­ნეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 2008 წელს ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი ღა­ლა­ტის­თვის;

მე­ო­რე: ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­ვად­გი­ნეთ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“, რო­მელ­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ისე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რო­გორც ყვე­ლა სხვა ეროვ­ნულ წა­მო­წყე­ბას. ქარ­თვე­ლი კა­ცის მო­რა­ლი დღეს ოპო­ზი­ცი­ი­სა და მისი მფარ­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენს. მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­შინ ხდე­ბა უსი­ტყვოდ მორ­ჩი­ლი, რო­დე­საც სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე, ის­ტო­რი­ა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ამ­ბობს უარს! სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის სურ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად ავ­სა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და რო­გორც ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ისე არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სებს უმაღ­ლეს, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ რან­გში და­ვი­ცავთ;

მე­სა­მე: სა­ქარ­თვე­ლო და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლი ცნე­ბე­ბია. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სამ­შობ­ლო­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის და­სა­ცა­ვად დაღ­ვრი­ლი სის­ხლით წერ­დნენ ის­ტო­რი­ას, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უნარ­ჩუ­ნებ­დნენ იმ ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბა შე­მო­უ­ნა­ხა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, მა­მულ­თან და ენას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი საყ­რდე­ნია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ მოფრ­თხი­ლე­ბა­სა და დაც­ვას სა­ჭი­რო­ებს. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა თუ გარე მტრე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე სწო­რედ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­აა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, მი­ვი­ღებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონს, რომ­ლი­თაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის საყ­რდე­ნად გა­მო­ცხად­დე­ბა;

მე­ო­თხე: ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბაა! ჩვე­ნი ქვეყ­ნის გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. ამ ფონ­ზე, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით აღ­სად­გე­ნად ნი­ა­და­გი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მომ­წიფ­დეს, რის­თვი­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შე­უქ­მნის დაბ­რკო­ლე­ბას. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას წინ ვე­რა­ვინ აღუდ­გეს, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მყა­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა უნდა მო­ი­პო­ვოს.

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს ჩემს წინა გა­მოს­ვლებ­შიც არა­ერ­თხელ შე­ვე­ხე, თუმ­ცა, მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის შე­მო­ვი­ნა­ხე. ცხა­დია, ჩვე­ნი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა არ არის. მე­ტიც, არ­ცერთ გოჯ მი­წას არა­ვი­თა­რი ფასი არა აქვს იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ ჩვე­ნი ოსი დე­ბი­სა და ძმე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა. მთა­ვა­რი იდეა იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნაა, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ადუ­ღა­ბებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას.

2012 წელს, რო­დე­საც თქვენ­თან ერ­თად ვემ­ზა­დე­ბო­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, თქვენ წი­ნა­შე, ამ ქა­ლაქ­ში ვრცლად ვი­სა­უბ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომის შე­სა­ხებ და მინ­და, ჩემი 12 წლის წი­ნან­დე­ლი გა­მოს­ვლი­დან მცი­რე ამო­ნა­რი­დი გა­ვიხ­სე­ნო. 2012 წლის 15 ივ­ლისს მე გი­თხა­რით შემ­დე­გი:

„გუ­ლით თუ გვინ­და, რომ ამ ჭრი­ლო­ბამ, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, პირი შე­იკ­რას, ჯერ ჩვენ შევ­კრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერ­თად მოვ­ნა­ხავთ ძა­ლას და შევ­ძლებთ პა­ტი­ე­ბას. ჩვენ შევ­ძლებთ არა­მარ­ტო პა­ტი­ე­ბას, ჩვენ ჩვე­ნი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის და მო­ნა­ნი­ე­ბის ძა­ლაც შეგ­ვწევს. ჩვენ ქარ­თველ დე­დებს კი­დევ ერთხელ მო­ვუხ­დით ბო­დიშს, ჩვენ „ვე­ფხი­სა და მოყ­მის“ შემ­ქმნე­ლი ხალ­ხი ვართ, ჩვენ სამ­ძი­მარს ვე­ტყვით ოს დე­დებს, და­ვეხ­მა­რე­ბით მათ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი შვი­ლე­ბის მო­ძებ­ნა­ში, ჩა­ვა­ტა­რებთ სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას, გა­მო­ვას­წო­რებთ რისი გა­მოს­წო­რე­ბაც ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია. მო­მა­ვალ­შიც, ჩვენ მხო­ლოდ გზას და­ვუ­ლო­ცავთ ქარ­თულ-ოსურ ოჯახს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო აქ, ამ მხა­რე­ში. ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­მა და ოსებ­მა, ერ­თად უნდა შევ­ძლოთ ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, რად­გან ამ­დე­ნი რამ გვა­კავ­ში­რებს და გვა­ახ­ლო­ებს ერ­თმა­ნეთ­თან. ჩვენ გა­მოვ­ნა­ხავთ მი­სად­გომს ჩვენს დებ­თან და ძმებ­თან, ოსებ­თან. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვად­გენთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას“.

თქვენ წი­ნა­შე ამ სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმის შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და. სწო­რედ ეს დრო დაგ­ვჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­მოგ­ვერ­კვია ყვე­ლა­ფე­რი და 2008 წლის ტრა­გე­დი­ი­სათ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა მიგ­ვე­ცა. დღეს უკვე ხმა­მაღ­ლა, ყო­ველ­გვა­რი მო­რი­დე­ბის გა­რე­შე ვსა­უბ­რობთ ომის გამ­ჩა­ღე­ბელ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, რა­მე­თუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის უამ­რა­ვი სამ­ტკი­ცი. ჩვენ კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო გა­რე­დან კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია ქარ­თვე­ლი და ოსი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის გახ­ლე­ჩა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბო­ბა იყო. არ­სე­ბო­ბა და არა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებ­მა მიზ­ნად სწო­რედ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შექ­მნა და­ი­სა­ხეს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა პას­პორ­ტით ქარ­თველ­მა, საზ­რი­სით და სუ­ლით კი უსამ­შობ­ლო აგენ­ტუ­რამ.

დღეს ჩვენ კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი არ ყო­ფი­ლა არც ქარ­თვე­ლი და არც ოსი ხალ­ხის სურ­ვი­ლი. ამი­ტომ, რო­დე­საც ძმა­თა შო­რის სის­ხლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის დამ­კვე­თებს ვამ­ხელთ, ხოლო შემ­სრუ­ლებ­ლებს ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვად ვა­გე­ბი­ნებთ პა­სუხს, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ქარ­თუ­ლი ნი­უნ­ბერ­გის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მალე ჩა­ტარ­დე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ჩვე­ნი შე­რი­გე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის ერთ-ერთი ღირ­სე­ბა ყო­ველ­თვის იყო რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბის უნა­რი, რო­გო­რი მწა­რეც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის. სა­ქარ­თვე­ლო­ში 12-წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბის ფონ­ზე, კი­დევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწო­რედ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა, ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ძმო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის გახ­სე­ნე­ბა იქ­ნე­ბა იმ გზის და­სა­წყი­სი, რო­მე­ლიც გამ­ყო­ფი ხა­ზის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ნდო­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვილს გა­უ­ჩენს.

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, რო­დე­საც ომის გამ­ჩა­ღებ­ლე­ბი გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან, რო­დე­საც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ქარ­თულ-ოსუ­რი ძმო­ბი­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვის­თვის უმ­კაც­რეს სა­მარ­თლებ­რივ პა­სუხს მი­ი­ღებს, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ძებ­ნით სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლას, რათა ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დოთ იმის გამო, რომ და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ღა­ლა­ტე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ 2008 წელს ცე­ცხლის ალში გახ­ვია ჩვე­ნი ოსი დები და ძმე­ბი. და რად­გან ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ოსე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ქვა­კუ­თხე­დი სწო­რედ შენ­დო­ბაა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის მიერ ჩვე­ნი ხალ­ხე­ბი­სათ­ვის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ძმა­თამ­კვლე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა სწო­რედ რომ ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბით და გულ­წრფე­ლი შე­რი­გე­ბით დას­რულ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გულ­ში მცხოვ­რე­ბო ჩემო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, 26 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთხელ უნდა მო­ვი­ხა­დოთ ვალი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი არა წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბა და ომი, არა­მედ მო­მავ­ლის შე­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა!

მხო­ლოდ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი და­წყე­ბუ­ლი გზა ოს ხალ­ხთან შე­რი­გე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ და ყვე­ლა ერ­თად გავ­ხდეთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი - მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბით. გა­უ­მარ­ჯოს ქარ­თლე­ლებს! გა­უ­მარ­ჯოს ჩვენს ოს დებ­სა და ძმებს! გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს!“ - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე" - რა თქვა ივანიშვილმა გორში?

"მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე" - რა თქვა ივანიშვილმა გორში?

დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ,, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული“.

"მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს! მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის, ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე. 3000-წლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს, თუ რამდენი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართლელი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ, ძნელბედობისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ.

12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი.

2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დაგპირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნიდით. ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა; შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი; 23 ათას ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები; 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი.

12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!

კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება.

თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში, ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საზოგადოებასთან შეხვედრისას განმარტა რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა - ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.

საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის;

მეორე: ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;

მესამე: საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება;

მეოთხე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.

2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე, ამ ქალაქში ვრცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა, ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წლის 15 ივლისს მე გითხარით შემდეგი:

„გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოსდაბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არამარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც, ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“.

თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.

დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.

საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა!

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები - მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით. გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ნახეთ ვიდეო