ავტორი:

"კბენიდან დაახლოებით ორ წუთში დამძიმდა... ახლა კომაშია" - ახალციხეში კაცს ბზიკის ნაკბენის გამო მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა

"კბენიდან დაახლოებით ორ წუთში დამძიმდა... ახლა კომაშია" - ახალციხეში კაცს ბზიკის ნაკბენის გამო მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა

ახალციხეში, ბზიკის ნაკბენის გამო 55 წლამდე კაცს მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

დაშავებული კლინიკა „იმედშია“ გადაყვანილი. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ძალიან ალერგიულია. ხორცს ჭრიდა როცა ბზიკმა უკბინა. კბენიდან დაახლოებით ორ წუთში დამძიმდა. ახლა კომაშია, რეანიმაციაში წევს. სასწრაფო მალევე მოვიდა. მათ უშველეს, თორემ უკვე ძალიან მძიმედ იყო“,–ამბობს დაშავებულის ახლობელი