სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის არ ეშინიათ და პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!" - ბექა ოდიშარია
"ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის არ ეშინიათ და პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!" - ბექა ოდიშარია

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თვი­თონ გა­ე­მიჯ­ნა ქარ­თველ ხალ­ხს. ოლიმ­პი­ე­ლე­ბი ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რომ არის, ამას ვერ ხვდე­ბა ვერც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ვერც კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სარ­ჩევ­ნო სიის წევ­რე­ბის, გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი­სა და ლაშა ბე­ქა­უ­რის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ემიჯ­ნე­ბი­ან.

  • ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რომ პარ­ტი­ის წევ­რებს პოს­ტე­ბი და­ა­წე­რი­ნონ, ოდი­შა­რია პა­სუ­ხობს - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა შუ­ა­შია“?!

"ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­წე­რილ პოს­ტებს კი­თხუ­ლო­ბენ, კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მო­ი­კი­თხეთ, ლაშა ბე­ქა­ურს და გენო პეტ­რი­აშ­ვილს მა­მა­ლი მგლის და ლო­მის არ ეში­ნი­ათ და რო­მელ პოსტს წა­ი­კი­თხა­ვენ, ვინ­მეს და­ვა­ლე­ბით? ძა­ლი­ან ცდე­ბით, რომ ასე უყუ­რებთ არა მხო­ლოდ თქვენ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც ამ გმირ ადა­მი­ა­ნებს, ეს ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით შევ­ლენ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ქმე­დე­ბე­ბით ამ უკა­ნას­კნე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ტო­რი­ა­ში რო­გორ შევა და რა გვა­რად, ამა­საც ვნა­ხავთ. შე­იძ­ლე­ბა მე ვერ მო­ვეს­წრო, მაგ­რამ ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. ის არ იქ­ნე­ბა და ვერც იქ­ნე­ბა იმ მწვერ­ვალ­ზე, სა­დაც იქ­ნე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ლაშა ბე­ქა­უ­რი, ტა­ლა­ხა­ძე და სხვა ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას­თან, ზო­გა­დად გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან და მზად არი­ან, ისევ და­უდ­გნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, არამ­ხო­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ქარ­თველ ხალ­ხს.

მათ­თვის სუ­ლერ­თია, ეს იქ­ნე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუ მათ შო­რის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ისი­ნი კი­დევ უფრო სი­მაღ­ლი­დან უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უყ­ვართ, ისი­ნი არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის, ოქ­როს მედ­ლე­ბის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბის გამო ას­პა­რე­ზო­ბენ, არა­მედ მათ შო­რის, იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ე­ხა­რე­ბი­ნათ. ხომ უნდა იყო პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც იმას მო­ა­ხერ­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნიც ვართ, ბოლო კა­ცამ­დე ყვე­ლას უყ­ვარ­დეს, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს და შენ ასე მოგ­მარ­თონ. სხვა­თა შო­რის, აქ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ ყო­ფი­ლა, აქ იყო ხის­ტი პო­ზი­ცია, სი­მარ­თლე, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე აქე­დან­ვე უნდა შე­ეჩ­ვი­ოს, რად­გან ბევ­რი წელი ამის მოს­მე­ნა მო­უ­წევს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის წევ­რმა ლაშა ბე­ქა­ურ­მა პრე­ზი­დენ­ტის მიერ ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის „პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ემიჯ­ნე­ბა“. ბე­ქა­უ­რის თქმით, მის „სამ­შობ­ლოს უნდა ჰყავ­დეს უფრო ღირ­სე­უ­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი“.

პო­ზი­ცია პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ კი­დევ ერ­თმა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს პეტ­რი­აშ­ვი­ლიც ემიჯ­ნე­ბა და აცხა­დებს, რომ „სამ­შობ­ლოს ღირ­სე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის არ ეშინიათ და პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!" - ბექა ოდიშარია

"ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის არ ეშინიათ და პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!" - ბექა ოდიშარია

"სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაემიჯნა ქართველ ხალხს. ოლიმპიელები ამ საზოგადოების ნაწილი რომ არის, ამას ვერ ხვდება ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც კოლექტიური "ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოლიმპიური ჩემპიონებისა და „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიის წევრების, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ბექაურის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ისინი პრეზიდენტის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან.

  • ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს მმართველი გუნდის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რომ პარტიის წევრებს პოსტები დააწერინონ, ოდიშარია პასუხობს - „ქართული ოცნება“ რა შუაშია“?!

"ასეთი ადამიანები, ვინც დაწერილ პოსტებს კითხულობენ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიკითხეთ, ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ და რომელ პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით? ძალიან ცდებით, რომ ასე უყურებთ არა მხოლოდ თქვენ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტიც ამ გმირ ადამიანებს, ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ. სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ისტორიაში როგორ შევა და რა გვარად, ამასაც ვნახავთ. შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან ადვილია. ის არ იქნება და ვერც იქნება იმ მწვერვალზე, სადაც იქნება გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, ტალახაძე და სხვა ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები, რომლებიც ამ ქვეყნის წარმატებასთან, ზოგადად გამარჯვებასთან ასოცირდებიან და მზად არიან, ისევ დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას, არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ქართველ ხალხს.

მათთვის სულერთია, ეს იქნება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, თუ მათ შორის ადამიანი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ისინი კიდევ უფრო სიმაღლიდან უყურებენ ამ ყველაფერს, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ქართველი ხალხი უყვართ, ისინი არამხოლოდ საკუთარი წარმატებების, ოქროს მედლების და ოლიმპიური ჩემპიონობის გამო ასპარეზობენ, არამედ მათ შორის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი გაეხარებინათ. ხომ უნდა იყო პრეზიდენტი, რომელიც იმას მოახერხებ, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენი მილიონიც ვართ, ბოლო კაცამდე ყველას უყვარდეს, ყველა გულშემატკივრობდეს და შენ ასე მოგმართონ. სხვათა შორის, აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა, აქ იყო ხისტი პოზიცია, სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს, რადგან ბევრი წელი ამის მოსმენა მოუწევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის „პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება“. ბექაურის თქმით, მის „სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“.

პოზიცია პრეზიდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმაც დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს პეტრიაშვილიც ემიჯნება და აცხადებს, რომ „სამშობლოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება“.

წაიკითხეთ ასევე: