მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს... 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება
"ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს...  6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება

პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­და. მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ერთი კუ­თხე სავ­სეა მედ­ლე­ბი­თა და სი­გე­ლე­ბით. მა­რი­ნე 18-გზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია, 17-ჯერ კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ამ­ჯე­რად მოლ­და­ვეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იყო ჩა­სუ­ლი და +70 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში იას­პა­რა­ზე. მისი წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი კი­დევ ერთხელ გაჟ­ღერ­და. გო­გო­ნა ამა­ყად იდგა კვარ­ცხლბეკ­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებ­და.

მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე წლე­ბია, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და ის ორი­ვე ხე­ლით ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზობს. ამ­ბობს, რომ ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი იშ­რო­მა. ამ საქ­მემ იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა, რომ მწვრთნე­ლის პრო­ფე­სი­ა­საც და­ე­უფ­ლა, სერ­ტი­ფი­კა­ტი აიღო და სხვა ბავ­შვებ­საც უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. უხა­რია მათი სი­ხა­რუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს სხვე­ბის მიღ­წე­ვებ­ზეც. არას­დროს ავი­წყდე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ. მა­რი­ნე აჭა­რა­ში, ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და. ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და მისი ორი დაც, თუმ­ცა მის­გან მო­შო­რე­ბით, ქუ­თა­ის­ში და დებ­მა ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვთა სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნეს.

სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბა­თუ­მის ბავ­შვთა სახ­ლში, მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გოჩა შა­ვა­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის შემ­დეგ გო­გო­ნას სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­უჩ­ნდა.

მა­რი­ნე ფუტ­კა­რა­ძე:

- პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბით დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში. კი­დევ ერთხელ მო­ვი­პო­ვე ოქ­როს მე­და­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ. არა­და, ამ სპორ­ტით სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და­ვინ­ტე­რეს­დი. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა მი­მიყ­ვა­ნეს მა­ხინ­ჯა­უ­რის ბავ­შვთა სახ­ლში და იქ დამ­ტო­ვეს, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, მა­ხინ­ჯა­უ­რი­დან ბა­თუ­მის ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­მიყ­ვა­ნეს. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის არა­ვის მო­უ­კი­თხავს. სმე­ნა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მქონ­და. ერთხელ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა, რად­გან ყურ­ში არ მეს­მო­და. მა­შინ გა­დავ­რჩი. ბავ­შვთა სახ­ლის პე­და­გოგ­მა, ჩემ­მა აღ­მზრდელ­მა გი­უ­ლი თავ­ბე­რი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სმე­ნის პრობ­ლე­მა მქონ­და. სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს და აპა­რა­ტიც მა­ჩუ­ქეს. ახ­ლაც მახ­სოვს ის რე­აქ­ცია, რაც მა­შინ მქონ­და. მა­ნამ­დე არა­ფე­რი მეს­მო­და, აპა­რატს რომ ვი­კე­თებ­დი, უკვე რა­ღაც ხმე­ბი "მო­დი­ო­და". ამით შან­სი მო­მე­ცა, ლა­პა­რა­კი მეს­წავ­ლა. ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გია ვერ­ძა­ძე მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, ბავ­შვებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა რომ მიგ­ვე­ღო. ჩვენ გვერ­დით ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და მად­ლი­ე­რი ვარ მათი. მა­ნამ­დე ლა­პა­რა­კიც კი არ ვი­ცო­დი, შემ­დეგ და­ვი­წყე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლია. მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და რო­გორც ბავ­შვთა სახ­ლში, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში: ბა­თუ­მის მე-20 სკო­ლა და­ვამ­თავ­რე.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით მკლავ­ჭი­დით?

- ბავ­შვთა სახ­ლში ვი­ღაც კაცი მო­ვი­და მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლე­ბიც. მა­გი­და გა­შა­ლეს და მკლა­ვის გა­და­წე­ვა­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, 14 წლის. მი­ვე­დი, მეც გა­დავ­წევ-მეთ­ქი და ყვე­ლას მო­ვუ­გე. მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა წა­მიყ­ვა­ნა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც უფა­სო იყო დარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი. სწო­რედ იქ გა­მაც­ნო აჭა­რის მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის მწვრთნე­ლი თე­მურ ლი­პარ­ტიშ­ვი­ლი. მას ჩა­ა­ბა­რა ჩემი თავი. ვი­ვარ­ჯი­შე, მო­ვემ­ზა­დე. მახ­სოვს ბი­ჭე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ და მარ­ტო მე რომ ვი­ყა­ვი გოგო, მრცხვე­ნო­და. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე. ახ­ლაც მახ­სოვს ის ემო­ცი­ე­ბი. მე­ში­ნო­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. იმის მერე 18 წლამ­დე ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ მი­მი­ღია, რად­გან სა­ნამ არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, ბავ­შვთა სახ­ლი­დან ჩემი გაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

მხო­ლოდ ვვარ­ჯი­შობ­დი ხოლ­მე. 18 წლის რომ გავ­ხდი, რო­გორც წესი, ბავ­შვთა სახ­ლი უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. სრულ­წლო­ვა­ნი რომ გახ­დე­ბო­დი, მო­ძებ­ნიდ­ნენ შენს ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს და შვი­ლებს ხელ­წე­რი­ლით ატან­დნენ. მე რომ 18-ის გავ­ხდი, მა­შინ მო­ძებ­ნეს მა­მა­ჩე­მიც. ის მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იქ ვერ გავ­ჩერ­დი, ვერ შე­ვე­გუე უცხო გა­რე­მოს. ამი­ტომ ისევ უკან, ბავ­შვთა სახ­ლში დავ­ბრუნ­დი. დი­რექ­ტორს ვთხო­ვე, - კი­დევ დავ­რჩე­ბი, სა­ნამ სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ-მეთ­ქი. წა­სას­ვლე­ლი მარ­თლა არ­სად მქონ­და. შე­მი­ფა­რეს. დი­რექ­ტორს რომ არ შეჰ­ქმნო­და პრობ­ლე­მა, ვუ­თხა­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მა­ფორ­მოთ, მე და­გეხ­მა­რე­ბით და­ლა­გე­ბა­ში, სხვა საქ­მე­ებ­ში და ღა­მეს აქ გა­ვა­თე­ნებ-მეთ­ქი. და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ხომ უნდა მქო­ნო­და?! 21 წლი­სამ და­ვამ­თავ­რე სა­ჯა­რო სკო­ლა. ორი წელი და­მე­კარ­გა, რად­გან მა­ნამ­დე სმე­ნის აპა­რა­ტი არ მქონ­და და ვერ ვსწავ­ლობ­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ბავ­შვთა სახ­ლი­დან.

- მშობ­ლებს მერე აღარ უც­დი­ათ თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბა?

- ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. მერე გა­ვი­გე, რომ მყავს ორი და, ისი­ნი ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­დნენ. ახლა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩვენ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს. ისი­ნი ყრუ-მუნ­ჯე­ბი არი­ან. ახლა ჩემს დის­შვილს, 16 წლის ბი­ჭ­საც ვამ­ზა­დებ მკლავ­ჭი­დის ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის... ჯერ აჭა­რის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი მკლავ­ჭიდ­ში, მერე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, იმა­ვე წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. ან­ტა­ლი­ა­ში ჩა­ტარ­და მა­შინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და 55 კი­ლომ­დე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში 16 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბის ნაკ­რებ­ში 24 ქვეყ­ნის მკლავ­ჭი­დე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რო­მელ­საც სი­ტყვე­ბით ვე­რას­დროს აღვწერ. ამ მიღ­წე­ვებ­მა დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მწვრთნელს, თე­მურ ლი­პარ­ტიშ­ვილს. რომ არა ის, არ ვიცი, ჩემი ცხოვ­რე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და. ექ­ვსი წელი ვაგ­რო­ვებ­დი ბი­ნის­თვის ფულს, რად­გან მინ­დო­და ჩემი ჭერი მქო­ნო­და. მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა 100 ლარი მქონ­და, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პენ­სი­აც 100 ლარი იყო. სპორ­ტში რომ გა­ვი­მარ­ჯვე, პრე­მი­ე­ბი ჩა­მი­რი­ცხეს და ასე შე­ვაგ­რო­ვე 5.000 დო­ლა­რი. ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მომ­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნაც. უფა­სოდ, თა­ვის სახ­ლში შე­მიშ­ვა, ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი მქონ­და და იქ ვცხოვ­რობ­დი. 6 წელი მარ­თლა ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, ბევ­რჯერ გავ­ხდი ჩემ­პი­ო­ნი, ასე ვა­მა­ტებ­დი ყვე­ლა თან­ხას ერ­თმა­ნეთს, რომ ჩემი ოც­ნე­ბის­თვის მი­მეღ­წია. ბა­თუმ­ში ჯერ შავი კარ­კა­სი ვი­ყი­დე, მერე ნელ-ნელა რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე და ახლა ჩემი ბინა მაქვს და ბედ­ნი­ე­რი ვარ. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ თე­მურს გვერ­დში დგო­მის­თვის. ჩემი ბინა რომ მო­ვა­წყვე, მერე წა­მო­ვე­დი მისი სახ­ლი­დან....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს... 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება

"ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს...  6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს" - მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონის მძიმე ბავშვობა და დიდი წარმატება

პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. მისი საცხოვრებელი ბინის ერთი კუთხე სავსეა მედლებითა და სიგელებით. მარინე 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზე. მისი წყალობით საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გაჟღერდა. გოგონა ამაყად იდგა კვარცხლბეკზე, სადაც ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა ფრიალებდა.

მარინე ფუტკარაძე წლებია, სპორტის ამ სახეობაშია ჩართული და ის ორივე ხელით ერთნაირი წარმატებით ასპარეზობს. ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მწვრთნელის პროფესიასაც დაეუფლა, სერტიფიკატი აიღო და სხვა ბავშვებსაც უსასყიდლოდ ეხმარება მიზნის მიღწევაში. უხარია მათი სიხარული და აღტაცებით საუბრობს სხვების მიღწევებზეც. არასდროს ავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარნენ. მარინე აჭარაში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა მისი ორი დაც, თუმცა მისგან მოშორებით, ქუთაისში და დებმა ერთმანეთი ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ გაიცნეს.

სმენის პრობლემების მქონე მარინე ფუტკარაძის შესაძლებლობები ბათუმის ბავშვთა სახლში, მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღმოაჩინა და ამის შემდეგ გოგონას სხვა ინტერესები გაუჩნდა.

მარინე ფუტკარაძე:

- პარაოლიმპიელები ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ოქროს მედალი. ბედნიერი ვარ. არადა, ამ სპორტით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა. სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები "მოდიოდა". ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე გაკვეთილებზე სიარულია. მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა როგორც ბავშვთა სახლში, ასევე საჯარო სკოლაში: ბათუმის მე-20 სკოლა დავამთავრე.

- როდის დაინტერესდით მკლავჭიდით?

- ბავშვთა სახლში ვიღაც კაცი მოვიდა მკლავჭიდის ფედერაციიდან, მასთან ერთად იყვნენ ამერიკელებიც. მაგიდა გაშალეს და მკლავის გადაწევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბავშვი ვიყავი, 14 წლის. მივედი, მეც გადავწევ-მეთქი და ყველას მოვუგე. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა წამიყვანა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც უფასო იყო დარბაზში სიარული. სწორედ იქ გამაცნო აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი თემურ ლიპარტიშვილი. მას ჩააბარა ჩემი თავი. ვივარჯიშე, მოვემზადე. მახსოვს ბიჭები ბევრნი იყვნენ და მარტო მე რომ ვიყავი გოგო, მრცხვენოდა. მაშინ საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. ახლაც მახსოვს ის ემოციები. მეშინოდა, ვნერვიულობდი. იმის მერე 18 წლამდე ჩემპიონატებში მონაწილეობა აღარ მიმიღია, რადგან სანამ არასრულწლოვანი ვიყავი, ბავშვთა სახლიდან ჩემი გაშვების უფლება არ ჰქონდათ.

მხოლოდ ვვარჯიშობდი ხოლმე. 18 წლის რომ გავხდი, როგორც წესი, ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა. სრულწლოვანი რომ გახდებოდი, მოძებნიდნენ შენს ბიოლოგიურ მშობლებს და შვილებს ხელწერილით ატანდნენ. მე რომ 18-ის გავხდი, მაშინ მოძებნეს მამაჩემიც. ის მაშინ პირველად ვნახე. ხელი მოაწერა დოკუმენტს და სახლში წამიყვანა, მაგრამ იქ ვერ გავჩერდი, ვერ შევეგუე უცხო გარემოს. ამიტომ ისევ უკან, ბავშვთა სახლში დავბრუნდი. დირექტორს ვთხოვე, - კიდევ დავრჩები, სანამ სკოლას დავამთავრებ-მეთქი. წასასვლელი მართლა არსად მქონდა. შემიფარეს. დირექტორს რომ არ შეჰქმნოდა პრობლემა, ვუთხარი, ოფიციალურად არ გამაფორმოთ, მე დაგეხმარებით დალაგებაში, სხვა საქმეებში და ღამეს აქ გავათენებ-მეთქი. დასაძინებელი ადგილი ხომ უნდა მქონოდა?! 21 წლისამ დავამთავრე საჯარო სკოლა. ორი წელი დამეკარგა, რადგან მანამდე სმენის აპარატი არ მქონდა და ვერ ვსწავლობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ წამოვედი ბავშვთა სახლიდან.

- მშობლებს მერე აღარ უცდიათ თქვენთან დაახლოება?

- ამბობენ, რომ დედაჩემი გარდაიცვალა. მერე გავიგე, რომ მყავს ორი და, ისინი ქუთაისის ბავშვთა სახლში გაიზარდნენ. ახლა დაოჯახებულები არიან. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს. ისინი ყრუ-მუნჯები არიან. ახლა ჩემს დისშვილს, 16 წლის ბიჭსაც ვამზადებ მკლავჭიდის ჩემპიონობისთვის... ჯერ აჭარის ჩემპიონი გავხდი მკლავჭიდში, მერე საქართველოს ჩემპიონი, იმავე წელს ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილი მოვიპოვე. ანტალიაში ჩატარდა მაშინ ევროპის ჩემპიონატი და 55 კილომდე წონით კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი მონაწილეობდა. ეს გამარჯვება ისეთი ბედნიერება იყო, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. ამ მიღწევებმა დიდი სტიმული მომცა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, თემურ ლიპარტიშვილს. რომ არა ის, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა. ექვსი წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს, რადგან მინდოდა ჩემი ჭერი მქონოდა. მაშინ სოციალური დახმარება 100 ლარი მქონდა, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიაც 100 ლარი იყო. სპორტში რომ გავიმარჯვე, პრემიები ჩამირიცხეს და ასე შევაგროვე 5.000 დოლარი. ჩემმა მასწავლებელმა მომცა საცხოვრებელი ბინაც. უფასოდ, თავის სახლში შემიშვა, ერთი პატარა ოთახი მქონდა და იქ ვცხოვრობდი. 6 წელი მართლა ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ გავხდი ჩემპიონი, ასე ვამატებდი ყველა თანხას ერთმანეთს, რომ ჩემი ოცნებისთვის მიმეღწია. ბათუმში ჯერ შავი კარკასი ვიყიდე, მერე ნელ-ნელა რემონტი გავაკეთე და ახლა ჩემი ბინა მაქვს და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ბატონ თემურს გვერდში დგომისთვის. ჩემი ბინა რომ მოვაწყვე, მერე წამოვედი მისი სახლიდან....წაიკითხეთ სრულად