55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა, მერე საქართველოში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ბევრი ადამიანი დაამწუხრა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არა ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული და მაყურებლების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.
ძალიან უჭირთ ზურაზე წარსულ დროში საუბარი მის მეგობრებს.
ონისე ონიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:
- ჩემთვის ის არ იყო მხოლოდ მეგობარი, ის იყო ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანი, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ახლობელი იყო, ოჯახის წევრი. ძალიან მწარე ყოფილა ასეთი ადამიანის წასვლა შენი ცხოვრებიდან. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი. იმდენად დიდი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, მეგობრული, კარგი მსახიობი. არეული მაქვს გონება, ისე მიჭირს ზურაზე ლაპარაკი.
ახლა მოიყვანეს სახლში... ზურა ყველას უყვარდა და რაღაცნაირად წავიდა. თითქოს ჯერ შეგვაშინა, მერე იმედები მოგვცა, რომ დაბრუნდებოდა, მერე ფიქრში გადაიზარდა ეს ყველაფერი და, საბოლოოდ, წავიდა. თითქოს ნელ-ნელა შეგვაგუა ამ მდგომარეობას. ყოველ 10 დღეში ერთხელ შევდიოდი მასთან და ვნახულობდი. ვიღაცამ მკითხა, არ გიჭირს, რომ შედიხარ და ასეთს ნახულობო, ასე ვუპასუხე, იცი, მე რომ ასე ვიყო, ის აუცილებლად მოვიდოდა და ჩემ გვერდში იქნებოდა-მეთქი. მე ჩემს თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ ზურა არ მენახა.
ყოველგვარი შელამაზებული სიტყვების გარეშე, ის იყო ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი. თბილი, მოსიყვარულე, კარგი მეგობარი, კარგი ძმა, მამა, ბაბუა და ყველაფერი. 9 თვე ყველაფერს ვადევნებდი თვალს, სამწუხაროდ, საერთოდ ვერ შემოდიოდა კომუნიკაციაში. ძალიან მიჭირს მისი წასვლა.
ბაია დვალიშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:
- ზურას წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია. ძალიან თავმდაბალი, მოწესრიგებული და წესიერი ადამიანი იყო, ერთგული თეატრის, მეგობრების, კოლეგების და თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. მოლოცვაც საოცარი იცოდა, როცა სპექტაკლის პრემიერა გვქონდა და თვითონ არ მონაწილეობდა, გულით მოგილოცავდა. მხიარული იყო, სიცოცხლისმოყვარე, კარგი იუმორი ჰქონდა...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: