ავტორი:

კონგოში სამ ამერიკელ ახალგაზრდას დახვრეტენ - რა გახდა უმძიმესი განაჩენის მიზეზი?

კონგოში სამ ამერიკელ ახალგაზრდას დახვრეტენ - რა გახდა უმძიმესი განაჩენის მიზეზი?

კონგოს სამხედრო სასამართლომ, სამი ამერიკელი მამაკაცი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ჯამში სასამართლო 37 ბრალდებული გაასამართლა - მათი უმრავლესობა კონგოდანაა, ასევე არიან ბრიტანელი, ბელგიელი და კანადელი პატიმრები, რომლებსაც ტერორიზმში, მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედებათ ბრალი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად უკრძალავს მოქალაქეებს კონგოში მოგზაურობას.

  • რა მოხდა მაისის გადატრიალების მცდელობის დროს

კონგოს დედაქალაქ კინშასაში, ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელშიც სამი ამერიკელი იყო, ცდილობდა დაემხო ქვეყნის პრეზიდენტი ფელიქს შისკედი. მათ ხელმძღვანელობდა ნაკლებად ცნობილი ოპოზიციური ფიგურა, კრისტიან მალანგა. გადატრიალების მცდელობა ფედერალური კანონმდებლის და კონგოს ეროვნული ასამბლეის სპიკერის კანდიდატის, ვიტალ კამერჰეს რეზიდენციაში დაიწყო. ოფიციალური პირების თქმით, მისმა დაცვამ რამდენიმე თავდამსხმელი მოკლა.

ათობით ადამიანი, მათ შორის მალანგას ვაჟი და კიდევ ორი ​​ამერიკელი, დააკავეს და სამხედრო ციხეში გადაიყვანეს.

ბიჭების დაკავების სურათებმა და დასისხლიანებულმა სახეებმა შოკში ჩააგდეს მეგობრები და ახლობლები სახლში

სამი დაპატიმრებული ამერიკელია: მალანგას 21 წლის ვაჟი მარსელ მალანგა, 21 წლის ტაილერ ტომპსონ უმცროსი და 36 წლის ბენჯამინ რუბენ ზალმან-პოლუნი.

ტომპსონი და მალანგა კინშასაში აპრილში გაფრინდნენ

მარსელ მალანგა აშშ-ის მოქალაქეა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მამამისი მას და ტომპსონს მოკვლით დაემუქრა, თუ ისინი თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ტომპსონის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიჭმა არ იცოდა უფროსი მალანგას განზრახვების შესახებ და არც პოლიტიკური აქტივიზმით იყო დაინტერესებული.

ცნობისთვის, კონგომ სიკვდილით დასჯა ამ წლის დასაწყისში აღადგინა. ხელისუფლება ქვეყანაში ძალადობასა და თავდასხმებს ებრძვის. გადატრიალების მცდელობაში მსჯავრდებულებს, სავარაუდოდ, დახვრეტენ.

წყარო