ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია "ინსტაგრამზე" პრეზიდენტთან დაკავშირებით აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები მისთვის მიუღებელია.
"ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! '
ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“ - წერს გენო პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტთან გამართული მიღების შემდეგ ანალოგიური კომენტარი გააკეთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.
ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.
"ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”, - განაცხადა ლაშა ბექაურმა.
წაიკითხეთ ასევე: