მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ... ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს" - გენო პეტრიაშვილი
"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ... ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს" - გენო პეტრიაშვილი

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოა ჩემ­თვის და დიდი პა­ტი­ვია, ვუ­ლო­ცავ ოლიმ­პი­ე­ლებს, ვინც და­ჯილ­დოვ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წინ მიმ­დი­ნა­რე სა­ხალ­ხო ზე­იმ­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ოლიმ­პი­ე­ლებ­სა და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს ჯილ­დო­ე­ბი გა­დას­ცა.

გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ჯილ­დოვ­დნენ ის სპორ­ტსმე­ნე­ბიც, რო­მელ­თაც ოლიმ­პი­ა­და­სა და პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე მედ­ლე­ბი ვერ მო­ი­პო­ვეს.

"ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა, რომ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ვინც მედ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ, ასე­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი, პრე­მი­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბით და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­შია, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ნე­გა­ტი­ურ და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სმს-ებს იღე­ბენ“.

"არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ის ნე­გა­ტი­უ­რი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სმს-ები, რა­საც ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იღე­ბენ. არ­სე­ბო­ბენ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, ვინც ამას აკე­თებს, უბ­რა­ლოდ ეს არ არის ლა­მა­ზი. მაგ­რამ ჩვენ ვპა­ტი­ობთ ამ ყვე­ლა­ფერს, გულ­თან ახ­ლოს არ მიგ­ვაქვს და არ ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ... ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს" - გენო პეტრიაშვილი

"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ... ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს" - გენო პეტრიაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა.

გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ამასთან, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მისი ოჯახის წევრები "ნეგატიურ და არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ“.

"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური და არასასიამოვნო სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ეს არ არის ლამაზი. მაგრამ ჩვენ ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

იხილეთ ასევე: