საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქის დასაშინებლად მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს" - თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
"მოქალაქის დასაშინებლად მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს" - თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე სამი პირი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ჰ.ა., ამა­ვე წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ. და 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ჰ.ა. და კ.ა. სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის­გან თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქის და­სა­ში­ნებ­ლად, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში ხელ­ყუმ­ბა­რა ის­რო­ლეს, რო­მე­ლიც არ აფეთ­ქდა.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ვ.მ.-სთვის, თუმ­ცა მან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ხელ­ყუმ­ბა­რა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძალ­ვა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი დახ­მა­რე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა- ტა­რე­ბის, გა­და­ზიდ­ვის,ასე­ვე, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მოქალაქის დასაშინებლად მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს" - თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

"მოქალაქის დასაშინებლად მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს" - თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების, გადაზიდვის,ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.