55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ გერმანიაში და ბოლოს საქართველოში.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
თამარ მაყაშვილი, მსახიობი: "წავიდა ჩემი ბავშვობაც,ახალგაზრდობაც,(სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ..."
თამარ ქორიძე, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალური თეატრის მსახიობი: სიტყვები არ არსებობს... რა უნდა ვთქვა... ცრემლები მახრჩობს... ვერ ვიჯერებ... როგორ მქონდა იმედი... რამდენიმე დღის წინ გნახე, ფოტოებიც გადავიღეთ მე, შენ და გოგამ... ინსტიტუტი გავიხსენეთ... პირველ სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით... სიკო და კნაჭა... ,,მუსუსში" ... ახლაც ჩამესმის შენი ხმა... ცრემლები მახრჩობს... ერთგულო და უმაგრესო ბიჭო...მიყვარხარ Manana Berikashvili მანანა რა გითხრა არ ვიცი... ცრემლები მახრჩობს..
ეკატერინე მახარობლიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი: უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალმოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები ჩვენო “კალია".
ენდი ძიძავა, მსახიობი: ვაიმე,ზურა... უზომოდ კარგო ადამიანო... მიყვარდი მე შენ
სანდრო ელოშვილი, რეჟისორი: კარგად ზურიკო... მადლობა ყველაფრისთვის!
მარიამ ცქიფურიშვილი, მსახიობი: უზომოდ კეთილი, თბილი, ნიჭიერი და ძალიან კარგი ადამიანი იყო ზურა. იშვიათია ასეთი მეგობრული, თავმდაბალი და ნიჭიერი ადამიანი. მე დიდი ხნის მეგობრობა მართალია არ მაკავშირებდა მასთან, მაგრამ 5 წლიანი კოლეგიალური ურთიერთობა სრულად საკმარისი იყო მისი არსის გასაცნობად და შესაყვარებლად.არასოდეს დამავიწყდება თეატრში ახალ მისულებს როგორი უშუალობით, როგორი მეგობრულობით და სიყვარულით ხვდებოდა ყველას, მათ შორის მეც. როგორი გამამხნევებელი სიტყვის თქმა იცოდა ყველა ახალი მსახიობის მიმართ, როგორ გაძლევდა მისი ეს თბილი და კეთლი დამოკიდებულება სტიმულს და იმედს, დაცულობის განცდას რომ მშობლიურ მეგობრულ გარემოში ხარ და არა მტრულში.
წამით არ მიგრძვნია მისგან რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს, არა მხოლოდ მე, არამედ ალბათ არავის ვინც მას იცნობდა. ასეთი მეგობრული ადამიანი ცოტა თუ მეგულება.უზომოდ გული მწყდება და წარმომიდგენია ვინც მთელი ცხოვრება მეგობრობდა მასთან, ვინც მისი მართლაც მეგობარია, მისი გულისწყვეტა როგორი განუზომელია.მადლობელი ვარ რომ ამ შესანიშნავ მსახიობთან და კიდევ უფრო შესანიშნავ ადამიანთან ცოტახანს მაინც შემახვედრა ცხოვრებამ.