ავტორი:

16 ყველაზე იშვიათი და უჩვეულო სახელი საქართველოში - 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია, ერთს - ფიზიკა, შვიდს - ლამაზი

16 ყველაზე იშვიათი და უჩვეულო სახელი საქართველოში - 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია, ერთს - ფიზიკა, შვიდს - ლამაზი

საქართველოში წლების განმავლობაში არქმევდნენ ბავშვებს საყვარელი სერიალის გმირების, მსახიობების თუ სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავების სახელებს. თუ ადრე ბრაზილიური და ვენესუელური სერიალების გმირების სახელები იყო მოდური, ბოლო წლებში ისინი თურქული სერიალის გმირებმა ჩაანაცვლეს - მაგალითად, ბოლო წლებში საქართველოში დაბადებულ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები.

თუმცა, საინტერესო და იშვიათი სახელები მხოლოდ სერიალების გმირებით არ შემოიფარგლება. საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები სახელად მილიარდი, კეკლუცა, გარინჩა და სხვა.

საინტერესო სტატისტიკა AMBEBI.GE-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძია.

საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელებია:

  • ედემი - 302
  • ფუჩქი - 63
  • ვინარი - 53
  • ნექტარი - 21
  • კუკუშა - 10
  • მხედარი - 9
  • ნიუტონი - 9
  • ლამაზი - 7
  • კეკლუცა - 5
  • ვარგისო - 4
  • ფემისტოკლე - 4
  • მილიარდი - 4
  • პელე - 2
  • ფიზიკა - 1
  • გარინჩა - 1

სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ედემის სახელით საქართველოში 6 ქალი ცხოვრობს, ხოლო 296 მამაკაცი, ნექტარის სახელით საქართველოში მამრობითი სქესის 17, ხოლო მდედრობითი სქესის 5 ადამიანი ცხოვრობს.

ლამაზი - საქართველოში ორ მამაკაცს და 5 ქალს ჰქვია, ასევე ქვეყანაში გვყავს ერთი გარინჩა და ორი პელე (ორივე სახელი რა თქმა უნდა, მამაკაცებს ჰქვიათ).

არც ისე იშვიათი აღმოჩნდა სახელი ედემი - ის საქართველოში 335 მამაკაცს და 8 ქალს ჰქვია. სახელი კეკლუცა 5 ქალს ჰქვია ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ფიზიკა - 2 ქალს.

წაიკითხეთ ასევე: