საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა, უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში..." - წერს ის.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ორი თამაში მოიგო - შინ ჩეხეთს სძლია, სტუმრად კი - ალბანეთს. შემდგომ მატჩს "ჯვაროსნები" 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავენ.
იხილეთ ასევე: