კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარალიმპელთა საზეიმო მიღება: ფულადი და სახელმწიფო ჯილდოები და გიგა ოჩხიკიძის საჩუქარი პრემიერს
პარალიმპელთა საზეიმო მიღება: ფულადი და სახელმწიფო ჯილდოები და გიგა ოჩხიკიძის საჩუქარი პრემიერს

სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბის დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

პა­რი­ზის პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ქარ­თველ პა­რას­პორ­ტსმე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­ნა, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ და საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­რაზ გასრმა მი­უ­ლო­ცეს.

პა­რა­ლიმ­პი­ა­დი­დან ქარ­თვე­ლი პა­რას­პორ­ტსმე­ნე­ბი 9 მედ­ლით დაბ­რუნ­დნენ.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში.

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­გი­ხა­დოთ იმ უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც თქვენ გვა­ჩუ­ქეთ. ჩვენ ჯერ ოლიმ­პი­ე­ლებ­მა გვა­ჩუ­ქეს რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ზე­ი­მი და ეს ზე­ი­მი ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლეს ჩვენ­მა პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­რას­პორ­ტი ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა. 2012 წლის ჩათ­ვლით, მხო­ლოდ 3 სპორ­ტსმენს ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში და 2024 წლის პა­რი­ზის თა­მა­შებ­ში უკვე 14-მა პა­რა­ლიმ­პი­ელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც პა­რა­ლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა და თი­თო­ე­ულ­მა იმ ადა­მი­ან­მა გას­წია, რო­მე­ლიც ამ წა­მო­წყე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს პა­რას­პორ­ტს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მინ­და, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩვენს წარ­მა­ტე­ბა­ში. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის, რომ 14 მო­ნა­წი­ლი­დან 9 პა­რას­პორ­ტსმე­ნი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში პა­რა­ლიმ­პი­უ­რი მედ­ლით, რაც ნამ­დვი­ლად უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გია. ჩვენ გვქონ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში, ისე­ვე რო­გორც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქაც ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დმა, რაც ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყის სა­გა­ნია.

მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მე­და­ლო­სანს, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ანა ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა მო­ი­გო მე­და­ლი და პირ­ველ მე­დალს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, გუნ­დის სუ­ლის­კვე­თე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. მად­ლო­ბა პა­რა­ლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, გიგა ოჩხი­კი­ძეს, რაც იყო, რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მიღ­წე­ვა. ყვე­ლა ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით თქვენ, ცოტა გვა­ნერ­ვი­უ­ლეს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვა. მად­ლო­ბა გიგა ოჩხი­კი­ძეს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მედ­ლის­თვის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ვიცე-ჩემ­პი­ო­ნებს - ლადო ჭინ­ჭა­რა­ულს, ზუ­რაბ ზუ­რა­ბი­ანს, რე­ვაზ ჩი­კო­ი­ძეს და გი­ორ­გი ქალ­დანს და ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რებს - ნინო თი­ბი­ლაშ­ვილს, ინა ქალ­დანს და აკა­კი ჯინ­ჭა­რა­ძეს,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­და­ლი ვერ მო­ი­პო­ვეს და აღ­ნიშ­ნა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წვლი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა­ში.

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის იმ მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლებ­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­უ­მარ­თლათ, ვერ მო­ი­გეს მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ირმა ხე­ცუ­რი­ანს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მად­ლო­ბა ლია ჩა­ჩი­ბა­ი­ას, და­ვით ქავ­თა­რა­ძეს, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძეს, ლაშა ხი­ზი­ლაშ­ვილს, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წვლი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმ სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა­ში, რო­მელ­საც ჩვენ­მა გუნ­დმა მი­აღ­წია", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებ­ზე იგი­ვე ოდე­ნო­ბის ჯილ­დე­ო­ე­ბი გა­ი­ცე­მა, ყვე­ლა ის პა­რას­პორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც არ აქვს მო­გე­ბუ­ლი მე­და­ლი, ასე­ვე 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო­თი და­ფას­დე­ბა.

პრე­მი­ე­რის თქმით, ორ­დე­ნებ­ზე წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და ორ­დე­ნე­ბი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს ხვალ გა­და­ე­ცე­მათ.

"ჩვენ პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბამ­დე გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, იგი­ვე ოდე­ნო­ბის ჯილ­დო­ე­ბი იქ­ნე­ბო­და და­წე­სე­ბუ­ლი მე­და­ლოს­ნე­ბის­თვის და, რა თქმა უნდა, ეს ჯილ­დო­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ გა­ი­ცე­მა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ყვე­ლა ის პა­რას­პორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც არ აქვს მო­გე­ბუ­ლი მე­და­ლი, ასე­ვე 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო­თი და­ფას­დე­ბა. თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის და­ფა­სე­ბა ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვა­ლია.

ასე­ვე, მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა მე­და­ლოს­ნის და­ჯილ­დო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, ისი­ნი არი­ან წარ­დგე­ნი­ლი უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებ­ზე. ასე­ვე ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი არის წარ­დგე­ნი­ლი უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ზე და მწვრთნე­ლე­ბი არი­ან წარ­დგე­ნი­ლი შე­სა­ბა­მის ჯილ­დო­ებ­ზე. ორ­დე­ნებ­ზე წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკვე მი­ღე­ბუ­ლი და ეს ორ­დე­ნე­ბი, უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­ე­ბი ხვალ გად­მო­გე­ცე­მათ და წი­ნას­წარ მინ­და მო­გი­ლო­ცოთ. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პა­რა­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს, პი­რა­დად ბა­ტონ რა­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და გუ­ლი­თა­დად მუ­შა­ო­ბის­თვის, მთე­ლი სული და გული აქვს მას ჩა­დე­ბუ­ლი პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მად­ლო­ბა მას მის მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ფე­დე­რა­ცი­ას, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრ ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ანს და მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტროს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი იმ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, რო­მე­ლიც აქვს ჩვენს პა­რას­პორ­ტს ზო­გა­დად და პა­რა­ლიმ­პი­ურ გუნდს და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს იმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მათ აქვთ შე­ტა­ნი­ლი ჩვენს წარ­მა­ტე­ბა­ში. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მწვრთნე­ლებს, ექი­მებს, ტექ­ნი­კურ ჯგუფს და კი­დევ ერთხელ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს, თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იყო თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის, თი­თო­ე­უ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყის სა­გა­ნი და მად­ლო­ბა იმ სი­ა­მა­ყი­სა და სი­ხა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც გან­გვაც­დე­ვი­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

პა­რა­ლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა გიგა ოჩხი­კი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სპორ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის სა­ჩუქ­რად ორ­ჯერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბირ­თვი გა­დას­ცა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რა­ლიმ­პი­ელ­მა ჩემ­პი­ონ­მა პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბის დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სურ­ვი­ლია, ორ­ჯერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბირ­თვი პრე­მი­ე­რის პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში დარ­ჩეს.

"ჩვე­ნი მხრი­დან, ჩვე­ნი გუნ­დის­გან, ჩვე­ნი პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის­გან გვსურს, ერთი პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თოთ ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წარ­სუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რო­გორც სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის და ვი­ცით, რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხართ სპორ­ტის. ეს არის ჩვე­ნი ია­რა­ღი, ის ბირ­თვი, რო­მელ­მაც ორ­ჯერ გა­ი­ა­რა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ერთხელ ია­პო­ნი­ა­ში, ქა­ლაქ კო­ბე­ში, სა­დაც რე­კორ­დი მოვხსე­ნით, გა­ვი­მარ­ჯვეთ და ოქ­როს მე­და­ლი წა­მო­ვი­ღეთ და მე­ო­რედ პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, პა­რიზ­ში, სა­ი­და­ნაც ასე­ვე ორი რე­კორ­დი წა­მო­ვი­ღეთ. მინ­და, რომ თქვენ­თან იყოს ეს, თქვენს პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში დარ­ჩეს“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ოჩხი­კი­ძემ პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბის დახ­ვედ­რის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პარალიმპელთა საზეიმო მიღება: ფულადი და სახელმწიფო ჯილდოები და გიგა ოჩხიკიძის საჩუქარი პრემიერს

პარალიმპელთა საზეიმო მიღება: ფულადი და სახელმწიფო ჯილდოები და გიგა ოჩხიკიძის საჩუქარი პრემიერს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებები ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილნა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრმა მიულოცეს.

პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჩვენ ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმეკვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია.

განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს, ყველა იმ ადამიანს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადლობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ვიცე-ჩემპიონებს - ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს - ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც ამ შემთხვევაში მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში.

"მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი იყო განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება.

პრემიერის თქმით, ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ.

"ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს ჯილდოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ. მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ", - განაცხადა პრემიერმა.

პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარალიმპიელმა ჩემპიონმა პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარალიმპიური კომიტეტის სურვილია, ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი პრემიერის პირად კოლექციაში დარჩეს.

"ჩვენი მხრიდან, ჩვენი გუნდისგან, ჩვენი პარალიმპიური კომიტეტისგან გვსურს, ერთი პატარა საჩუქარი გავუკეთოთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ძალიან კარგად ვიცით ბატონი ირაკლი კობახიძის წარსული მოღვაწეობა, როგორც სპორტული ჟურნალისტის და ვიცით, როგორი განსაკუთრებული გულშემატკივარი ხართ სპორტის. ეს არის ჩვენი იარაღი, ის ბირთვი, რომელმაც ორჯერ გაიარა სერტიფიცირება, ერთხელ იაპონიაში, ქალაქ კობეში, სადაც რეკორდი მოვხსენით, გავიმარჯვეთ და ოქროს მედალი წამოვიღეთ და მეორედ პარალიმპიურ თამაშებზე, პარიზში, საიდანაც ასევე ორი რეკორდი წამოვიღეთ. მინდა, რომ თქვენთან იყოს ეს, თქვენს პირად კოლექციაში დარჩეს“, - განაცხადა გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.