პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ეპოქის დასაწყისი: ვინ არის მილიარდერი, რომელიც ილონ მასკის SpaceX-მა ღია კოსმოსში გაიყვანა?
ახალი ეპოქის დასაწყისი: ვინ არის მილიარდერი, რომელიც ილონ მასკის SpaceX-მა ღია კოსმოსში გაიყვანა?

ილონ მას­კის კომ­პა­ნია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ კოს­მოს­ში ხუთ­დღი­ა­ნი კერ­ძო მი­სია Polaris Dawn-ი გა­უშ­ვა. ეკი­პაჟ­ში შე­დი­ან მი­სი­ის მე­თა­უ­რი, მი­ლი­არ­დე­რი მე­წარ­მე ჯა­რედ აი­ზეკ­მე­ნი, ასე­ვე ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტი სკოტ პო­ტი­ტი და SpaceX-ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მი­სი­ის კა­პი­ტა­ნი და სპონ­სო­რი მი­ლი­არ­დე­რი ჯა­რედ აი­ზეკ­მე­ნი გა­ვი­და ხო­მალ­დი­დან, რო­მე­ლიც მიფ­რი­ნავ­და დედ­მი­წის ზე­და­პი­რი­დან 700 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე 25 ათა­სი კმ/სთ სიჩ­ქა­რით და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში წარ­მა­ტე­ბით დაბ­რუნ­და უკან.

ცნო­ბის­თვის, აი­ზეკ­მე­ნი გა­დახ­დე­ბის ფირ­მა Shift4 Payments-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, მისი და­არ­სე­ბუ­ლია Draken International-ი, თავ­დაც­ვის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის პი­ლო­ტებს ამ­ზა­დებს და მსოფ­ლი­ო­ში სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ კერ­ძო ფლოტს ფლობს.

ექ­ვსდღი­ა­ნი Polaris Dawn-ის მი­სია ორი დღის წინ და­ი­წყო და გუ­შინ კი­დევ ერთი რე­კორ­დი მოხ­სნა - ის პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლეს ორ­ბი­ტა­ზე ავი­და, 1400 კმ-ზე მეტი - ჩვე­ნი პლა­ნე­ტი­დან ასე შორს ადა­მი­ა­ნი მთვა­რის პროგ­რა­მა Apollo-ს შემ­დეგ (1972 წელი) არ ყო­ფი­ლა. ეს არის Crew Dragon-ის ყვე­ლა­ზე სა­რის­კო კერ­ძო მი­სია.

"სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა არა მხო­ლოდ Polaris Down-ისა და SpaceX-ის­თვის, არა­მედ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის" - აღ­ნიშ­ნა NASA-ს ას­ტრო­ნავტმა მაიკ ჰო­პ­კინსმა.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ Polaris Down-ის მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს ილონ მას­კის კომ­პა­ნი­ის ლი­დე­რო­ბას კოს­მო­სურ რბო­ლა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

ვფიქრობ ,რომ ილონ მასკი ან უცხო პლანეტელია, ან მათთან აქვს. კავშირები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ახალი ეპოქის დასაწყისი: ვინ არის მილიარდერი, რომელიც ილონ მასკის SpaceX-მა ღია კოსმოსში გაიყვანა?

ახალი ეპოქის დასაწყისი: ვინ არის მილიარდერი, რომელიც ილონ მასკის SpaceX-მა ღია კოსმოსში გაიყვანა?

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ კოსმოსში ხუთდღიანი კერძო მისია Polaris Dawn-ი გაუშვა. ეკიპაჟში შედიან მისიის მეთაური, მილიარდერი მეწარმე ჯარედ აიზეკმენი, ასევე ყოფილი სამხედრო პილოტი სკოტ პოტიტი და SpaceX-ის ორი თანამშრომელი.

მისიის კაპიტანი და სპონსორი მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი გავიდა ხომალდიდან, რომელიც მიფრინავდა დედმიწის ზედაპირიდან 700 კილომეტრის სიმაღლეზე 25 ათასი კმ/სთ სიჩქარით და რამდენიმე წუთში წარმატებით დაბრუნდა უკან.

ცნობისთვის, აიზეკმენი გადახდების ფირმა Shift4 Payments-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, მისი დაარსებულია Draken International-ი, თავდაცვის კომპანია, რომელიც საჰაერო ძალების პილოტებს ამზადებს და მსოფლიოში სამხედრო თვითმფრინავების ყველაზე დიდ კერძო ფლოტს ფლობს.

ექვსდღიანი Polaris Dawn-ის მისია ორი დღის წინ დაიწყო და გუშინ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - ის პილოტირებული ფრენების ისტორიაში დედამიწის უმაღლეს ორბიტაზე ავიდა, 1400 კმ-ზე მეტი - ჩვენი პლანეტიდან ასე შორს ადამიანი მთვარის პროგრამა Apollo-ს შემდეგ (1972 წელი) არ ყოფილა. ეს არის Crew Dragon-ის ყველაზე სარისკო კერძო მისია.

"საოცარი მოვლენა არა მხოლოდ Polaris Down-ისა და SpaceX-ისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის" - აღნიშნა NASA-ს ასტრონავტმა მაიკ ჰოპკინსმა.

ვარაუდობენ, რომ Polaris Down-ის მისიის წარმატება გააძლიერებს ილონ მასკის კომპანიის ლიდერობას კოსმოსურ რბოლაში.