ტექნიკური პრობლემის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე, პირველი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.