მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი უვადო პატიმრობა მიესაჯა
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი უვადო პატიმრობა მიესაჯა

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლემ ცინ­დე­ლი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა პირ­ვე­ლად და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ "ინა­ნი­ებს".

საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე სხდო­მის და­წყე­ბამ­დე აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ზე არა­ერ­თი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ცინ­დე­ლი­ან­მა 21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა შე­რა­ცხად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­ი­დი­ნა.

დაც­ვის მხა­რე კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბრალ­დე­ბულს და­ნა­შა­უ­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით არ ჩა­უ­დე­ნია. ამას­თან, მკვლე­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნა­საც გა­მო­რი­ცხავ­და.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი უვადო პატიმრობა მიესაჯა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი უვადო პატიმრობა მიესაჯა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა პირველად დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნა, რომ "ინანიებს".

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა მოპოვებული, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცინდელიანმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.