სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ?
ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ?

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლემ ცინ­დე­ლი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა პირ­ვე­ლად და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ "ინა­ნი­ებს".

"ვი­ნა­ნი­ებ... აღა­რა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი" - თქვა ცინ­დე­ლი­ან­მა.

  • ბრალ­დე­ბუ­ლი მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე სა­კუ­თარ დას­კვნით სი­ტყვა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბრალ­დე­ბულს და­ნა­შა­უ­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით არ ჩა­უ­დე­ნია. ამას­თან, მკვლე­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნა­საც გა­მო­რი­ცხავ­და.

"სა­სა­მარ­თლოს ვერ და­უ­დას­ტუ­რეთ, რომ ტან­ჯვა გა­ნი­ცა­და. შე­საძ­ლოა, იმა­ზე მეტი ტან­ჯვა გა­ნი­ცა­და, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ ეს ვერ და­უ­დას­ტუ­რეთ... მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ გენ­დე­რის ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლი იყო, ამას­თან მას პო­ლი­ცი­ის­თვის არას­დროს მი­უ­მარ­თავს...

ბრალ­დე­ბის მხა­რემ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­პყრო­ბის, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ფაქ­ტი ვერ და­ა­დას­ტუ­რა. დაც­ვა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა...

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ეჭ­ვის და ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ვე­ლია... თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­გო­რიც სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ო­რებს აქვთ",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა გელა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო არაა.

"ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქ­ნას ცნო­ბი­ლი, ის დამ­ნა­შა­ვედ უნდა იქ­ნას ცნო­ბი­ლი 108-ე მუხ­ლით",- გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ დაც­ვის მხა­რის დას­კვნის სი­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "სრუ­ლი შოკი მიღო" და აღ­ნიშ­ნა, რომ ად­ვო­კა­ტე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი უსუ­სუ­რი იყო და მხო­ლოდ თე­ო­რი­ებს ეფუძ­ნე­ბო­და. მან მო­სა­მარ­თლეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სთხო­ვა.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი, რაც ვერ გა­ვა­კე­თეთ, გარ­დაც­ვლი­ლი ვერ დავ­კი­თხეთ",- გა­ნა­ცხა­და ვე­ფხვა­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ?

ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა აღიარა - რა თქვა ბრალდებულმა რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ?

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა პირველად დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნა, რომ "ინანიებს".

"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი" - თქვა ცინდელიანმა.

  • ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

"სასამართლოს ვერ დაუდასტურეთ, რომ ტანჯვა განიცადა. შესაძლოა, იმაზე მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ვერ დაუდასტურეთ... მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ამასთან მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს...

ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა. დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა...

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია... თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ",- განაცხადა ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული და მისი ფსიქიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა.

"ბატონო მოსამართლევ, თხოვნა იქნება, ოთარ ცინდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნას ცნობილი, ის დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი 108-ე მუხლით",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დაცვის მხარის დასკვნის სიტყვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სრული შოკი მიღო" და აღნიშნა, რომ ადვოკატების არგუმენტები უსუსური იყო და მხოლოდ თეორიებს ეფუძნებოდა. მან მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულებების საფუძველზე სთხოვა.

"ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ვერ გავაკეთეთ, გარდაცვლილი ვერ დავკითხეთ",- განაცხადა ვეფხვაძემ.

  • ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.