სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ქავთარაძე სოხუმის თეატრზე, რეჟისორ მამასა და თავისი ცხოვრების 3 მთავარ გატაცებაზე
ბექა ქავთარაძე სოხუმის თეატრზე, რეჟისორ მამასა და თავისი ცხოვრების 3 მთავარ გატაცებაზე

სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს, სო­ხუმ­ში ბოლო პრე­მი­ე­რა 1991 წლის 25 ნო­ემ­ბერს ჰქონ­და. ეს იყო ბექა ქავ­თა­რა­ძის სპექ­ტაკ­ლი „მარ­ტო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი“- (სპექ­ტაკ­ლი 2 მოქ­მე­დე­ბის­გან შედ­გე­ბო­და: „რა მოხ­და სამ­ხე­ცე­ში“ და "ადა­მი­ა­ნის ხმა“).

მას შემ­დეგ, რაც აფხა­ზეთ­ში და­წყე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად სხვებ­თან ერ­თად თე­ატ­რი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო სივ­რცის გა­მოც­ვლა მო­უ­წი­ათ. დღეს­დღე­ო­ბით დ. უზ­ნა­ძის ქ.N 68 ის ად­გი­ლია, სა­დაც სო­ხუ­მის თე­ატ­რი მა­ყუ­რე­ბელს მას­პინ­ძლობს. სო­ხუმ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე, რე­ჟი­სორ მა­მა­სა და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბის 3 მთა­ვარ სფე­რო­ზე, რო­გო­რი­ცაა: რე­ჟი­სუ­რა, მსა­ხი­ო­ბო­ბა და მხატ­ვრო­ბა, ბექა ქავ­თა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

ბექა ქავ­თა­რა­ძე:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი სო­ხუმ­ში გა­ვა­ტა­რე. ვფიქ­რობ, იქ იდე­ა­ლურ დროს ჩა­ვე­დი. ჩემი ოჯა­ხი­სა და მა­მა­ჩე­მის სა­მუ­შაო რე­ჟი­მის გამო, სულ „წო­წი­ა­ლი“ მი­წევ­და. სკო­ლა­ში სწავ­ლა ჯერ თბი­ლის­ში და­ვი­წყე, მერე ქუ­თა­ის­ში გა­ვაგ­რძე­ლე, VII კლას­ში კი სო­ხუმ­ში გა­და­ვე­დი და იქვე და­ვამ­თავ­რე. სო­ხუმ­ში ყოფ­ნა იმ დროს მო­მი­წია, როცა ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწყებს, იზ­რდე­ბი, კა­ცობ. ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო მყავ­და, ერ­თმა­ნეთს დღემ­დე ვხვდე­ბით, ამი­ტომ სა­პორ­ტო ქა­ლაქ­ში, უცხო გა­რე­მო­ში გა­დას­ვლა არ მინ­დო­და, მაგ­რამ სო­ხუმ­შიც კლას­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ზო­გა­დად, ჯგუ­ფებ­ში მი­მარ­თლებს. ისე­ვე რო­გორც, გა­და­ღე­ბებ­ზე, ან სო­ხუ­მის თე­ატ­რში დად­გმულ სპექ­ტაკლში „მარ­ტორ­ქე­ბი“, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა. ამ მხრივ იღ­ბლი­ა­ნი ვარ (იღი­მის). სო­ხუმ­ში სულ უფ­რო­სი ასა­კის ძმა­კა­ცე­ბი მყავ­და. მათ შო­რის სო­ხუ­მის თე­ატ­რის აწ გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბი გიზო სი­რა­ძე, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ მას­წავ­ლა...

რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი და თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ბექა ქავ­თა­რა­ძე ბავ­შვო­ბი­დან თე­ატ­რში იზ­რდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ აპი­რებ­და თა­ვის ცხოვ­რე­ბა ამ სფე­როს­თვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, როცა რე­ჟი­სო­რი მა­მის - გოგი ქავ­თა­რა­ძის ორი სპექ­ტაკ­ლის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი გრი­მი გა­უ­კე­თა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბებს „რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა­ში“ და­ეხ­მა­რა და გრი­მი­ო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი არც მა­ყუ­რე­ბელს დარ­ჩე­ნია ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე.

მა­მა­მი­სი გი­ორ­გი (გოგი) ქავ­თა­რა­ძე 1982 – 1992 წლებ­ში სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. ამ პე­რი­ოდ­ში დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი თე­ატ­რის­თვის სა­ე­ტა­პო მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო, არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ მათი მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თაც. გოგი ქავ­თა­რა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დი შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც თე­ატ­რის „ოქ­როს ხანა“.

შე­სა­ბა­მი­სად ბექა არამ­ხო­ლოდ აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმ პე­რი­ო­დის ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის და­ბა­დე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ცაა და თვითმხილ­ვე­ლიც.

- სო­ხუ­მის თე­ატ­რში „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“ რომ იდ­გმე­ბო­და, გიზო სი­რა­ძე თა­მა­შობ­და არ­სა­კი­ძის, ფარსმა­ნი­სა და მეფე გი­ორ­გის ორე­ულს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი იყო, სა­ოც­რად იცო­და სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რის მოს­მე­ნა. ამ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბის დროს, ჩვენ უკვე ვძმა­კა­ცობ­დით. როცა მი­თხრა, იქ­ნებ, და­მეხ­მა­რო, რამე სა­ხა­სი­ა­თო გა­ა­კე­თოო, ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ინ­ტუ­ი­ცი­ით შე­ვე­ცა­დე, მის სა­ხე­ზე მკვდრის ფე­რის გრი­მი და­მე­დო. მოვ­სინ­ჯა­ვო და პრე­მი­ე­რის წინა წარ­მოდ­გე­ნა­ზე, სცე­ნა­ზე ასე­თი გრი­მით გა­ვი­და. გო­გის ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და თა­ვა­დაც კმა­ყო­ფი­ლი იყო: ეს გრი­მი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხის გახ­სნა­ში და­მეხ­მა­რაო. მერე იყო „ფსკე­რი“, სა­დაც ნანა ხუ­რითს დამ­წვრო­ბის გრი­მი გა­ვუ­კე­თე და მას შემ­დეგ უკვე არა­ერ­თხელ მო­მი­წია გრიმ­ზე მუ­შა­ო­ბა.

მა­მა­ჩემს უნ­დო­და რე­ჟი­სო­რი გავმხა­რი­ყა­ვი, სულ მი­კე­თებ­და პრო­ვო­ცი­რე­ბას, რე­ჟი­სო­რუ­ლი ხედ­ვა გაქ­ვსო. მე კი ვპა­სუ­ხობ­დი, არ მინ­და, თე­ატ­რში შენი ყოფ­ნაც მე­ყო­ფა, მა­ქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის „გა­რე­და­ნაც“ საკ­მა­რი­სია-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც თე­ატ­რში აღ­მოვ­ჩნდი.

სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, იმ პე­რი­ოდ­ში რა­ღა­ცე­ბი მეტ­კი­ნა, მე­წყი­ნა და ემო­ცი­ებ­მა წერა და­მა­წყე­ბი­ნა. ჩემ­თვის ვჯღაბ­ნი­დი, რამ­დე­ნი­მე ტექ­სტმა სცე­ნა­რის სა­ხეც მი­ი­ღო. მა­მას რომ წა­ვა­კი­თხე, მი­თხრა, ამის გა­და­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბაო. ვი­ფიქ­რე, კარ­გი, ტე­ლე­სა­რე­ჟი­სო­რი ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბას ვცდი და მერე ვნა­ხოთ-მეთ­ქი. და რაც მთა­ვა­რია, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში წა­ვი­კი­თხე ან­ტონ ჩე­ხო­ვის „თო­ლია“. პი­ე­სამ ჩემ­ზე იმ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, რომ დად­გმა მო­მინ­და და ეს სა­ბო­ლოო ბიძ­გი აღ­მოჩ­ნდა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­სა­ბა­რებ­ლად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დრა­მის ფა­კულ­ტე­ტის კურ­სიც გა­ვი­ა­რე. იმ დროს ვერა, მაგ­რამ წლე­ბის მერე უკვე თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დავ­დგი „თო­ლია“. ხოლო მა­ნამ­დე, ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი სო­ხუ­მის თე­ატ­რი იყო, სა­დაც მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლი­სას გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას „მუნ­ჯის სიზ­მრებ­ზე“ ვი­მუ­შა­ვე. წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, თა­ვა­დაც არ ვე­ლო­დი.

ზო­გა­დად მე და მა­მას ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. რა­მე­ზე აზრს რომ მე­კი­თხე­ბო­და, ზოგ­ჯერ ზო­მა­ზე მე­ტად გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იცო­და, რომ არ მო­ვა­ტყუ­ებ­დი. თა­ვად აზრს რომ ვკი­თხავ­დი, ვამ­ჩნევ­დი უფრო მზო­გავ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან უხა­რო­და რა­მეს რომ ვდგამ­დი. ბოლო დროს, რო­გორც რე­ჟი­სორს, რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ მი­მუ­შა­ვია. დიდი ხა­ნია ერთ პი­ე­სა­ზე ვფიქ­რობ, რო­მე­ლიც მინ­და სო­ხუ­მის თე­ატ­რში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო, თუმ­ცა, დე­ტა­ლებს ჯერ არ ვი­ტყვი.

ბექა ქავ­თა­რა­ძე დღეს­დღე­ო­ბით კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი­სა და და სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბია. ამ­ბობს, რომ ახლა უფრო მე­ტად არ­ტის­ტო­ბა უწევს; რო­გორც რე­ჟი­სო­რი სპექ­ტა­ლებ­ზე იშ­ვი­ა­თად მუ­შა­ობს და თით­ქოს, ამ პრო­ფე­სი­ამ მის­თვის ჰო­ბის დო­ნე­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

- სო­ხუ­მის თე­ატრს ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მე­გობ­რუ­ლი დასი ჰყავ­და. „კა­ცე­ბის თე­ატ­რი­აო“, ასე ამ­ბობ­დნენ, რა­შიც გუ­ლის­ხმობ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბებს, მას­პინ­ძლო­ბას, ახალ მსა­ხი­ობ­თან მე­გობ­რუ­ლად დახ­ვედ­რას... თბი­ლი, გულ­ღია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი დასი იყო, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია.

სო­ხუ­მი­დან ისე წა­მო­ვე­დით, არც ტან­საც­მე­ლი წა­მოგ­ვი­ღია და არც სხვა ნივ­თე­ბი. საკ­ვე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­რა­გი თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლი გვქონ­და, სა­კუჭ­ნაო ცა­რი­ე­ლი იყო. რა საკ­ვე­ბიც დარ­ჩა, თბი­ლის­ში წა­მო­ვი­ღეთ, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მი­დი­ო­და და ჩემი ძმა ორ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად იყო დე­და­ქა­ლაქ­ში. რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რის სცე­ნა მო­ვი­ა­რეთ... თა­ვი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბაზ­მა მიგ­ვი­ღო. ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, როცა გო­გის სპექ­ტაკ­ლი „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“ მსა­ხი­ო­ბებ­მა თა­ვი­ან­თი ნა­ო­მა­რი ფორ­მე­ბით ითა­მა­შეს. სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბის და სხვა დე­ტა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის დრო არ იყო და გო­გიმ ასე გა­და­წყვი­ტა, - სცე­ნა­ზე თქვე­ნი­ვე სა­მო­სით გა­მო­დი­თო. რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა ძა­ლი­ან კარ­გად გვი­მას­პინ­ძლა, იქ და­ახ­ლო­ე­ბით 9 წელი ვი­ყა­ვით და მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის. ადა­მი­ა­ნებს თბი­ლის­ში და­სარ­ჩე­ნი რომ არ ჰქონ­დათ, ან ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და და გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭირ­და, ზოგს იქვე ეძი­ნა და ხალ­ხის­თვის ის სივ­რცე სახ­ლი­ვით იყო.

აქვე ბექა ქავ­თა­რა­ძის კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხე­ბაც უნდა აღი­ნიშ­ნოს: 4 წლის ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხა­ტავს. როკი, ბლუ­ზი და ჯაზი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს, მაგ­რამ ზო­გა­დად ხატ­ვი­სას თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რის მუ­სი­კას უს­მენს.

აქამ­დე ბევ­რს ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­დი, როცა დროც მეტი მქონ­და და მა­სა­ლაც - მო­მა­რა­გე­ბუ­ლი, ახლა კი უფრო ხში­რად უჩ­ნდე­ბა ხატ­ვის სურ­ვი­ლი და ინ­ტენ­სი­ვო­ბა­მაც იმა­ტა. არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფი­გუ­რე­ბი და კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი მისი ხელ­წე­რაა. ბევ­რი ნა­ხა­ტი რომ და­უგ­როვ­და, გა­მო­ფე­ნა გა­და­წყვი­ტა. პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ, ხოლო მე­ო­რედ 2022 წელს, ვა­ლე­რი არ­ქა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის არტ-გა­ლე­რე­ა­ში „გა­მო­ი­ფი­ნა“.

- ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის მე­სა­მე გა­მო­ფე­ნა თუ შედ­გა, უკვე ვიცი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. მინ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­მო­ვი­დეს: ცოტა ჰი­პუ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, პერ­ფორ­მან­სე­ბით სავ­სე, სა­დაც ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ან და ისა­უბ­რე­ბენ. უამ­რა­ვი მუ­სი­კო­სი მე­გო­ბა­რი მყავს, ზოგი და­უკ­რავს, ზოგი იმ­ღე­რებს და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ისი­ა­მოვ­ნე­ბენ. სწო­რედ ასე­თი წარ­მო­მიდ­გე­ნია ეს დღე, სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­სათ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი...

ლო­კა­ცია: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. მის: დ. უზ­ნა­ძის ქ. N68

სო­ხუ­მის თე­არ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭრია ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბექა ქავთარაძე სოხუმის თეატრზე, რეჟისორ მამასა და თავისი ცხოვრების 3 მთავარ გატაცებაზე

ბექა ქავთარაძე სოხუმის თეატრზე, რეჟისორ მამასა და თავისი ცხოვრების 3 მთავარ გატაცებაზე

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმში ბოლო პრემიერა 1991 წლის 25 ნოემბერს ჰქონდა. ეს იყო ბექა ქავთარაძის სპექტაკლი „მარტოობის დღესასწაული“- (სპექტაკლი 2 მოქმედებისგან შედგებოდა: „რა მოხდა სამხეცეში“ და ,,ადამიანის ხმა“).

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სხვებთან ერთად თეატრი და მისი თანამშრომლები დევნილობაში აღმოჩნდნენ, თბილისში სხვადასხვა ადგილას იკრიბებოდნენ, შესაბამისად რამდენიმე სამუშაო სივრცის გამოცვლა მოუწიათ. დღესდღეობით დ. უზნაძის ქ.N 68 ის ადგილია, სადაც სოხუმის თეატრი მაყურებელს მასპინძლობს. სოხუმში გატარებულ წლებზე, რეჟისორ მამასა და თავის საქმიანობის 3 მთავარ სფეროზე, როგორიცაა: რეჟისურა, მსახიობობა და მხატვრობა, ბექა ქავთარაძე გვესაუბრება:

ბექა ქავთარაძე:

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები სოხუმში გავატარე. ვფიქრობ, იქ იდეალურ დროს ჩავედი. ჩემი ოჯახისა და მამაჩემის სამუშაო რეჟიმის გამო, სულ „წოწიალი“ მიწევდა. სკოლაში სწავლა ჯერ თბილისში დავიწყე, მერე ქუთაისში გავაგრძელე, VII კლასში კი სოხუმში გადავედი და იქვე დავამთავრე. სოხუმში ყოფნა იმ დროს მომიწია, როცა ადამიანის აზროვნება ჩამოყალიბებას იწყებს, იზრდები, კაცობ. ქუთაისში ძალიან კარგი სამეგობრო მყავდა, ერთმანეთს დღემდე ვხვდებით, ამიტომ საპორტო ქალაქში, უცხო გარემოში გადასვლა არ მინდოდა, მაგრამ სოხუმშიც კლასში ძალიან გამიმართლა. ზოგადად, ჯგუფებში მიმართლებს. ისევე როგორც, გადაღებებზე, ან სოხუმის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „მარტორქები“, სადაც არაჩვეულებრივ შემადგენლობასთან ერთად მიწევს მუშაობა. ამ მხრივ იღბლიანი ვარ (იღიმის). სოხუმში სულ უფროსი ასაკის ძმაკაცები მყავდა. მათ შორის სოხუმის თეატრის აწ გარდაცვლილი მსახიობი გიზო სირაძე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა...

რეჟისორი, მსახიობი და თვითნასწავლი მხატვარი ბექა ქავთარაძე ბავშვობიდან თეატრში იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, არ აპირებდა თავის ცხოვრება ამ სფეროსთვის დაეკავშირებინა და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ფიქრობდა. თუმცა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა რეჟისორი მამის - გოგი ქავთარაძის ორი სპექტაკლის მთავარ პერსონაჟებს ისეთი შთამბეჭდავი გრიმი გაუკეთა, რომელიც მსახიობებს „როლის გათავისებაში“ დაეხმარა და გრიმიორის ნამუშევარი არც მაყურებელს დარჩენია ყურადღების გარეშე.

მამამისი გიორგი (გოგი) ქავთარაძე 1982 – 1992 წლებში სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გახლდათ. ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლები თეატრისთვის საეტაპო მნიშვნელობის იყო, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მათი მაღალმხატვრული ღირებულებითაც. გოგი ქავთარაძის მოღვაწეობის პერიოდი შეფასებულია როგორც თეატრის „ოქროს ხანა“.

შესაბამისად ბექა არამხოლოდ აქტიური მაყურებელი, არამედ შეიძლება ითქვას, იმ პერიოდის ცნობილი სპექტაკლების დაბადების თანამონაწილეცაა და თვითმხილველიც.

- სოხუმის თეატრში „დიდოსტატის მარჯვენა“ რომ იდგმებოდა, გიზო სირაძე თამაშობდა არსაკიძის, ფარსმანისა და მეფე გიორგის ორეულს. არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, საოცრად იცოდა სცენაზე პარტნიორის მოსმენა. ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს, ჩვენ უკვე ვძმაკაცობდით. როცა მითხრა, იქნებ, დამეხმარო, რამე სახასიათო გააკეთოო, ბევრი ვიფიქრე და ინტუიციით შევეცადე, მის სახეზე მკვდრის ფერის გრიმი დამედო. მოვსინჯავო და პრემიერის წინა წარმოდგენაზე, სცენაზე ასეთი გრიმით გავიდა. გოგის ძალიან მოეწონა და თავადაც კმაყოფილი იყო: ეს გრიმი პერსონაჟების სახის გახსნაში დამეხმარაო. მერე იყო „ფსკერი“, სადაც ნანა ხურითს დამწვრობის გრიმი გავუკეთე და მას შემდეგ უკვე არაერთხელ მომიწია გრიმზე მუშაობა.

მამაჩემს უნდოდა რეჟისორი გავმხარიყავი, სულ მიკეთებდა პროვოცირებას, რეჟისორული ხედვა გაქვსო. მე კი ვპასუხობდი, არ მინდა, თეატრში შენი ყოფნაც მეყოფა, მაქაურობა ჩემთვის „გარედანაც“ საკმარისია-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც თეატრში აღმოვჩნდი.

სკოლას რომ ვამთავრებდი, იმ პერიოდში რაღაცები მეტკინა, მეწყინა და ემოციებმა წერა დამაწყებინა. ჩემთვის ვჯღაბნიდი, რამდენიმე ტექსტმა სცენარის სახეც მიიღო. მამას რომ წავაკითხე, მითხრა, ამის გადაღებაც შეიძლებაო. ვიფიქრე, კარგი, ტელესარეჟისორი ფაკულტეტზე ჩაბარებას ვცდი და მერე ვნახოთ-მეთქი. და რაც მთავარია, იმავე პერიოდში წავიკითხე ანტონ ჩეხოვის „თოლია“. პიესამ ჩემზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ დადგმა მომინდა და ეს საბოლოო ბიძგი აღმოჩნდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად. მოგვიანებით დრამის ფაკულტეტის კურსიც გავიარე. იმ დროს ვერა, მაგრამ წლების მერე უკვე თბილისში, რუსთაველის თეატრში დავდგი „თოლია“. ხოლო მანამდე, ჩემი პირველი სამუშაო ადგილი სოხუმის თეატრი იყო, სადაც მეორე კურსზე სწავლისას გიორგი გამსახურდიას „მუნჯის სიზმრებზე“ ვიმუშავე. წარმატებული გამოდგა და ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, თავადაც არ ველოდი.

ზოგადად მე და მამას ერთმანეთთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვქონდა. რამეზე აზრს რომ მეკითხებოდა, ზოგჯერ ზომაზე მეტად გულწრფელი ვიყავი, მაგრამ იცოდა, რომ არ მოვატყუებდი. თავად აზრს რომ ვკითხავდი, ვამჩნევდი უფრო მზოგავდა, თუმცა ძალიან უხაროდა რამეს რომ ვდგამდი. ბოლო დროს, როგორც რეჟისორს, რამდენიმე წელია არ მიმუშავია. დიდი ხანია ერთ პიესაზე ვფიქრობ, რომელიც მინდა სოხუმის თეატრში განვახორციელო, თუმცა, დეტალებს ჯერ არ ვიტყვი.

ბექა ქავთარაძე დღესდღეობით კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისა და და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრების მსახიობია. ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად არტისტობა უწევს; როგორც რეჟისორი სპექტალებზე იშვიათად მუშაობს და თითქოს, ამ პროფესიამ მისთვის ჰობის დონეზე გადაინაცვლა.

- სოხუმის თეატრს ყოველთვის საინტერესო და მეგობრული დასი ჰყავდა. „კაცების თეატრიაო“, ასე ამბობდნენ, რაშიც გულისხმობდნენ ურთიერთობებს, მასპინძლობას, ახალ მსახიობთან მეგობრულად დახვედრას... თბილი, გულღია ადამიანებისგან შემდგარი დასი იყო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

სოხუმიდან ისე წამოვედით, არც ტანსაცმელი წამოგვიღია და არც სხვა ნივთები. საკვების ყველანაირი მარაგი თითქმის ამოწურული გვქონდა, საკუჭნაო ცარიელი იყო. რა საკვებიც დარჩა, თბილისში წამოვიღეთ, სადაც სამოქალაქო ომი მიდიოდა და ჩემი ძმა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო დედაქალაქში. რამდენიმე თეატრის სცენა მოვიარეთ... თავიდან რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზმა მიგვიღო. ახალი ჩამოსულები იყვნენ, როცა გოგის სპექტაკლი „დიდოსტატის მარჯვენა“ მსახიობებმა თავიანთი ნაომარი ფორმებით ითამაშეს. სასცენო კოსტიუმების და სხვა დეტალების მომზადების დრო არ იყო და გოგიმ ასე გადაწყვიტა, - სცენაზე თქვენივე სამოსით გამოდითო. რუსთაველის თეატრმა ძალიან კარგად გვიმასპინძლა, იქ დაახლოებით 9 წელი ვიყავით და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ადამიანებს თბილისში დასარჩენი რომ არ ჰქონდათ, ან ტრანსპორტი არ მოძრაობდა და გადაადგილება ჭირდა, ზოგს იქვე ეძინა და ხალხისთვის ის სივრცე სახლივით იყო.

აქვე ბექა ქავთარაძის კიდევ ერთი გატაცების შესახებაც უნდა აღინიშნოს: 4 წლის ასაკიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ხატავს. როკი, ბლუზი და ჯაზი გამორჩეულად უყვარს, მაგრამ ზოგადად ხატვისას თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას უსმენს.

აქამდე ბევრს ზაფხულის პერიოდში მუშაობდი, როცა დროც მეტი მქონდა და მასალაც - მომარაგებული, ახლა კი უფრო ხშირად უჩნდება ხატვის სურვილი და ინტენსივობამაც იმატა. არასტანდარტული ფიგურები და კომპოზიციები მისი ხელწერაა. ბევრი ნახატი რომ დაუგროვდა, გამოფენა გადაწყვიტა. პირველად წლების წინ, ხოლო მეორედ 2022 წელს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „გამოიფინა“.

- ჩემი ნამუშევრების მესამე გამოფენა თუ შედგა, უკვე ვიცი როგორი იქნება. მინდა განსხვავებული და არაფორმალური გამოვიდეს: ცოტა ჰიპური, თავისუფალი, პერფორმანსებით სავსე, სადაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან და ისაუბრებენ. უამრავი მუსიკოსი მეგობარი მყავს, ზოგი დაუკრავს, ზოგი იმღერებს და ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობით ისიამოვნებენ. სწორედ ასეთი წარმომიდგენია ეს დღე, საინტერესო და ყველასათვის სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი...

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68

სოხუმის თეარტის საინფორმაციო მხარდამჭრია ambebi.ge