სილამაზის კონკურსის, "მის შვეიცარიის" ყოფილი ფინალისტი დაახრჩვეს, ხოლო შემდეგ ცხედარი დაანაწევრებს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ქმარია.
დაკავებულია მისი ქმარი, 41 წლის მამაკაცი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
მოდელის ქმარმა აღიარა, რომ ცოლი მოკლა, მაგრამ ამბობს, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა, რადგან ქალი დანით დაესხა თავს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტებმა ვერ იპოვეს აღნიშნულის მტკიცებულება.
ექსპერტიზის მიხედვით, კაცმა ცოლი ჯერ დაახრჩო, შემდეგ კი ხერხით, დანით და ბაღის მაკრატლით დაანაწევრა. წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.