პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დაბადებული არ ვიყავი..." - გაიცანით 19 წლის ზვიად ზვიადაური, ახმეტელი ფალავანი, რომელიც ცნობილი ბიძის გზას მიჰყვება
"ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დაბადებული არ ვიყავი..." - გაიცანით 19 წლის ზვიად ზვიადაური, ახმეტელი ფალავანი, რომელიც ცნობილი ბიძის გზას მიჰყვება

31 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სამ­ბოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ახალ­გაზ­რდებს შო­რის მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ახ­მე­ტელ­მა 19 წლის ზვი­ად ზვი­ა­და­ურ­მა და­ი­კა­ვა.

ზვი­ა­დი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას კვიპ­რო­სის ქა­ლაქ ლარ­ნა­კა­ში 11-13 ოქ­ტომ­ბერს მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბა­ზე და­ი­ცავს.

ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან არის, მამა ბერ­დია ზვი­ა­და­უ­რი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზურა ზვი­ა­და­უ­რის ბი­ძაშ­ვი­ლია. მარ­თა­ლია ბი­ძის ჩემ­პი­ო­ნო­ბის დროს ჯერ და­ბა­დე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მისი მი­ზა­ნიც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბაა, თუმ­ცა იქამ­დე ჯერ სამ­ბო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი უნდა გახ­დეს და ქვე­ყა­ნა და ოჯა­ხი გა­ა­ხა­როს

- 19 წლის ვარ, ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. ვარ­ჯი­ში 8 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე, რა თქმა უნდა, იმი­ტომ რომ ბიძა მო­ჭი­და­ვე იყო. ზურა რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და 2004 წელს, მა­შინ მე ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი და­ბა­დე­ბუ­ლი. ცოტა რომ გა­ვი­ზარ­დე, ვუ­ყუ­რებ­დი ჩა­ნა­წე­რებს და მე­ა­მა­ყე­ბო­და, მინ­დო­და, რომ მეც მის­ნა­ი­რი გავმხდა­რი­ყა­ვი.

- ბავ­შვო­ბა­ში ახ­მე­ტა­ში ცხოვ­რობ­დით?

- დიახ, იქ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლი იყო ვარ­ჯი­ში და სწავ­ლა ერ­თდრო­უ­ლად მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი. ზურა ყო­ველ­თვის მა­რი­გებ­და რო­გორ მე­ვარ­ჯი­შა, ყვე­ლო­ა­ფერს მიყ­ვე­ბო­და რაც სპორ­ტს ეხე­ბო­და. მა­მამ რომ გა­ი­გო ჭი­და­ო­ბა მინ­დო­და, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ.

იყო მო­მენ­ტე­ბი რო­დე­საც ხელი ჩა­მიქ­ნე­ვია, ეს ტრავმვებ­საც მოყ­ვე­ბა ხოლ­მე, თა­ვის და­ნე­ბე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ ამ დროს მამა მყო­ლია გვერ­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად დამ­ხმა­რე­ბია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რო­გორ გა­გამ­ხნე­ვე­ბენ.

- ზვი­ად, სპორ­ტში მწვრთნელ­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე იყო ახ­მე­ტა­ში,სა­დაც ფეხი ავიდ­გი და ჭი­და­ო­ბა­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო, მი­სიც ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ აქ­ტი­ურ სპორ­ტში ვარ და ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი.

ახლა თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ვსწავ­ლობ, მაგ­რამ ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც სპორ­ტია და მინ­და უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხდე.

- ამ­ჟა­მად რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვთ?

- სამ­ბო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი წელს. წინა წელს მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე და პრი­ზი­ო­რი გავ­ხდი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. ახლა უკვე ჩემ­პი­ო­ნი ვარ და ოქ­ტომ­ბერ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მივ­დი­ვარ. ახლა მომ­ზა­დე­ბას გავ­დი­ვარ, შეკ­რე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის და იმე­დი მაქვს ოქ­როს მედ­ლით დავ­ბრუნ­დე­ბი. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი კვიპ­რო­სის ქა­ლაქ ლარ­ნა­კა­ში იმარ­თე­ბა.

- მეს­მის, რომ თქვე­ნი კერ­პი სპორ­ტში ბიძა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ახა­ლი თა­ო­ბი­დან კი­დევ ვინ არის თქვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი?

- სამ­ბო­ში ასე­თი სპორ­ტსმე­ნი არ გვყო­ლია, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ბი­ძა­ჩე­მის გარ­და კი­დევ ორი სპორ­ტსმე­ნი იყო, მინ­დო­და რომ მათ მათ­ნა­ი­რი გავ­ხდა­რი­ყა­ვი. ესე­ნი იყ­ვნენ ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი. მე რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ისი­ნი მა­შინ ჭი­და­ობ­დნენ და სულ ვა­დევ­ნებ­დი თვალს.

- მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ვფიქ­რობ, ახა­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ზე. მინ­და, რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე.

- ახლა კვიპ­როს­ში მი­დი­ხართ, რომ ოც­ნე­ბა აის­რუ­ლოთ, მამა და ბიძა რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ჩემ­თვის მთა­ვა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მო­გე­ბა მო­ვუ­ტა­ნო და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ავ­წიო და ასე­ვე ჩემი ოჯა­ხი გა­ვა­ხა­რო.

ავტორი:

"ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დაბადებული არ ვიყავი..." - გაიცანით 19 წლის ზვიად ზვიადაური, ახმეტელი ფალავანი, რომელიც ცნობილი ბიძის გზას მიჰყვება

"ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დაბადებული არ ვიყავი..." - გაიცანით 19 წლის ზვიად ზვიადაური, ახმეტელი ფალავანი, რომელიც ცნობილი ბიძის გზას მიჰყვება

31 აგვისტოს საქართველოში ჩატარებულ სამბოს ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ახმეტელმა 19 წლის ზვიად ზვიადაურმა დაიკავა.

ზვიადი ქვეყნის ღირსებას კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 11-13 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე დაიცავს.

ზვიად ზვიადაური ცნობილი ოჯახიდან არის, მამა ბერდია ზვიადაური, ოლიმპიური ჩემპიონის ზურა ზვიადაურის ბიძაშვილია. მართალია ბიძის ჩემპიონობის დროს ჯერ დაბადებული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანიც ოლიმპიური ჩემპიონობაა, თუმცა იქამდე ჯერ სამბოში მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეს და ქვეყანა და ოჯახი გაახაროს

- 19 წლის ვარ, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ვარჯიში 8 წლის ასაკში დავიწყე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიძა მოჭიდავე იყო. ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 2004 წელს, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული. ცოტა რომ გავიზარდე, ვუყურებდი ჩანაწერებს და მეამაყებოდა, მინდოდა, რომ მეც მისნაირი გავმხდარიყავი.

- ბავშვობაში ახმეტაში ცხოვრობდით?

- დიახ, იქ დავიწყე ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ვარჯიში და სწავლა ერთდროულად მაინც ვახერხებდი. ზურა ყოველთვის მარიგებდა როგორ მევარჯიშა, ყველოაფერს მიყვებოდა რაც სპორტს ეხებოდა. მამამ რომ გაიგო ჭიდაობა მინდოდა, ძალიან გაუხარდა, ყოველთვის მხარში მედგა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს წარმატებული სპორტსმენი ვარ.

იყო მომენტები როდესაც ხელი ჩამიქნევია, ეს ტრავმვებსაც მოყვება ხოლმე, თავის დანებებაც მინდოდა, მაგრამ ამ დროს მამა მყოლია გვერდით და ყველანაირად დამხმარებია. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად როგორ გაგამხნევებენ.

- ზვიად, სპორტში მწვრთნელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ჩემი პირველი მწვრთნელი გიორგი ნადირაძე იყო ახმეტაში,სადაც ფეხი ავიდგი და ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. ძალიან მომთხოვნი იყო, მისიც ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ აქტიურ სპორტში ვარ და ბოლომდე მივყვები.

ახლა თბილისში ვცხოვრობ, ვსწავლობ, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც სპორტია და მინდა უფრო წარმატებული გავხდე.

- ამჟამად რა მიღწევები გაქვთ?

- სამბოში საქართველოს ჩემპიონი გავხდი წელს. წინა წელს მეორე ადგილი ავიღე და პრიზიორი გავხდი, მაგრამ ვერ მოვახერხე ევროპის ჩემპიონატზე წასვლა. ახლა უკვე ჩემპიონი ვარ და ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივარ. ახლა მომზადებას გავდივარ, შეკრებებზე დავდივარ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედი მაქვს ოქროს მედლით დავბრუნდები. მსოფლიო ჩემპიონატი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში იმართება.

- მესმის, რომ თქვენი კერპი სპორტში ბიძა იქნება. თუმცა ახალი თაობიდან კიდევ ვინ არის თქვენთან ძალიან ახლოს, როგორც სპორტსმენი?

- სამბოში ასეთი სპორტსმენი არ გვყოლია, მაგრამ ბავშვობიდან ბიძაჩემის გარდა კიდევ ორი სპორტსმენი იყო, მინდოდა რომ მათ მათნაირი გავხდარიყავი. ესენი იყვნენ ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. მე რომ წამოვიზარდე, ისინი მაშინ ჭიდაობდნენ და სულ ვადევნებდი თვალს.

- მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რა გეგმები გაქვს?

- ვფიქრობ, ახალი მიზნების მიღწევაზე. მინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე.

- ახლა კვიპროსში მიდიხართ, რომ ოცნება აისრულოთ, მამა და ბიძა რას გეუბნებიან?

- ჩემთვის მთავარია საქართველოს მოგება მოვუტანო და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ავწიო და ასევე ჩემი ოჯახი გავახარო.