როკის ლეგენდამ, ჯონ ბონ ჯოვიმ ნეშვილში, ტენესის შტატში, ხიდის კიდეზე მყოფი ქალის დახმარება შეძლო და ის სიკვდილს გადაარჩინა.
ნეშვილის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იმყოფებოდა ბონ ჯოვი, თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ხიდზე, სადაც ქალი მდინარეში გადახტომას აპირებდა.
დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ბონ ჯოვი და მისი თანმხლები პირი ქალს ხიდზე, სავალ ნაწილზე გადმოსვლაში დაეხმარნენ. ბონ ჯოვიმ ის გულში ჩაიკრა და დაამშვიდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ახლავს ნეშვილის პოლიციის დეპარტამენტის განცხადება: "დიდი მადლობა ჯონ ბონ ჯოვის და მის გუნდს, რომლებიც ქალს ზიგენტალერის ხიდზე, დაეხმარნენ. ბონ ჯოვიმ შეძლო მისი გადარწმუნება და გადარჩენა", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.