უკრაინული სამხედრო პორტალი Deep State კორენევსკის რაიონში რუსული შენაერთების წინსვლის შესახებ იუწყება. გამოქვეყნებულ კადრებში, ჩანს ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც სოფელ სნაგოსტში იმყოფება.
სოფელ სნაგოსტში გამართულ ბრძოლებზე ამერიკელი სამხედრო ექსპერტი რობ ლიც წერს. მისი ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, კორენევოდან მოხდა. უკანასკნელი ცნობებით, მდინარის სამივე ხიდი გაუქმდა, პონტონის გადასასვლელები სისტემატურად ნადგურდებოდა რაკეტების დარტყმით.
უკრაინას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი კურსკის რეგიონში კონტრშეტევებისა და რუსული არმიის წინსვლის შესახებ.
თუ უკრაინელები მოახერხებდნენ ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი რეგიონული ცენტრის - გლუშკოვოს ან კორენევოს დაკავებას - ალყაში მოქცევის საფრთხე რეალური გახდებოდა, მაგრამ უკრაინის თავდასხმები ამ დასახლებებზე წარმატებული არ აღმოჩნდა.
უპირატესობის დაკარგვა სერიოზულად ართულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხენა ფლანგის პოზიციას. ღია წყაროების ცნობით, რუსულმა არმიამ წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ბრიგადის დიდი ძალები და საჰაერო სადესანტო დანაყოფები სწორედ ამ მხარეში ბრძოლაში გამოიყვანა.
შემდეგი თავდასხმის სავარაუდო სამიზნე შეიძლება იყოს სოფლები ლიუბიმოვკა და ნოვოივანოვკა. მათი დაკარგვის შემთხვევაში, სერიოზული საფრთხე დაემუქრება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ქვედანაყოფებს კორენევოს მახლობლად.