მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი "კარგი მასპინძელი" დაიწყო
აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი "კარგი მასპინძელი" დაიწყო

აჭა­რა­ში სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით ახა­ლი პრო­ექ­ტი „კარ­გი მას­პინ­ძე­ლი“ და­ი­წყო. პრო­ექ­ტი ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის „Good Host“-ის ანა­ლო­გია და მიზ­ნად ისა­ხავს, ქა­ლაქ­გა­რეთ გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის, ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მოს, ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და სტი­მუ­ლი­რე­ბას გა­ნა­ვი­თა­რონ ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი. „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა მას­პინ­ძე­ლი ფლობ­დეს მო­წეს­რი­გე­ბულ სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლს, ქმნი­დეს დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბებ­სა და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს, ზრუ­ნავ­დეს სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ავ­თენ­ტი­კუ­რი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. პრო­ექ­ტი აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ევ­რო­პის სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ეს­ტო­ნე­თის სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­ამ­ზა­და.

სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი „კარ­გი მას­პინ­ძე­ლი“ აჭა­რა­ში პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მას­ში ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ფას­დე­ბი­ან. კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის, ექ­სტე­რი­ე­რის, კვე­ბის, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მი­ხედ­ვი­თაა შედ­გე­ნი­ლი. მათი მი­ნი­მუმ 90%-ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა სა­ჭი­რო „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. პრო­ექ­ტი­სა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მსურ­ვე­ლებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შე­უძ­ლი­ათ. აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და სა­კუ­თა­რი სა­ო­ჯა­ხო სახ­ლის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის მსურ­ველ სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და იდუ­მა­ლი სტუ­მა­რი შე­ა­ფა­სებს. პრო­ექ­ტში ჩარ­თვა მსურ­ვე­ლებს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია. ობი­ექ­ტე­ბის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა კი 3 - 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა ობი­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, რაც მო­ი­ცავს ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლე­ბის შექ­მნას, მა­ნიშ­ნებ­ლე­ბის დად­გმას, ტრე­ნინ­გებს სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით ინ­ფო­ტუ­რებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. პრო­ექ­ტში რე­გის­ტრა­ცია და­წყე­ბუ­ლია. წლის ბო­ლომ­დე, აჭა­რას უკვე ექ­ნე­ბა „კარ­გი მას­პინ­ძლის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი "კარგი მასპინძელი" დაიწყო

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი "კარგი მასპინძელი" დაიწყო

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან. კრიტერიუმები საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ. აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3 - 6 თვის განმავლობაში განხორციელდება.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს დაეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას. პროექტში რეგისტრაცია დაწყებულია. წლის ბოლომდე, აჭარას უკვე ექნება „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლები.

NS