მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა... ჩვენ სიაში "ლუზერებს“ არ ვწერთ" - ბექა ოდიშარია
"სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა... ჩვენ სიაში "ლუზერებს“ არ ვწერთ" - ბექა ოდიშარია

სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ ბუ­ლინ­გი სა­მარ­ცხვი­ნოა - ჩვენ სი­ა­ში "ლუ­ზე­რებს“ არ ვწერთ, მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვწერთ გან­სხვა­ვე­ბით მარ­გი­ნა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­გან, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის ოცე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ ხალ­ხის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან დი­დია.

“სპორ­ტსმე­ნე­ბის ბუ­ლინ­გი სა­მარ­ცხვი­ნოა. სპორ­ტსმე­ნე­ბი სწო­რედ ის ხალ­ხი არი­ან, ვი­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მის შრო­მის ფასი და ვი­საც თა­ვის შრო­მის ფა­სად უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ მიღ­წე­უ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ხალ­ხის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან დი­დია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა შედ­გე­ბა სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან, მუ­სი­კო­სე­ბის­გან, შე­მოქ­მედ­თა­გან, ინ­ჟინ­რე­ბის­გან, ეკო­ნო­მის­ტე­ბის­გან და რა არის გა­უ­გე­ბა­რი, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში თა­ვის სფე­როს და იღ­ვა­წოს იმის­თვის, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა ზო­გა­დად, ქარ­თულ სპორ­ტში?” - აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

რო­გორც ოდი­შა­რი­ამ გან­მარ­ტა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სი­ა­ში ყოფ­ნა, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

“ჩვენ სი­ა­ში "ლუ­ზე­რებს" არ ვწერთ, მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვწერთ გან­სხვა­ვე­ბით მარ­გი­ნა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სი­ა­ში ყოფ­ნა, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა”, - გან­მარ­ტა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ნო­მერ­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი სი­ა­ში ყოფ­ნა ბუ­ნებ­რი­ვია.

“მე ვფიქ­რობ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყოფ­ნა ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია. ადა­მი­ა­ნი არის პო­ლი­ტი­კა­ში, უპი­რო­ბო ლი­დე­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” და ჩვე­ნი მრა­ვალ ათა­სი­ა­ნი მომ­ხრე­ე­ბის­თვის. ამი­ტომ, ყვე­ლას სურ­ვი­ლი და მისი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ის სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ყო­ფი­ლი­ყო. “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” აქვს 60%, რაც უმე­ტეს­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით. რა არის აქ გა­საკ­ვი­რი?”, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ოდი­შა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა, ხოლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე თუ სხვე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა.

“რა თქმა უნდა, ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ძა­ლი­ან მალე, არ­ჩევ­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ თა­რი­ღებ­ში და შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კურ­მა საბ­ჭომ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვად გა­ნა­ცხა­დოს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ვიდ­რე პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბი არ იტყვი­ან, მე თავს შე­ვი­კა­ვებ ასე­თი კო­მენ­ტა­რის­გან”, - აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. პრე­მი­ერ­მა სიის პირ­ველ ნომ­რად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. პირ­ველ ოცე­ულ­ში ასე­ვე არი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ლაშა ტა­ლა­ხა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა... ჩვენ სიაში "ლუზერებს“ არ ვწერთ" - ბექა ოდიშარია

"სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა... ჩვენ სიაში "ლუზერებს“ არ ვწერთ" - ბექა ოდიშარია

სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა - ჩვენ სიაში "ლუზერებს“ არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სპორტსმენების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია.

“სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?” - აღნიშნა ოდიშარიამ.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.

“ჩვენ სიაში "ლუზერებს" არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა”, - განმარტა მან.

რაც შეეხება კითხვას პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი სიაში ყოფნა ბუნებრივია.

“მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ძალიან ბუნებრივია. ადამიანი არის პოლიტიკაში, უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი “ქართული ოცნებისთვის” და ჩვენი მრავალ ათასიანი მომხრეებისთვის. ამიტომ, ყველას სურვილი და მისი შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რომ ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. “ქართულ ოცნებას” აქვს 60%, რაც უმეტესწილად განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. რა არის აქ გასაკვირი?”, - განაცხადა ოდიშარიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ოდიშარიამ უპასუხა, რომ ის პარლამენტის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო თანამდებობებზე იქნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე თუ სხვები, გადაწყვეტილებები მომავალში იქნება.

“რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები გაიმართება ძალიან მალე, არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში და შესაძლოა, პოლიტიკურმა საბჭომ, პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადოს ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ. ვიდრე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არ იტყვიან, მე თავს შევიკავებ ასეთი კომენტარისგან”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

იხილეთ ასევე: