საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდა და დაამარცხა. მატჩი ტირანაში გაიმართა.
შეიძლება ითქვას, რომ მატჩის პირველი ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არ ყოფილა რეალური საგოლე მომენტი, 20 წუთის განმავლობაში ბურთს ალბანეთის ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და შეტევა ჩვენების მხრიდან მიდიოდა. საბოლოოდ ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, პირველივე წუთები ჩვენი შეტევებით განახლდა და 70-ე წუთზე ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ გაიხსნა. ალბანელებს ქოჩრაშვილმა უმაგრესი გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
იხილეთ ასევე: