პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლობლობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და ცნობილი მეუღლე - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ეკა ჭიჭინაძეც მოხვდა: როგორია ნიკუშა შენგელაიას კომენტარი?
ახლობლობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და ცნობილი მეუღლე - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ეკა ჭიჭინაძეც მოხვდა: როგორია ნიკუშა შენგელაიას კომენტარი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ" 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ოცე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა , “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რად­გი­ნა.

პრე­მი­ერ­მა სიის პირ­ველ ნომ­რად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სიის ოცე­ულ­ში არი­ან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ასე­ვე სიის მე­თხუთ­მე­ტე ნო­მე­რია მხატ­ვარ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბა­რია. ცნო­ბი­ლია, რომ ეკას ივა­ნი­ში­ლის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბა აკავ­ში­რებს და AMBEBI.GE-ს არ­ქივ­შიც ბევ­რი მისი ინ­ტერ­ვიუ ინა­ხე­ბა, სა­დაც ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ოჯახ­ზე სა­უბ­რობს. ის ხში­რად სტუმ­რობ­და ივა­ნიშ­ვი­ლებს და ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იძებ­ნე­ბა.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეკა ამ­ბობ­და, რომ თით­ქმის ყვე­ლა ახალ წელს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ხვდე­ბო­და და ეს მათი ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­აც იყო:

"ადრე ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცია გვქონ­და, 2 იან­ვარს, ბე­დო­ბას ეს ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და, მათი სა­ახ­ლობ­ლო ვიკ­რი­ბე­ბო­დით და და­უ­ვი­წყარ დროს ვა­ტა­რებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლე­ბია ეს შეკ­რე­ბა პან­დე­მი­ის გამო ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი ზუს­ტად მა­გას ეხე­ბო­და, რომ მათ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, ეს შეკ­რე­ბა რომ ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა... იმე­დია 2022 წელს პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტრა­დი­ცი­აც აღ­დგე­ბა" - იხ­სე­ნებ­და ეკა გა­სულ წელს.

"ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" და­ფუძვნე­ბის დღი­დან გვერ­დში უდ­გას" - ასე წა­რად­გი­ნა კო­ბა­ხი­ძემ ჭი­ჭი­ნა­ძე სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­ხე­ლე­ბი­სას.

AMBEBI.GE ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა­ზე მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ, როცა ქვე­ყა­ნას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, უნდა და­იც­ვან თა­ვის შვი­ლე­ბი და თა­ვის შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი!

წა­ი­კი­თხეთ: ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში არი­ან, სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია - ნა­ხეთ, ვინ მოხ­ვდა ოცე­ულ­ში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ახლობლობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და ცნობილი მეუღლე - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ეკა ჭიჭინაძეც მოხვდა: როგორია ნიკუშა შენგელაიას კომენტარი?

ახლობლობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და ცნობილი მეუღლე - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ეკა ჭიჭინაძეც მოხვდა: როგორია ნიკუშა შენგელაიას კომენტარი?

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა , “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. უნდა აღინიშნოს, რომ სიის ოცეულში არიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ასევე სიის მეთხუთმეტე ნომერია მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია. ცნობილია, რომ ეკას ივანიშილის ოჯახთან ახლობლობა აკავშირებს და AMBEBI.GE-ს არქივშიც ბევრი მისი ინტერვიუ ინახება, სადაც ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ოჯახზე საუბრობს. ის ხშირად სტუმრობდა ივანიშვილებს და ამის ამსახველი ფოტოები მის სოციალურ ქსელშიც იძებნება.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა ამბობდა, რომ თითქმის ყველა ახალ წელს ივანიშვილების ოჯახში ხვდებოდა და ეს მათი ერთგვარი ტრადიციაც იყო:

"ადრე ერთგვარი ტრადიცია გვქონდა, 2 იანვარს, ბედობას ეს ულამაზესი ოჯახი გვეპატიჟებოდა, მათი საახლობლო ვიკრიბებოდით და დაუვიწყარ დროს ვატარებდით. სამწუხაროდ, ბოლო წლებია ეს შეკრება პანდემიის გამო ვეღარ მოხერხდა. ჩვენი ბოლო საუბარი ზუსტად მაგას ეხებოდა, რომ მათთვის ძალიან მტკივნეულია, ეს შეკრება რომ ვეღარ ხერხდება... იმედია 2022 წელს პანდემია დასრულდება და ჩვენი არაჩვეულებრივი ტრადიციაც აღდგება" - იხსენებდა ეკა გასულ წელს.

"ის "ქართული ოცნებას" დაფუძვნების დღიდან გვერდში უდგას" - ასე წარადგინა კობახიძემ ჭიჭინაძე საარჩევნო სიის დასახელებისას.

AMBEBI.GE ნიკუშა შენგელაიას დაუკავშირდა, რომელმაც მეუღლის პოლიტიკაში წასვლაზე მცირე კომენტარი გააკეთა:

- ქალბატონები აქტიურები უნდა იყვნენ, როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრება, უნდა დაიცვან თავის შვილები და თავის შვილების მომავალი!

წაიკითხეთ: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან, სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია - ნახეთ, ვინ მოხვდა ოცეულში?