პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამს წყლის შიში ჰქონდა, არავინ იცის ტბაში თავად ჩავიდა თუ ჩააგდეს... ბავშვებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგოს ახლობლები?
"მარიამს წყლის შიში ჰქონდა, არავინ იცის ტბაში თავად ჩავიდა თუ ჩააგდეს... ბავშვებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგოს ახლობლები?

თბი­ლის­ში, ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში 15 წლის მო­ზარ­დი მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 20 დღის წინ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, მშე­ნე­ბა­რე პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და. მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აგ­ვის­ტოს, დე­დოფ­ლის­წყა­როს მშე­ნე­ბა­რე ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი ცუ­რავ­დნენ, რა დრო­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და.

ად­გილ­ზე სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს. მათ მო­ზარ­დი ჯერ ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

AMBEBI.GE-ს მა­რი­ამ ბე­ნაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

"მა­რი­ა­მი 16 სექ­ტემ­ბერს 16 წლის გახ­დე­ბო­და. 21 აგ­ვის­ტოს დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბის უბ­ნი­დან მო­ზარ­დე­ბი ავ­ტო­ბუ­სით მშე­ნე­ბა­რე პარკში წა­ვიდ­ნენ გა­სარ­თო­ბად. მა­რი­ა­მი ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ტან­საც­მლით და ფეხ­საც­მლით იპო­ვეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. წყალ­ში თვი­თონ ჩა­ვი­და, ჩა­ვარ­და, თუ ხელი კრეს და ჩა­აგ­დეს, არა­ვინ იცის, მო­ზარ­დე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ. ზო­გა­დად, მა­რი­ამს წყლის შიში ჰქონ­და...

გო­გო­ნა ერთ ბიჭს, ად­გი­ლობ­რივს ამო­უყ­ვა­ნია წყლი­დან და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­უ­ძა­ხი­ათ, სას­წრა­ფოს ექი­მებს უთ­ქვამთ, ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­ზამ­თო და მაშ­ვე­ლებს აუ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მისი გული. მას მერე მა­რი­ამს ტვი­ნი ჰქონ­და გა­თი­შუ­ლი და 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. ექი­მებ­მაც ვერ გა­ი­გეს, გო­გო­ნას რა და­ე­მარ­თა, იმის მი­ხედ­ვით რომ მე­ღოთ ზო­მე­ბი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტვი­ნი დიდ­ხანს იყო უჰა­ე­როდ და ამი­ტომ გა­ი­თი­შა. მა­რი­ა­მის დე­დას თავ­ში სიმ­სივ­ნე აქვს, ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, სა­ცო­და­ო­ბა ტრი­ა­ლებს... ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვე­რა­ფერს ას­კვნი­ან, რო­გორც თქვეს, ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ალ­ბათ იცი­ან და არა­ფერს ამ­ბო­ბენ. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ პარკში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ იყო და­ცუ­ლი და ამი­ტო­მაც მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მარიამს წყლის შიში ჰქონდა, არავინ იცის ტბაში თავად ჩავიდა თუ ჩააგდეს... ბავშვებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგოს ახლობლები?

"მარიამს წყლის შიში ჰქონდა, არავინ იცის ტბაში თავად ჩავიდა თუ ჩააგდეს... ბავშვებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგოს ახლობლები?

თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 15 წლის მოზარდი მარიამ ბენაშვილი გარდაიცვალა, რომელიც 20 დღის წინ დედოფლისწყაროში, მშენებარე პარკის ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა. მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მშენებარე ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში არასრულწლოვანები ცურავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მოზარდი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

AMBEBI.GE-ს მარიამ ბენაშვილის ახლობელი უყვება:

"მარიამი 16 სექტემბერს 16 წლის გახდებოდა. 21 აგვისტოს დედოფლისწყაროში ჯაფარიძეების უბნიდან მოზარდები ავტობუსით მშენებარე პარკში წავიდნენ გასართობად. მარიამი ხელოვნურ ტბაში ტანსაცმლით და ფეხსაცმლით იპოვეს უგონო მდგომარეობაში. წყალში თვითონ ჩავიდა, ჩავარდა, თუ ხელი კრეს და ჩააგდეს, არავინ იცის, მოზარდები არაფერს ამბობენ. ზოგადად, მარიამს წყლის შიში ჰქონდა...

გოგონა ერთ ბიჭს, ადგილობრივს ამოუყვანია წყლიდან და სასწრაფო დახმარება გამოუძახიათ, სასწრაფოს ექიმებს უთქვამთ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო და მაშველებს აუმუშავებიათ მისი გული. მას მერე მარიამს ტვინი ჰქონდა გათიშული და 20 დღის განმავლობაში კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ვერაფერი უშველეს. ექიმებმაც ვერ გაიგეს, გოგონას რა დაემართა, იმის მიხედვით რომ მეღოთ ზომები.

როგორც ამბობენ, ტვინი დიდხანს იყო უჰაეროდ და ამიტომ გაითიშა. მარიამის დედას თავში სიმსივნე აქვს, ძალიან ცუდადაა, საცოდაობა ტრიალებს... ბავშვების ჩვენების საფუძველზე ვერაფერს ასკვნიან, როგორც თქვეს, ყველამ სხვადასხვა ჩვენება მისცა. ალბათ იციან და არაფერს ამბობენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ პარკში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და ამიტომაც მალავენ სიმართლეს".

წაიკითხეთ ასევე: