სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო... ჩვენს მიმართ უარყოფითი კომენტარები მოდის და ეს მთრგუნავს" - სოფო ქურდიანი ბიზნესმენ მეუღლესა და სიცილიურ ქორწილზე
"ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო... ჩვენს მიმართ უარყოფითი კომენტარები მოდის და ეს მთრგუნავს" - სოფო ქურდიანი ბიზნესმენ მეუღლესა და სიცილიურ ქორწილზე

ივ­ლი­სის თვე­ში ბიზ­ნეს­მენ­მა ბექა ხო­ფე­რი­ამ და სოფო ქურ­დი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ლით აღ­ნიშ­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­ცი­ლი­ა­ში ოთხმოც­და­ა­თამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­ემ­გზავ­რა. ძველ ციხე-სი­მაგ­რე­ში გა­დახ­დილ ქორ­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა არ დაჰკლე­ბია. ბექა და სოფო ხუთი წე­ლია ერ­თად არი­ან და სა­ერ­თო შვილს გი­ორ­გის ზრდი­ან.

  • მათი ნა­წი­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ფაქ­ტმა გა­ა­ო­ცა, რომ ქორ­წილ­ში ბე­ქას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე თიკა ჯამ­ბუ­რია, შვილ, ნი­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ბე­ქას მე­უღ­ლე სოფო ქურ­დი­ან­საც აქვს. ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნია წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ინც რო­გორც ბე­ქას მე­სა­მე მე­უღ­ლე გა­იც­ნო და ხმა­უ­რი ქორ­წილ­საც ამი­ტომ მოჰ­ყვა.

გული სწყდე­ბა უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებ­ზე, რო­მელ­საც ხან­და­ხან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იღებს. ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბაც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, არ უყ­ვარს სა­უ­ბა­რი და გა­მო­ჩე­ნა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც სი­ცი­ლი­ურ ზღაპ­რულ ქორ­წილს ეხე­ბო­და მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა...

- მე და ბექა ხუთი წე­ლია რაც ერ­თად ვართ. ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნით. სამი წლის წინ და­ვი­ნიშ­ნეთ, თუმ­ცა ქორ­წი­ლი გვინ­დო­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაგ­ვე­ხა­და.

- რა­ტომ სი­ცი­ლია?

- არ გვინ­დო­და, რომ ქორ­წი­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ­თვის ახლო ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა და ამ­დე­ნი წელი ერ­თად ყოფ­ნის აღ­ნიშ­ვნა გვინ­დო­და. თა­ვი­დან სად­მე კუნ­ძულს ვფიქ­რობ­დით და რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სი­ცი­ლი­ა­ზე მდე­ბა­რე ციხე-სი­მაგ­რე გვირ­ჩია.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი კაბა გეც­ვათ.

- დი­ზა­ი­ნერ­მა ბი­ჭო­ლამ შე­მი­კე­რა, ვუ­თხა­რი, სი­ლუ­ე­ტის რა ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი­ყო გა­მოკ­ვე­თი­ლი და დი­ზა­ი­ნი თა­ვის თავ­ზე აიღო. ქორ­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 90 ადა­მი­ა­ნი გა­ვემ­გზავ­რეთ. მე და ბექა, იქ კვი­რა­ზე მეტი დავ­რჩით.

- ეს იყო თქვე­ნი ოც­ნე­ბის ქორ­წი­ლი?

- არ მქო­ნია არა­სო­დეს ქორ­წი­ლის სურ­ვი­ლი, გო­გო­ნე­ბი წი­ნას­წარ რომ წარ­მო­იდ­გე­ნენ ხოლ­მე, მაგ­რამ ოდეს­მე რომ მე­ფიქ­რა რო­გო­რი ქორ­წი­ლი მო­მინ­დე­ბო­და რე­ა­ლუ­რად ასე­თი გა­მო­ვი­და. ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ვი­ა­რეთ, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ხელ­სა­ხო­ცი, მა­გი­დის სა­ნიშ­ნე, სცე­ნა­ზე გარ­თო­ბის რა ელე­მენ­ტე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ რო­გორც ჩვენ­თვის, ასე­ვე სტუმ­რე­ბის­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზა­ფხულ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­ინც თქვენს ქორ­წილ­ზე იწე­რე­ბო­და. გქონ­დათ ეს მო­ლო­დი­ნი?

- რა­ღაც მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რად­გან ბე­ქას გარ­შე­მო ყო­ველ­თვის მსგავ­სი რამ ხდე­ბა. თან ვი­ცო­დი, რომ აჟი­ო­ტა­ჟი იქ­ნე­ბო­და მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბის გამო. თან ვფიქ­რობ­დი, რომ ფეხ­ბურ­თის თემა გა­და­ფა­რავ­და, მაგ­რამ მთლად ასეთს არ ვე­ლო­დი.

- თი­კას მიწ­ვე­ვა ქორ­წილ­ში თქვე­ნი და ბე­ქას ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

- დიახ, მე და თიკა მე­გობ­რე­ბი ვართ. მისი და ბე­ქას სა­ერ­თო შვი­ლი ნინა, ჩემ­თვის შვი­ლი­ვით არის. სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. გვერ­დი­დან რომ შე­მე­ხე­და ამ ფაქ­ტის­თვის შე­იძ­ლე­ბა მეც უც­ნა­უ­რად მომჩვე­ნე­ბო­და. ბექა და თიკა ბევ­რი წლის წინ იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი და ახლა უფრო ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან და მეც ჩემს ახ­ლობ­ლად მი­ვი­ღე ეს ადა­მი­ა­ნი. ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ყველ­გან ერ­თად ვართ და სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. მინ­დო­და რომ ნი­ნას­თან ერ­თად ისიც ყო­ფი­ლი­ყო ქორ­წილ­ში. თუმ­ცა მეს­მის ხალ­ხის რე­აქ­ცი­აც, გვერ­დი­დან ცოტა სხვა­ნა­ი­რად ჩანს.

- სოფო, თქვენ რას საქ­მი­ა­ნობთ?

- 19 წლი­დან და­ვი­წყე არ­ქი­ტექ­ტუ­რის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნით. 21 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც ჩემი კომ­პა­ნია გა­ვა­კე­თე „შოუ რუმ ჯორ­ჯია“, რო­მე­ლიც „აპარტ შო­უ­რუ­მით“ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რვა წე­ლია ჩემი კომ­პა­ნია მაქვს, ვა­კე­თებ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს, რე­მონტს, პრე­მი­უმ სეგ­მენტზე გვაქვს გათ­ვლა და ბა­ზარ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს ვქმნით.

- ამის ფონ­ზე ოჯა­ხის­თვის დრო რო­გორ გრჩე­ბათ?

- დედა მეხ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან. ასე­ვე ბე­ქაც რა თქმა უნდა. თან ისე მაქვს ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მე და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ კომ­პა­ნია ისეთ რელ­სებ­ზე დგას, რომ თა­ვის თავ­საც მარ­თავს. ყვე­ლა ხელს მი­წყობს.

- სამი გო­გო­ნას შემ­დეგ ბე­ქას მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა...

- გი­ორ­გი­ში ალ­ბათ უფრო თა­ვის თავს ხე­დავს ბავ­შვო­ბა­ში. სა­ერ­თოდ ბექა გიჟ­დე­ბა თა­ვის გო­გო­ნებ­ზე და არც ჰქო­ნია მო­ლო­დი­ნი რომ ბიჭი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სქესს არ ჰქონ­და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბავ­შვი რომ იზ­რდე­ბა და მოს­წონს მან­ქა­ნე­ბი, სა­ა­თე­ბი, ბურ­თი უნდა, კა­ცუ­რი რა­ღა­ცე­ბი მოს­წონს, ახლა ეს უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მის­თვის. რო­გორც პა­ტა­რა ძმა­კა­ცი ისე ჰყავს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა შვილ­თან ერ­თნა­ი­რად არის.

- რო­გო­რია იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი და გვერ­დით გყავ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც ხში­რად წე­რენ, ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, მის გა­რეგ­ნო­ბას ხაზს უს­ვა­მენ.

- ვუ­სურ­ვებ­დი, რომ ამ­დენს არ სა­უბ­რობ­დეს ხალ­ხი. რაც არ უნდა კარ­გი და­ი­წე­როს მე­დი­ა­ში, ვი­ღაც მა­ინც და­წერს ცუდ კო­მენ­ტარს, ეს მთრგუ­ნავს ხოლ­მე. არა­სო­დეს მით­ქვამს სხვა­ზე ცუდი, ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვი­ყა­ვი. ახლა მე რომ შე­ვე­ჩე­ხე და ჩვენს მი­მართ რომ მო­დის უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი. ეს ცოტა დამ­თრგუნ­ვე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მა­ტე­ბას, ჩემი კა­რი­ე­რა ცალ­კეა.

რო­გორც ცო­ლის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მის პო­პუ­ლა­რო­ბას, ეს ში­ნა­გა­ნად პრი­ვი­ლე­გი­ას არ მა­ნი­ჭებს. ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც შე­მიყ­ვარ­და და თავი კარ­გად ვიგ­რძე­ნი. და­ნარ­ჩე­ნი ხან სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა ხან გულ­და­სა­წყვე­ტი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ამ­ხე­ლა აგ­რე­სია, მაგ­რამ ვცდი­ლობ გა­ვუძ­ლო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო... ჩვენს მიმართ უარყოფითი კომენტარები მოდის და ეს მთრგუნავს" - სოფო ქურდიანი ბიზნესმენ მეუღლესა და სიცილიურ ქორწილზე

"ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა ბექას მესამე ქორწინების გამო... ჩვენს მიმართ უარყოფითი კომენტარები მოდის და ეს მთრგუნავს" - სოფო ქურდიანი ბიზნესმენ მეუღლესა და სიცილიურ ქორწილზე

ივლისის თვეში ბიზნესმენმა ბექა ხოფერიამ და სოფო ქურდიანმა რამდენიმე წლიანი თანაცხოვრება ქორწილით აღნიშნეს. საქართველოდან სიცილიაში ოთხმოცდაათამდე ადამიანი გაემგზავრა. ძველ ციხე-სიმაგრეში გადახდილ ქორწილს საზოგადოების მხრიდან ყურადღება არ დაჰკლებია. ბექა და სოფო ხუთი წელია ერთად არიან და საერთო შვილს გიორგის ზრდიან.

  • მათი ნაწილი ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გააოცა, რომ ქორწილში ბექას პირველი მეუღლე თიკა ჯამბურია, შვილ, ნინასთან ერთად იმყოფებოდა.

საკუთარი ბიზნესი ბექას მეუღლე სოფო ქურდიანსაც აქვს. ამბობს, რომ მისი კომპანია წლებია წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე, თუმცა საზოგადოებამ მაინც როგორც ბექას მესამე მეუღლე გაიცნო და ხმაური ქორწილსაც ამიტომ მოჰყვა.

გული სწყდება უარყოფით კომენტარებზე, რომელსაც ხანდახან საზოგადოების მხრიდან იღებს. ინტერვიუზე დათანხმებაც რთული აღმოჩნდა, არ უყვარს საუბარი და გამოჩენა. თუმცა რამდენიმე კითხვაზე, რომელიც სიცილიურ ზღაპრულ ქორწილს ეხებოდა მაინც დაგვთანხმდა...

- მე და ბექა ხუთი წელია რაც ერთად ვართ. ერთმანეთი საქართველოში გავიცანით. სამი წლის წინ დავინიშნეთ, თუმცა ქორწილი გვინდოდა, რომ საზღვარგარეთ გადაგვეხადა.

- რატომ სიცილია?

- არ გვინდოდა, რომ ქორწილი სტანდარტული ყოფილიყო. ჩვენთვის ახლო ადამიანების შეკრება და ამდენი წელი ერთად ყოფნის აღნიშვნა გვინდოდა. თავიდან სადმე კუნძულს ვფიქრობდით და რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, ქორწილის ორგანიზატორმა სიცილიაზე მდებარე ციხე-სიმაგრე გვირჩია.

- გამორჩეული კაბა გეცვათ.

- დიზაინერმა ბიჭოლამ შემიკერა, ვუთხარი, სილუეტის რა ნაწილი ყოფილიყო გამოკვეთილი და დიზაინი თავის თავზე აიღო. ქორწილში საქართველოდან 90 ადამიანი გავემგზავრეთ. მე და ბექა, იქ კვირაზე მეტი დავრჩით.

- ეს იყო თქვენი ოცნების ქორწილი?

- არ მქონია არასოდეს ქორწილის სურვილი, გოგონები წინასწარ რომ წარმოიდგენენ ხოლმე, მაგრამ ოდესმე რომ მეფიქრა როგორი ქორწილი მომინდებოდა რეალურად ასეთი გამოვიდა. ყველა დეტალი გავიარეთ, ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული, ხელსახოცი, მაგიდის სანიშნე, სცენაზე გართობის რა ელემენტები უნდა ყოფილიყო, რომ როგორც ჩვენთვის, ასევე სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

- მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც ჩვენი ნაკრები ყურადღების ცენტრში იყო, ყველაზე ხშირად მაინც თქვენს ქორწილზე იწერებოდა. გქონდათ ეს მოლოდინი?

- რაღაც მოლოდინი მქონდა, რადგან ბექას გარშემო ყოველთვის მსგავსი რამ ხდება. თან ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა მესამე ქორწინების გამო. თან ვფიქრობდი, რომ ფეხბურთის თემა გადაფარავდა, მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი.

- თიკას მიწვევა ქორწილში თქვენი და ბექას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო?

- დიახ, მე და თიკა მეგობრები ვართ. მისი და ბექას საერთო შვილი ნინა, ჩემთვის შვილივით არის. სხვა დამოკიდებულება მაქვს. გვერდიდან რომ შემეხედა ამ ფაქტისთვის შეიძლება მეც უცნაურად მომჩვენებოდა. ბექა და თიკა ბევრი წლის წინ იყვნენ დაქორწინებულები და ახლა უფრო ახლო მეგობრები არიან და მეც ჩემს ახლობლად მივიღე ეს ადამიანი. ბავშვების დაბადების დღეებზე ყველგან ერთად ვართ და სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა. მინდოდა რომ ნინასთან ერთად ისიც ყოფილიყო ქორწილში. თუმცა მესმის ხალხის რეაქციაც, გვერდიდან ცოტა სხვანაირად ჩანს.

- სოფო, თქვენ რას საქმიანობთ?

- 19 წლიდან დავიწყე არქიტექტურის სფეროში მუშაობა, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ინტერიერის დიზაინით. 21 წლის ვიყავი როდესაც ჩემი კომპანია გავაკეთე „შოუ რუმ ჯორჯია“, რომელიც „აპარტ შოურუმით“ არის წარმოდგენილი. რვა წელია ჩემი კომპანია მაქვს, ვაკეთებ ინტერიერის დიზაინს, რემონტს, პრემიუმ სეგმენტზე გვაქვს გათვლა და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს ვქმნით.

- ამის ფონზე ოჯახისთვის დრო როგორ გრჩებათ?

- დედა მეხმარება ძალიან. ასევე ბექაც რა თქმა უნდა. თან ისე მაქვს ჩემს კომპანიაში საქმე დალაგებული, რომ კომპანია ისეთ რელსებზე დგას, რომ თავის თავსაც მართავს. ყველა ხელს მიწყობს.

- სამი გოგონას შემდეგ ბექას მესამე ქორწინებაში ვაჟი შეეძინა...

- გიორგიში ალბათ უფრო თავის თავს ხედავს ბავშვობაში. საერთოდ ბექა გიჟდება თავის გოგონებზე და არც ჰქონია მოლოდინი რომ ბიჭი უნდა ყოფილიყო, სქესს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. ბავშვი რომ იზრდება და მოსწონს მანქანები, საათები, ბურთი უნდა, კაცური რაღაცები მოსწონს, ახლა ეს უფრო განსხვავებულია მისთვის. როგორც პატარა ძმაკაცი ისე ჰყავს. დანარჩენი ყველა შვილთან ერთნაირად არის.

- როგორია იყო წარმატებული ქალი და გვერდით გყავდეს პოპულარული მამაკაცი, რომელზეც ხშირად წერენ, ბევრს ჭორაობენ, მის გარეგნობას ხაზს უსვამენ.

- ვუსურვებდი, რომ ამდენს არ საუბრობდეს ხალხი. რაც არ უნდა კარგი დაიწეროს მედიაში, ვიღაც მაინც დაწერს ცუდ კომენტარს, ეს მთრგუნავს ხოლმე. არასოდეს მითქვამს სხვაზე ცუდი, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. ახლა მე რომ შევეჩეხე და ჩვენს მიმართ რომ მოდის უარყოფითი კომენტარები. ეს ცოტა დამთრგუნველია. რაც შეეხება წარმატებას, ჩემი კარიერა ცალკეა.

როგორც ცოლისთვის არ აქვს მნიშვნელობა მის პოპულარობას, ეს შინაგანად პრივილეგიას არ მანიჭებს. ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც შემიყვარდა და თავი კარგად ვიგრძენი. დანარჩენი ხან სასიამოვნო ხდება ხან გულდასაწყვეტი. ვიმედოვნებდი, რომ არ ყოფილიყო ამხელა აგრესია, მაგრამ ვცდილობ გავუძლო.

წაიკითხეთ ასევე: