ავტორი:

ფიზიკური ძალადობა საბავშვო ბაღში: 3 წლის გოგონას ცემის გამო მასწავლებელი დააკავეს - რა მოხდა საფრანგეთში?

ფიზიკური ძალადობა საბავშვო ბაღში: 3 წლის გოგონას ცემის გამო მასწავლებელი დააკავეს - რა მოხდა საფრანგეთში?

ვიდეომ, სადაც მასწავლებელი საბავშვო ბაღის 3 წლის მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, საფრანგეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კადრები ადვოკატმა გაასაჯაროვა. ტრაგიკული შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.

შემთხვევა გასულ სამშაბათს, 3 სექტემბერს, Frères-Voisins-ის საბავშვო ბაღში მოხდა. როგორც ამბობენ, მასწავლებელმა პატარა ბოთლი აიღო და „ბავშვს სახეზე გაურკვეველი სითხე შეასხურა“, - დასძინა ადვოკატმა, რომელმაც ოჯახის სახელით პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

მასწავლებელი ფარულად ჩაწერა სხვა ბავშვის დედამ, რომელიც მთელი დღე კლასში იმყოფებოდა.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/3267499.html"></iframe>

"მათ ადრეც სცემეს ჩემი ქალიშვილი, ამიტომ ბავშვს კრუნჩხვა დაემართა" - განუცხადა პატარა გოგონას მამამ Le Parisien-ს.

მასწავლებელმა ყველაფერი აღიარა და ოჯახს ბოდიში მოუხადა. მომხდარს პარიზის მე-15 ოლქის მერი ფილიპ გუჟონი გამოეხმაურა: „ეს მოხდა სასწავლო წლის დაწყების მეორე დღეს. ქალი პოლიციამ უკვე დააკავა. მის ადგილს საბავშვო ბაღში სხვა დაიკავებს“ - განაცხადა მერმა.

წყარო