ავტორი:

მილიონი ვარდი, 10 ათასი სანთელი, სტუმრები 11 ქვეყნიდან - ცნობილი ქუთაისელი ექიმის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც იმერეთი აალაპარაკა (ფოტოები)

მილიონი ვარდი, 10 ათასი სანთელი, სტუმრები 11 ქვეყნიდან - ცნობილი ქუთაისელი ექიმის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც იმერეთი აალაპარაკა (ფოტოები)

"წლის კი არა საუკუნის ქორწილი" - ასე შეფასდა ქუთაისში, ცნობილი ექიმის მერაბ კვიცარიძის ვაჟის - გიორგი კვიცარიძის და თინა მერკვილაძის ქორწილი, რომელსაც 520 სტუმარი დაესწრო.

ულამაზესმა დედოფალმა თინა მერკვილაძენ თავად გაგვანდო, თუ როგორ ჩაიარა მისმა ოცნების ქორწილმა...

- ჩვენი ორივეს სურვილი იყო ჩვენი ერთად ყოფნა ტრადიციული და თანამედროვე ხაზით დოზირებულად დაგვეგვირგვინებინა. ნიშნობაც ძალიან ტრადიციული იყო, გოგოს სახლში, ოჯახების შეკრებით. ნიშნობის თემატიკასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ყველასთვის სიურპრიზი იყო. აბსოლუტურად არავინ არ იცოდა ოჯახის წევრების გარდა ჩვენი სამომავლო ნიშნობა, არც შეყვარებულობა, სანამ ფოტო ვიდეო არ დაიდო..

ქორწილი გადაწყდა ტრადიციულითაც და თანამედროვე ელემენტებითაც. ჯვრისწერის ცერემონიიდან, ჩოხებში ჩაცმული მამებიდან, გოგოს სახლიდან გამოყვანიდან ხელისმოწერამდე და რესტორნამდე დასრულებული. დიზაინიც დიზაინერთან ერთად ავაწყვეთ. ორივეს გვიყვარს ჰარი პოტერი და ჰოგვარდში დაკიდებული სანთლები ჩვენი ინსპირაცია იყო. ძირითადი იყო სანთლები და თეთრი ვარდები. განსაკუთრებული გამოხმაურება მოყვა მეჯვარეების კაბების ფერს. ჩემი მოთხოვნა იყო ჩაეცვათ მხოლოდ თეთრები, ულამაზესები არიან და სამივენი ერთ ფერში უზომოდ ეფექტურები ვიყავით, თან ტრადიციული ვარდისფერი, ცისფერი ფერი არასდროს მომწონდა.

ფურორი საბოლოო ჯამში სტუმრების რაოდენობამაც გამოიწვია, 520 კაცი 11 სხვადასხვა ქვეყნიდან, ისრაელიდან დაწყებული ამერიკით დასრულებული. მოლოცვა მივიღეთ იერუსალიმის პატრიარქისგან, ჩამოგვივიდა მისი ხელნაწერი და ხატი, ჯვრისწერის სანთლებიც ისრაელიდან ჩამოგვიტანეს. ყველამ ერთად ვისიამოვნეთ და იყო საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა.

- ულამაზესი იყო თქვენი კაბა, ალბათ ყველამ აღნიშნა...

- დიახ, ზოგს მოეწონა, ზოგს არა, გემოვნებაზე არ დავობენ. დედას ეცვა მსგავსი ნაჭრის კაბა თავის ქორწილზე. ის ნაჭერი იყო ჩემთვის ინსპირაცია და ჩემს სურვილებს მოვარგე. ერთადერთი მოთხოვნა იყო ყოფილიყო სადა, მაგრამ გრანდიოზული და დახვეწილი. ქორწილში იყვნენ ჩვენი კვარტეტის ბიჭები, ქართული მრავალხმიანობა ისმოდა... საბოლოო ჯამში ყველას ჩართვით გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. ყოველგვარი ექსცესების გარეშე, 520 -კაციანი ქორწილი ბედნიერად დასრულდა, იმედი მაქვს, ყველა კმაყოფილო წავიდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ...

ჩვენთვის უსაყვარლესი ხალხი გვყავდა, ბევრი საზოგადოებისათვისაც ცნობილი სახეები, ყველანი ეფერებოდნენ ულოცავდნენ ერთმანეთს და ქორწილი ბოლომდე საოცრად გაგრძელდა. ჩვენ მხოლოდ სტუმრების მადლიერები ვართ. მუსიკა კლასიკური იყო, ვალსი ვიცეკვეთ ვფიქრობ, განსხვავებულ მუსიკაზე, ანდრეა ბოჩელის რეპერტუარი იყო ხელისმოწერაზეც, ვალსზეც... ცეკვები გაიხსნა რა თქმა უნდა დაისით, ბავშვობაში ორივე ვცეკვავდით და მგონი კარგი გამოვიდა.

თამარ გველესიანი, ერთ-ერთი სტუმარი და ოჯახის ახლობელი:

- 1 000 000 ვარდი და 10 000 სანთელი... ზღაპრული საღამო და მშვენიერი საზოგადოება... სტუმრები 11 სახელმწიფოდან და სრულიად საქართველოდან... უამრავი საჩუქარი მთელი მსოფლიოდან და არა მარტო.... საოცრად თბილი, სიყვარულით და დადებითი ემოციებით სავსე ქორწილი.... ქართული სტუმართმოყვარეობით და კაზმული სიტყვით გამორჩეული დღე, სადაც ყველა იყო ბედნიერი და თანაზიარი, კვიცარიძეებისა და მერკვილაძეების დიდი ბედნიერებისა...

ამ დღის გვირგვინი იყო, საოცრად ლამაზი, ელეგანტური, ნიჭიერი, წარმატებული წყვილი, გიორგი და თინათინი.... სიმართლე გითხრათ, ველოდი ასეთ ქორწილს... კარგად ვიცნობ ჩემი ძმის მერაბ კვიცარიძის და მისი მშვენიერი ოჯახის გემოვნებას, ტრადიციებს და იმიტომ... თუმცა, მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ ხალხმრავალი ქორწილის მოწესრიგებულობამ, კარგმა გართობამ და განწყობამ...

სტატიაში გამოყენებულია რესტორან "ასტორიას" და flowers Lovers-ის ფოტოები