მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ხელისუფლების ოლიგარქი და ბავშვთა ომბუდსმენი, რომელსაც 10 შვილი ჰყავს, დაქორწინდნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება "მაღალი მორალის", მრავალმილიონიან ქორწილზე?
პუტინის ხელისუფლების ოლიგარქი და ბავშვთა ომბუდსმენი, რომელსაც 10 შვილი ჰყავს, დაქორწინდნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება "მაღალი მორალის", მრავალმილიონიან ქორწილზე?

2023 წელს, ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით: ვინ არის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა? - ქალი, რომ­ლის პუ­ტინ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ გას­ცა.სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 17 მარტს, ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ (ICC) რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა ომ­ბუდსმე­ნის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

მა­რია ლვო­ვა 2021 წლი­დან რუ­სეთ­ში ბავ­შვთა ომ­ბუს­მენ­დის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და 10 შვილს ზრდი­და, სა­ი­და­ნაც 5 ნაშ­ვი­ლე­ბია.

2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას და­ეს­ხა თავს, ლვო­ვა-ბე­ლო­ვა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე და მათ რუ­სეთ­ში "ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე“.

თა­ვად ომ­ბუდსმე­ნი ამ პრო­ცესს ყო­ველ­თვის "ევა­კუ­ა­ცი­ას" უწო­დებ­და და ამ­ბობ­და, რომ ამით იცავ­და ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით, ეს ქმე­დე­ბე­ბი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც დე­პორ­ტა­ცია და გე­ნო­ცი­დი.

2022 წლის ზა­ფხულ­ში ლვო­ვა-ბე­ლო­ვამ თქვა, რომ მან თა­ვად იშ­ვი­ლა ბავ­შვი მა­რი­უ­პო­ლი­დან. ქა­ლა­ქი­დან, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ჯა­რებ­მა გა­ა­ნა­დუ­რეს. ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ამ ამ­ბის შე­სა­ხებ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის. ის ასე­ვე ხში­რად სა­უბ­რობ­და მა­ღალ მო­რა­ლურ სტან­დარტზე, ოჯა­ხურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და აშ.

  • რა ხდე­ბა ახლა

ორი დღეა რუ­სუ­ლი მე­დია ლვო­ვას ახა­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ წერს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 შვი­ლის დე­დამ მე­ო­რედ "მარ­თლმა­დი­დე­ბელ ოლი­გარქ" მა­ლო­ფე­ევ­ზე იქორ­წი­ნა. ის არის "რუ­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" მთა­ვა­რი სპონ­სო­რი და მას­ზე გა­ცე­მუ­ლია ICC-ის ორ­დე­რი

8 სექ­ტემ­ბერს, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას და ცარგრა­დის ტე­ლე­არ­ხის Царьград-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე მა­ლო­ფე­ე­ვის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა.

ჭო­რე­ბი მა­ლო­ფე­ევ­სა და ლვო­ვა-ბე­ლო­ვას შო­რის კავ­ში­რის შე­სა­ხებ 2024 წლის და­სა­წყის­ში გაჩ­ნდა, რო­დე­საც ისი­ნი ერ­თად მი­ვიდ­ნენ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულ­ზე.

მა­ლო­ფე­ე­ვის ცოლ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და 2023 წელს, მაგ­რამ ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­სა და მღვდელ პა­ველ კო­გელ­მა­ნო­ვის ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

ქორ­წილ­ში მიწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი: დიმა ბი­ლა­ნი, გრი­გო­რი ლეპ­სი, ვა­ლე­რია და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ლანს სთხო­ვეს რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის ამო­ღე­ბა პროგ­რა­მი­დან, თუმ­ცა მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ. მე­დია ასე­ვე გა­ო­ცე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ ქორ­წილ­ში მიწ­ვე­უ­ლი იყო ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც ომის მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მი­იჩ­ნე­ვა, რის გა­მოც რუ­სეთ­ში მისი კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა.

კონ­სტან­ტი­ნე მა­ლო­ფე­ე­ვი 2014 წლი­დან აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი DPR-ისა და LPR-ის და­ფი­ნან­სე­ბის ბრალ­დე­ბე­ბით. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, მა­ლო­ფე­ე­ვის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი გახ­და.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ობ­ლე­ბის გაყ­ვა­ნით რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. ამის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ (ICC) მისი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

BAZA Telegram-ის არ­ხის თა­ნახ­მად, ქორ­წი­ლი მა­ლო­ფე­ევს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­უჯ­და, თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ჰო­ნო­რარ­ში გა­და­იხ­დის. ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა რო­ტუნ­დის ვი­ლა­ში, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ად­გი­ლად მი­ი­ჩენ­ვა. ქორ­წილ­ში სტუმ­რებს შო­რის სა­ეკ­ლე­სიო სა­მო­სით გა­მო­წყო­ბი­ლი ხალ­ხიც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

ორი­ვე მე­უღ­ლის­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. რო­გორც ბე­ლო­ვა, მა­ლო­ფე­ე­ვიც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ად­ვო­კატ ირი­ნა ვილ­ტერ­ზე, რო­მელ­თა­ნაც სამი შვი­ლი ჰყავს.

მა­რია პირ­ველ ქმარ-შვილ­თან

ქორ­წილ­მა იმ­ხე­ლა რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კო­მენ­ტარ­ზე პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან პეს­კოვს მი­მარ­თეს.

"კრემ­ლი არ აკე­თებს კო­მენ­ტარს მე­დი­ი­სა და "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ზე ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ. ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ამი­ტომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ამ კი­თხვის პა­სუ­ხად, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­სურ­ვებთ მას ბედ­ნი­ე­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

რო­გორც გიყ­ვე­ბო­დით, მა­რია ლვო­ვა ბოლო დრომ­დე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მღვდელ პა­ველ კო­გელ­მან­ზე, რო­მე­ლიც ხელ­დას­ხმამ­დე პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობ­და. ის ახლა კრი­ლატ­სკო­ის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში მო­ძღვა­რია. მე­დია წერს, რომ ქალ­მა ახალ სიყ­ვა­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ყოფ­ნი­სას და­ი­წყო.

არა­და, მო­ლო­ფე­ე­ვიც ისე­ვე, რო­გორც ბე­ლო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ მა­ღალ მო­რა­ლურ ღი­რე­ბულ­ბებ­სა და ოჯა­ხურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, რო­მელ­საც მათი მტკი­ცე­ბით, და­სავ­ლე­თი ებ­რძვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პუტინის ხელისუფლების ოლიგარქი და ბავშვთა ომბუდსმენი, რომელსაც 10 შვილი ჰყავს, დაქორწინდნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება "მაღალი მორალის", მრავალმილიონიან ქორწილზე?

პუტინის ხელისუფლების ოლიგარქი და ბავშვთა ომბუდსმენი, რომელსაც 10 შვილი ჰყავს, დაქორწინდნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება "მაღალი მორალის", მრავალმილიონიან ქორწილზე?

2023 წელს, ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? - ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 17 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა.

მარია ლვოვა 2021 წლიდან რუსეთში ბავშვთა ომბუსმენდის თანამდებობას იკავებდა და სასულიერო პირზე გახლდათ დაქორწინებული და 10 შვილს ზრდიდა, საიდანაც 5 ნაშვილებია.

2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე და მათ რუსეთში "ინტეგრაციაზე“.

თავად ომბუდსმენი ამ პროცესს ყოველთვის "ევაკუაციას" უწოდებდა და ამბობდა, რომ ამით იცავდა ბავშვების ინტერესებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ქმედებები კლასიფიცირებულია, როგორც დეპორტაცია და გენოციდი.

2022 წლის ზაფხულში ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მან თავად იშვილა ბავშვი მარიუპოლიდან. ქალაქიდან, რომელიც რუსული ჯარებმა გაანადურეს. ის რეგულარულად აქვეყნებს მოზარდის ფოტოებს სოციალურ ქსელებში და ამ ამბის შესახებ პროპაგანდისტული ფილმიც კი გადაიღეს რუსული მედიისთვის. ის ასევე ხშირად საუბრობდა მაღალ მორალურ სტანდარტზე, ოჯახურ ფასეულობებზე და აშ.

  • რა ხდება ახლა

ორი დღეა რუსული მედია ლვოვას ახალი ქორწილის შესახებ წერს. ჟურნალისტების ინფორმაციით, 10 შვილის დედამ მეორედ "მართლმადიდებელ ოლიგარქ" მალოფეევზე იქორწინა. ის არის "რუსული გაზაფხულის" მთავარი სპონსორი და მასზე გაცემულია ICC-ის ორდერი

8 სექტემბერს, მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას და ცარგრადის ტელეარხის Царьград-ის დამფუძნებლის, კონსტანტინე მალოფეევის ქორწილი გაიმართა.

ჭორები მალოფეევსა და ლვოვა-ბელოვას შორის კავშირის შესახებ 2024 წლის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ისინი ერთად მივიდნენ ეკატერინბურგში რელიგიურ დღესასწაულზე.

მალოფეევის ცოლთან განქორწინების შესახებ ცნობილი გახდა 2023 წელს, მაგრამ ლვოვა-ბელოვასა და მღვდელ პაველ კოგელმანოვის ქორწინების დასრულების შესახებ მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქორწილში მიწვეულები იყვნენ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები: დიმა ბილანი, გრიგორი ლეპსი, ვალერია და ლეონიდ აგუტინი. მედიის ინფორმაციით, ბილანს სთხოვეს რამდენიმე სიმღერის ამოღება პროგრამიდან, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. მედია ასევე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ქორწილში მიწვეული იყო ლეონიდ აგუტინი, რომელიც ომის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა, რის გამოც რუსეთში მისი კონცერტები გაუქმდა.

კონსტანტინე მალოფეევი 2014 წლიდან აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება თვითგამოცხადებული DPR-ისა და LPR-ის დაფინანსების ბრალდებებით. უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მალოფეევის მიერ კონტროლირებადი მედია რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი გახდა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მარია ლვოვა-ბელოვა დაკავებული იყო ობლების გაყვანით რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან. ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მისი დაკავების ორდერი გასცა.

BAZA Telegram-ის არხის თანახმად, ქორწილი მალოფეევს რამდენიმე ათეული მილიონი რუბლი დაუჯდა, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მომღერლების ჰონორარში გადაიხდის. ცერემონია გაიმართა როტუნდის ვილაში, რომელიც მოსკოვის რეგიონში, ღონისძიებების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად მიიჩენვა. ქორწილში სტუმრებს შორის საეკლესიო სამოსით გამოწყობილი ხალხიც შეინიშნებოდა.

ორივე მეუღლისთვის ეს მეორე ქორწინებაა. როგორც ბელოვა, მალოფეევიც დაქორწინებული იყო ადვოკატ ირინა ვილტერზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

მარია პირველ ქმარ-შვილთან

ქორწილმა იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ ჟურნალისტებმა კომენტარზე პუტინის პრეს-მდივან პესკოვს მიმართეს.

"კრემლი არ აკეთებს კომენტარს მედიისა და "ტელეგრამის" არხების პუბლიკაციებზე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას ქორწილის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ მის პირად ცხოვრებაზე. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ამ კითხვის პასუხად, ნებისმიერ შემთხვევაში ვუსურვებთ მას ბედნიერებას", - განაცხადა პესკოვმა.

როგორც გიყვებოდით, მარია ლვოვა ბოლო დრომდე დაქორწინებული იყო მღვდელ პაველ კოგელმანზე, რომელიც ხელდასხმამდე პროგრამისტად მუშაობდა. ის ახლა კრილატსკოის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში მოძღვარია. მედია წერს, რომ ქალმა ახალ სიყვარულთან ურთიერთობა, დიდი ალბათობით, პირველ ქორწინებაში ყოფნისას დაიწყო.

არადა, მოლოფეევიც ისევე, როგორც ბელოვა საზოგადოების წინაშე ხშირად ლაპარაკობენ მაღალ მორალურ ღირებულბებსა და ოჯახურ ფასეულობებზე, რომელსაც მათი მტკიცებით, დასავლეთი ებრძვის.