მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ... ორ მეურვეს მივუჩენთ" - მატჩის დღე: რას აცხადებენ მეტოქე გუნდში?
"კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ... ორ მეურვეს მივუჩენთ" - მატჩის დღე: რას აცხადებენ მეტოქე გუნდში?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი დღეს, "ერთა ლი­გის“ მე­ო­რე ტურ­ში ალ­ბა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ტი­რა­ნა­ში შედ­გე­ბა და თბი­ლი­სის დრო­ით 22:45 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მატ­ჩის წინ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ალ­ბა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა სილ­ვი­ნი­ომ და თავ­დამ­სხმელ­მა ია­სირ ასა­ნიმ ისა­უბ­რეს:

სილ­ვი­ნიო:

"ჩვენს ჯგუფ­ში თა­ნა­ბა­რი დო­ნის ნაკ­რე­ბე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი გუნ­დი და ტექ­ნი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავს, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ­მა მწვრთნელ­მა დიდი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა. ყვე­ლა მწვრთნე­ლი გუნდს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ამ­ზა­დებს. ვფიქ­რობ, სავ­სე სტა­დი­ონ­ზე კარ­გი თა­მა­ში იქ­ნე­ბა. მო­სა­გე­ბად სა­ათ­ში 100 კი­ლო­მეტ­რით სირ­ბი­ლი მოგ­ვი­წევს. შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­რო, ხვალ სა­დი­ლის შემ­დეგ და­ვა­სა­ხე­ლებ. შე­დე­გი? შეხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ე­რი ან­გა­რი­შით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს“.

ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ტი­რა­ნა­ში მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში გა­მარ­თა

ასა­ნი:

"მო­დით, უკ­რა­ი­ნის და­მარ­ცხე­ბა და­ვი­ვი­წყოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ჩე­ხეთს და­მა­ჯე­რებ­ლად სძლია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი გუნ­დია, მაგ­რამ შიში არ გვაქვს. "კვა­რა“ მა­ღა­ლი კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლია, რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემთ და ფრთხი­ლად ვე­თა­მა­შე­ბით, ორ მე­ურ­ვეს მი­ვუ­ჩენთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლაა“.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფის პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში ჩე­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ან­გა­რი­შით 4:1 და­ა­მარ­ცხა.

პირ­ვე­ლი ტუ­რის შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნას­თან გა­მარ­ჯვე­ბით და­ას­რუ­ლა ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რებ­მაც.

პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ ჯგუფ­ში 3-3 ქუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­სა და ალ­ბა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბე­ბი ლი­დე­რო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის უეფა-ს ერთა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა თბი­ლის­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ... ორ მეურვეს მივუჩენთ" - მატჩის დღე: რას აცხადებენ მეტოქე გუნდში?

"კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ... ორ მეურვეს მივუჩენთ" - მატჩის დღე: რას აცხადებენ მეტოქე გუნდში?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, "ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ და თავდამსხმელმა იასირ ასანიმ ისაუბრეს:

სილვინიო:

"ჩვენს ჯგუფში თანაბარი დონის ნაკრებებია. საქართველოს ძალიან ბალანსირებული გუნდი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კარგად ორგანიზებულები არიან. მათმა მწვრთნელმა დიდი სამუშაო ჩაატარა. ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, სავსე სტადიონზე კარგი თამაში იქნება. მოსაგებად საათში 100 კილომეტრით სირბილი მოგვიწევს. შემადგენლობაზე უნდა ვიფიქრო, ხვალ სადილის შემდეგ დავასახელებ. შედეგი? შეხვედრა ნებისმიერი ანგარიშით შეიძლება დასრულდეს“.

ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში მატჩისწინა ვარჯიში გამართა

ასანი:

"მოდით, უკრაინის დამარცხება დავივიწყოთ. მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ. მოწინააღმდეგემ ჩეხეთს დამაჯერებლად სძლია, შესანიშნავი, პროგრესირებადი გუნდია, მაგრამ შიში არ გვაქვს. "კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვეთამაშებით, ორ მეურვეს მივუჩენთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

იხილეთ ასევე: