მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომ­ხეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­და­ხედ­ვა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყეს. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტ მარ­გა­რი­ტის სხი­ნას­ს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­სამ­ჩნე­ვი ცვლი­ლე­ბე­ბია: იწყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ევ­რო­პის მშვი­დო­ბის ფონ­დის“ სა­შუ­ა­ლე­ბით სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რა­საც ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ“, - გა­ნა­ცხა­და სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

მისი თქმით, ახლა სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ე­ბი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერე­ვან­მა მო­ის­მი­ნოს ევ­რო­კავ­ში­რე­ლი პარტნი­ო­რე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და რჩე­ვე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტ მარ­გა­რი­ტის სხი­ნა­სი სომ­ხეთ­ში ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ჩა­ვი­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე განაცხადა.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება “ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერევანმა მოისმინოს ევროკავშირელი პარტნიორების დაკვირვებები და რჩევები.

შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასი სომხეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად ჩავიდა.