მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში, სასამართლომ 78 წლის ცნობილ მეცნიერს “სამშობლოს ღალატისთვის“ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - “ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ინფარქტი დაემართა“
რუსეთში, სასამართლომ 78 წლის ცნობილ მეცნიერს “სამშობლოს ღალატისთვის“ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - “ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ინფარქტი დაემართა“

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ რუ­სეთ­ში, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა სა­ჩივ­რე­ბი ნო­ვო­სი­ბირსკის ფი­ზი­კო­სის ანა­ტო­ლი მას­ლო­ვის გა­ნა­ჩე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 14 წელი მი­უ­სა­ჯა მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში. სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

რო­გორც RusNews წერს, ანა­ტო­ლი მას­ლო­ვი ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია ბლან­ტი გა­ზის დი­ნა­მი­კის დარ­გში. ის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, 2022 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­ა­კა­ვეს და ბრა­ლად “სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი“ ედე­ბა.

ITAM SB RAS-ის სა­მეც­ნი­ე­რო დი­რექ­ტო­რის ვა­სი­ლი ფო­მი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ანა­ტო­ლი მას­ლო­ვი მუ­შა­ობ­და ჩი­ნელ, ამე­რი­კელ და გერ­მა­ნელ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად.

“მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში მას სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე-3 წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა,“ - წერს RusNews.

2024 წლის 21 მა­ისს და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მას­ლოვს 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა და 2 წლით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რუსეთში, სასამართლომ 78 წლის ცნობილ მეცნიერს “სამშობლოს ღალატისთვის“ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - “ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ინფარქტი დაემართა“

რუსეთში, სასამართლომ 78 წლის ცნობილ მეცნიერს “სამშობლოს ღალატისთვის“ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - “ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ინფარქტი დაემართა“

ცნობილი ხდება, რომ რუსეთში, სააპელაციო სასამართლომ განიხილა საჩივრები ნოვოსიბირსკის ფიზიკოსის ანატოლი მასლოვის განაჩენის წინააღმდეგ, რომელსაც სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი უცვლელი დარჩა.

როგორც RusNews წერს, ანატოლი მასლოვი ცნობილი სპეციალისტია ბლანტი გაზის დინამიკის დარგში. ის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში დააკავეს და ბრალად “სახელმწიფოს ღალატი“ ედება.

ITAM SB RAS-ის სამეცნიერო დირექტორის ვასილი ფომინის განცხადებით, ანატოლი მასლოვი მუშაობდა ჩინელ, ამერიკელ და გერმანელ მეცნიერებთან ერთად.

“მიმდინარე წლის თებერვალში მას სანქტ-პეტერბურგის მე-3 წინასწარი დაკავების იზოლატორში ინფარქტი დაემართა,“ - წერს RusNews.

2024 წლის 21 მაისს დახურულ სასამართლო სხდომაზე მასლოვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართვის უფლება.